ვინც დაინახავს ამაში საკუთარ თავს, კარი ყველასთვის ღიაა, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის, სუპერ პაკი-ის შექმნის შესახებ განაცხადა.
„ეს არის კოორდინირებული [ინიციატივა]. რა თქმა უნდა მე ვიცოდი მისი ინიციატივის შესახებ. გვქონდა ამაზე საუბარი. ვინც თავის თავს დაინახავს ამ ინიციატივაში, ყველას აზრი იქნება მოსმენილი და გათვალისწინებული. თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ისურვებენ, რომ ამ ფორმატში ვითანამშრომლოთ, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ, მაგრამ ეს უფრო არის საუბარი კონკრეტულ პირებზე, ინდივიდებზე. ვინც დაინახავს ამაში საკუთარ თავს, ყველასთვის კარი ღიაა“,- აღნიშნა ვაშაძემ.