„სისტრა ჯგუფის“ ხელმძღვანელი: ის რასაც აკეთებს ბატონი გიორგი ვაშაძე, არის მიუღებელი, აბსოლუტურად დილეტანტურად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად ცდილობს გააკეთოს კომენტარი იმ თემაზე, რაზეც არაფერი გაეგება

„სისტრა ჯგუფის“ ხელმძღვანელი: ის რასაც აკეთებს ბატონი გიორგი ვაშაძე, არის მიუღებელი, აბსოლუტურად დილეტანტურად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად ცდილობს გააკეთოს კომენტარი იმ თემაზე, რაზეც არაფერი გაეგება

ჩვენს მიერ მომზადებული ანგარიშის სწორად წაკითხვა მხოლოდ ამ დარგის სპეციალისტებს შეუძლიათ. ის რასაც აკეთებს ბატონი გიორგი ვაშაძე არის მიუღებელი და ძალიან დამაზიანებელი ზოგადად სატრანსპორტო რეფორმისთვის, - ამის შესახებ„სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.

„აბსოლუტურად დილეტანტურად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად ცდილობს გააკეთოს კომენტარი იმ თემაზე, რაზეც არაფერი გაეგება, იმიტომ რომ არ არის ის ურბანული ტრანსპორტის სპეციალისტი“, - აცხადებს აბესაძე.

„სისტრა ჯგუფი“ გიორგი ვაშაძეს სიცრუეში ამხელს. კომპანიის განმარტებით, ვაშაძის განცხადება, თითქოს დედაქალაქის მერი სატრანსპორტო რეფორმის პროცესში მათ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, სიმართლეს არ შეესაბამება.