კახა კალაძე: ყველა კვლევა მეტყველებს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს და 2024 წელს დიდი მხარდაჭერით გაიმარჯვებს

კახა კალაძე: ყველა კვლევა მეტყველებს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს და 2024 წელს დიდი მხარდაჭერით გაიმარჯვებს

ყველა კვლევა მეტყველებს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს ეხებოდა.

„ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია, პოლიტიკაში არ არის. ადამიანმა თავისი ნებით დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, შემდეგ პარტიის ხელმძღვანელი იყო, დატოვა პარტია. „ქართული ოცნება“ დღეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც 2024 წელს დიდი მხარდაჭერით გაიმარჯვებს. ამის თქმის საშუალებას მაძლევს დამოკიდებულება, განწყობა, რაც საზოგადოებაშია და ყველა კვლევა მეტყველებს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავს. 2024 წელს საზოგადოების მხარდაჭერით, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.