შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ორი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯიდან ჩვენ წარმატებით მივაღწიეთ პირველს - საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ორი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯიდან ჩვენ წარმატებით მივაღწიეთ პირველს - საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ორი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯიდან ჩვენ წარმატებით მივაღწიეთ პირველს - საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი! - ამის შესახებ X-ზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

„ეს დამსახურებული გადაწყვეტილება არის ჩვენი მტკიცე ერთგულების და სტაბილური პროგრესის დასტური. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს მეორე უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს - ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას!“