ირაკლი კობახიძე: დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს იმ ძალებთან, რომლებსაც აინტერესებთ ქვეყნის წინსვლა, მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებით

ირაკლი კობახიძე: დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს იმ ძალებთან, რომლებსაც აინტერესებთ ქვეყნის წინსვლა, მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებით

დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს იმ ძალებთან, რომლებსაც აინტერესებთ ქვეყნის წინსვლა, მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის ყველაზე სწორი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ყველა საპარლამენტო პარტიის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სამუშაო პროცესში.

„დეპოლარიზაცია ჩვენ გვაინტერესებს და გვჭირდება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც არიან დაინტერესებული საქართველოს წინსვლით, მათ შორის ევროპულ გზაზე. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია ყველა საპარლამენტო პარტიის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სამუშაო პროცესში. ეს არის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, როგორც ამას გვირჩევდა ევროკავშირი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.