ვახტანგ ჭარაია: გვაქვს საკმაოდ დაბალი ინფლაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მინიმალური ფასნამატის გადახდა უწევთ იმ პროდუქციაში, რასაც ყოველდღიურად ყიდულობენ

ვახტანგ ჭარაია: გვაქვს საკმაოდ დაბალი ინფლაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მინიმალური ფასნამატის გადახდა უწევთ იმ პროდუქციაში, რასაც ყოველდღიურად ყიდულობენ

გვაქვს საკმაოდ დაბალი ინფლაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს მინიმალური ფასნამატის გადახდა უწევთ იმ პროდუქციაში, რასაც ყოველდღიურად ყიდულობენ, - ამის შესახებ ეკონომისტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, დაბალი ინფლაცია პოზიტიურია.

„გასათვალისწინებელია, რომ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის 1 %-ზე ნალებიანი ინფლაცია არ არის მისასალმებელი და დაგვჭირდება მომდევნო წლებში უფრო მაღალი ინფლაციის დაფიქსირება, იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა და მასთან მიბმული საკითხები იყოს უფრო მყარი და გრძელვადიანი“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში - 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.