ანი წითლიძე: პრობლემა ის არის, რომ „ქართულ ოცნებაში“ ტრიალებს ძალიან დიდი შავი ფული საარჩევნოდ

ანი წითლიძე: პრობლემა ის არის, რომ „ქართულ ოცნებაში“ ტრიალებს ძალიან დიდი შავი ფული საარჩევნოდ

ტყუილია, რომ ვენეციის კომისიის მოთხოვნა არის მსგავსი. არსად არ წერია, რომ ვენეციის კომისიას ეს პუნქტობრივად ჩაეწერა. მათი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, - ეს კომენტარი „ნაციონალური მძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზე საუბრისას გააკეთა.

„პრობლემა ეს კი არ არის, იურიდიული კომპანიები ისედაც არ სწირავდნენ ოპოზიციურ პარტიებს იმის გამო, რომ ხელისუფლების წნეხი მათზე ძალიან დიდი იყო და ძირითადად ყოველთვის მმართველი პარტიის შემომწირველები იყვნენ, პრობლემა ის არის, რომ „ქართულ ოცნებაში“ ტრიალებს ძალიან დიდი შავი ფული საარჩევნოდ. ვენეციის კომისია რომ ამბობს გახადეთო, ამბობს სწორედ ამას“, - აღნიშნა წითლიძემ.

იურიდიულ პირებს, პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა, აეკრძალებათ. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.