ირაკლი კობახიძე: საქართველოში ეკონომიკა იზრდება - სამი წლის განმავლობაში, ჩვენი ეკონომიკა დოლარში, თითქმის ორჯერ, ხოლო ლარში 30 მილიარდით გაიზარდა

ირაკლი კობახიძე: საქართველოში ეკონომიკა იზრდება - სამი წლის განმავლობაში, ჩვენი ეკონომიკა დოლარში, თითქმის ორჯერ, ხოლო ლარში 30 მილიარდით გაიზარდა

საქართველოში ეკონომიკა იზრდება. სამი წლის განმავლობაში, ჩვენი ეკონომიკა დოლარში, თითქმის ორჯერ გაიზარდა. ლარში გვქონდა 30 მილიარდი ლარით ზრდა, ეს იშლება ქვეყანაში და ეს აისახება მოსახლეობის საშუალო ხელფასის ზრდაზე, ბიზნესის ბრუნვის ზრდაზე და ა.შ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განუცხადა.

„როდესაც ეკონომიკა იზრდება და როდესაც საუბარია 3 წელიწადში 30 მილიარდი ლარით ზრდაზე, ეს საბოლოო ჯამში გადის ბიზნესის სექტორში და ზოგადად ამით სარგებელს იღებს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი. სწორედ ამის შედეგია, რომ საშუალო ხელფასის ზრდა ფიქსირდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.