რამაზ საყვარელიძე: ჩვენი უპირატესობა არის ღარიბაშვილის ეშმაკობები

რამაზ საყვარელიძე: ჩვენი უპირატესობა არის ღარიბაშვილის ეშმაკობები

ჩვენი უპირატესობა არის ღარიბაშვილის ეშმაკობები, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას განაცხდა.

მან გაიხსენა, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს თბილისში ჩინეთის მატარებელი შემოვიდა, რის შესახებაც წინასწარ ინფორმაცია არ გავრცელებულა. წელს კი, პრემიერი ჩინეთში სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრა, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად ხელი მოაწერა შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

„ეს მოულოდნელი თემები დადო ღარიბაშვილმა ჩინეთის მიმართულებით. ჩინეთის მიმართულება თითქოს არაფერ შუაშია ევროკავშირთან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ - და იწყება ბევრი პირობის ჩამონათვალი. ტრანზიტის დახურული რუსული ხაზი გადმოვიდა კავკასიაზე. ეს ტრანზიტი შემოდის ევროპაში. ევროპას აუცილებლად სჭირდება მონაწილეობა სატრანზიტო ხაზში და თბილისი, რა თქმა უნდა [მონაწილეობს ამაში]“, - განაცხადა საყვარელიძემ.

არაგველი641 ღარიბაშვილის ქმედებებს ვიღაცა "ეშმაკობებს" უწოდებს, სინამდვილეში კი ირაკლის ქმედებები ძალიან შედეგების მომტანი ჩანს.
ანუ, ვიღაცა ნაძირლები "ვერ ხედავენ" საქართველოს წარმატებებს და ვერ ეგუებიან იმ აზრს რომ გამოჩნდა გზა რითაც საქართველოს ეშველება. პირველ რიგში ივანიშვილი, მერე ღარიბაშვილი და ბევრი სხვა გულანთებული ახალგაზრდა დაუღლელად შრომობენ ქვეყნისათვის.
ჩვენგან ისინი უბრალოდ მადლობის თქმას იმსახურებენ.
1 წლის უკან