გიორგი ვოლსკი: ჩაეშალათ მთავარი გეგმა, რომ კანდიდატის სტატუსის მიუღებლობის მიზეზით რევოლუციური პროცესი განვითარებულიყო - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სამუშაო ჯგუფებისადმი საბოტაჟი გაგრძელდება

გიორგი ვოლსკი: ჩაეშალათ მთავარი გეგმა, რომ კანდიდატის სტატუსის მიუღებლობის მიზეზით რევოლუციური პროცესი განვითარებულიყო - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სამუშაო ჯგუფებისადმი საბოტაჟი გაგრძელდება

ის საბოტაჟი, რაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს სამუშაო ჯგუფებს, რასაკვირველია გაგრძელდება, ეს სტრატეგია არ იცვლება და მიზეზიც არ გამოელევათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ძალიან სერიოზული ისტერიკა გამოიწვია ამ სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებამ, იმიტომ რომ ჩაეშალათ მთავარი გეგმა, რომ კანდიდატის სტატუსის მიუღებლობის გამო დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესი განვითარებულიყო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.