გივი მიქანაძე: ვაშაძე იქნებოდა ეს თუ ნაცმოძრაობის სხვა წარმომადგენლები, ისინი ყოველთვის აცხადებდნენ, რომ NDI-ს და ასევე IRI-ს კვლევები იყო სარწმუნო - ახლა თურმე მათთვის მიუღებელია ეს მოცემულობა

გივი მიქანაძე: ვაშაძე იქნებოდა ეს თუ ნაცმოძრაობის სხვა წარმომადგენლები, ისინი ყოველთვის აცხადებდნენ, რომ NDI-ს და ასევე IRI-ს კვლევები იყო სარწმუნო - ახლა თურმე მათთვის მიუღებელია ეს მოცემულობა

ჩვენ ყოველთვის უნდობლობას ვუცხადებდით NDI-ს კვლევებს, რადგან ამის მყარის საფუძველი გვქონდა, მაგრამ ვაშაძე იქნებოდა ეს თუ ნაცმოძრაობის სხვა წარმომადგენლები, ისინი ყოველთვის აცხადებდნენ, რომ NDI-ს და ასევე IRI-ს კვლევები იყო სარწმუნო , - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ახლა, როდესაც NDI-მ მათ 4% დაუწერა და ისინი არსებულ ბარიერსაც კი ვერ ლახავენ, თურმე მათთვის მიუღებელია ეს მოცემულობა“, - აღნიშნა მიქანაძემ.

გიორგი ვაშაძე NDI-ს ბოლო კვლევას აკრიტიკებს და სისულელეს უწოდებს.