პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარია, სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.
“საჯარო მოხელეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს! უდიდესია მათი წვლილი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.
პროფესიული, კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან თავისუფალი, დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური უმნიშვნელოვანესია დემოკრატიისთვის.
ასეთი დეპოლიტიზებული საჯარო სამსახური, რომელსაც შესწევს უნარი გაუძლოს პოლიტიკურ ცვლილებებს, ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საჯარო სამსახურის რეფორმის გაგრძელება უნდა იყოს პრიორიტეტი”.