ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდის გაძლიერება. რაც შეეხება საარჩევნო წარმატებას, საარჩევნო წარმატებისთვის დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდის გაძლიერება. რაც შეეხება საარჩევნო წარმატებას, საარჩევნო წარმატებისთვის დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები

ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდის გაძლიერება. რაც შეეხება საარჩევნო წარმატებას, საარჩევნო წარმატებისთვის დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმალური შედეგი მიიღოს. კერძოდ, კიდევ უფრო გაზარდონ ის მაჩვენებელი, რომელიც დღეს აქვთ.

„ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია გუნდის გაძლიერება. რაც შეეხება საარჩევნო წარმატებას, საარჩევნო წარმატებისთვის დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიციები“, - აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა იგი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, კობახიძემ განაცხადა: „რა შუაშია?! ძალიან მკვეთრი და მკაფიო პასუხი გაგეცით. დღევანდელ ვითარებას არ სჭირდება ამხელა რესურსი, პარტიის გაძლიერება. გამომდინარე იქიდან, რომ ისედაც გვაქვს 55%-ს ზემოთ რეიტინგი“, - განაცხადა კობახიძემ.