შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება რომ ყოფილიყო ისეთივე წინდაუხედავი, იმპულსური და არაპატრიოტული, როგორიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება იყო, გამორიცხული არ არის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება ყოფილიყო

თუკი ბოლო წელიწად-ნახევრის ისტორიას შევხედავთ, საქართველოს ხელისუფლება რომ ყოფილიყო ისეთივე წინდაუხედავი, ისეთივე იმპულსური და არაპატრიოტული, როგორიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება იყო, გამორიცხული არ არის საქართველო ასევე გადავარდნილიყო ესკალაციის გზაზე და გამორიცხული არ არის, რომ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლება წელიწად-ნახევრის განმავლობაში აჩვენებს იმას, რომ შესაძლოა, თავის დროზე, საქართველოს ხელისუფლება უფრო წინდახედული რომ ყოფილიყო, მას თავიდან აეცილებინა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ყველა იმ მოწოდებას, რაც იყო ოპოზიციისა და ზოგიერთი მილიონერი „ენჯეოს“ მხრიდან, საქართველოს ხელისუფლება რომ აჰყოლოდა, რა თქმა უნდა, გაიზრდებოდა იმის რისკი, რომ შეიძლება სამხედრო დაპირისპირება ყოფილიყო რუსეთთან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.