ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ის მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედება ევროკავშირის ეკონომიკას დააზარალებს.

ტელეკომპანია „ტევე 2“-ის ეთერში ორბანმა განმარტა, რომ ევროკავშირს უკრაინის მიღება 150-დან 190 მილიარდ ევრომდე დაუჯდება და ამის გამო გაერთიანების წევრი სახელმწიფოები საკმარის თანხას ვერ მიიღებენ.

ორბანი აბსურდულს უწოდებს ევროკავშირის სურვილს, საკუთარ რიგებში ისეთი ქვეყანა მიიწვიოს, სადაც ომი მიმდინარეობს.