ირაკლი ქადაგიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ყველაზე მეტს საუბრობენ ხოლმე გამჭვირვალობაზე, ერთხელ მაინც რეალურად დაუჭერენ მხარს ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს

ირაკლი ქადაგიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ყველაზე მეტს საუბრობენ ხოლმე გამჭვირვალობაზე, ერთხელ მაინც რეალურად დაუჭერენ მხარს ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს

ეს ინიციატივა გამომდინარეობს იქიდან, რომ არის ევროკავშირის მოთხოვნები, რეკომენდაციები, რომელიც მათ შორის პოლიტიკური პროცესებისა და პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობას და ანტიკორუფციულ ღონისძიებებს უკავშირდება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა იმ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმად, პოლიტიკურმა პარტიებმა შესაძლოა იურიდიული პირებისგან შემოწირულებები ვეღარ მიიღონ.

„ამიტომ, ჩვენ შეგვაქვს ეს ინიციატივა და იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ყველაზე მეტს საუბრობენ ხოლმე გამჭვირვალობაზე და ანტიკორუფციულ საკითხებზე, ერთხელ მაინც რეალურად დაუჭერენ მხარს ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. მითუმეტეს ეს არის ევროკავშირის რეკომენდაცია“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პოლიტიკურმა პარტიებმა იურიდიული პირებისგან შემოწირულებები შესაძლოა ვეღარ მიიღონ, კანონში შესატანი ცვლილებები დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება.