თეონა აქუბარდია სააკაშვილის განცხადებაზე: დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ და პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტში ყოფნის არანაირი სურვილი არ მაქვს

თეონა აქუბარდია სააკაშვილის განცხადებაზე: დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ და პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტში ყოფნის არანაირი სურვილი არ მაქვს

თეონა აქუბარდია მიხეილ სააკაშვილის განცხადების სისრულეში მოყვანის შესაძლებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„თავად იდეას, რომ გარკვეული კონსულტაციები ოპოზიციური სპექტრის შიგნით არსებობდეს, ამას ვიზიარებ. შესაბამისად, მეეჭვება, რომ ეს ახლა მოხდეს. როდესაც ერთ მხარეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ანუ ცუდი წარსული და მეორე მხარეს - ის აწმყო, რომელიც აღარ არის მისაღები, ამ შემთხვევაში უნდა შეიქმნას ალტერნატივა, ცუდსა და უარეს შორის. ამ მოცემულობაში ყველა პარტიას აქვს თავისი ინტერესი. მე არ ვარ პარტიული, დამოუკიდებელი დეპუტატი ვარ. ამ ფორმატში ყოფნის არანაირი სურვილი არ მაქვს.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას „პოლიტიკური აქტივობისა და ერთობის კომიტეტის“ შექმნას სთავაზობს.

ოპოზიციის დიდი ნაწილი სააკაშვილის იდეას ხელოვნურსა და არასერიოზულს უწოდებს და საჯარო შეთავაზებას არ იღებს. პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანოს.