ვიზიარებ საქართველოს ხალხის, საქართველოს ხელისუფლების სიხარულს და გილოცავთ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე. ეს ძალიან კარგი სიახლე, ისტორიული მომენტია საქართველოსთვის, მაგრამ ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ვფიქრობ, ეს ქმნის მომენტს, რომლის გამოყენებაც უნდა გავაგრძელოთ 2024-შიც, რომელიც ასეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ საქართველო 9 პრიორიტეტს შეასრულებს.
„ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს ცხრა ნაბიჯს, რეფორმებს, რომლის განხორციელებაც დევს ამ ცხრა ნაბიჯში და რომელიც ასევე ემთხვევა ნატოს მოთხოვნებს“, - აღნიშნა კოლომინამ.