ეუთო/ოდირის რეკომენდაცია იყო, რომ კონსტიტუციურიო უფლება საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების არ შეზღუდოდათ ადამიანებს, ვინაიდან მომავალი არჩევნები 90%-ით ელექტრონულად ჩატარდება, იქნებ დაუშვათ არაელექტრონული პირადობის მოწმობებიცო,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„მოხდა ოპოზიციასთან შეჯერება და ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ გვახსოვს ის მძიმე გამოცდილება, როდესაც იყო ყალბი პირადობის მოწმობები დაბეჭდილი და შეიძლება ეს პირადობების მოწმობები კიდევ სადმე იყო დარჩენილი. ამიტომ, 2011 წლამდე არსებული არაელექტრონული პირადობის მოწმობები უნდა ამოვიღოთ“, - აღნიშნა დავითულიანმა.
1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული ე.წ. ლამინირებული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული.