დავით მათიკაშვილი: ყველა პუნქტი, ყველა მიმართულება, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოკიდა, არის ხელშესახები წარმატება

დავით მათიკაშვილი: ყველა პუნქტი, ყველა მიმართულება, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოკიდა, არის ხელშესახები წარმატება

დაახლოებით წელიწად-ნახევარის განმავლობაში საქართველომ, კერძოდ კი მისმა ხელისუფლებამ და ზოგადად გუნდმა გამოიარა ძალიან ბევრი ბარიერი, გადალახა ბევრი პრობლემა და საბოლოოდ „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა მართალი , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყველა პუნქტი, ყველა მიმართულება, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოკიდა, არის ხელშესახები წარმატება. წელიწად-ნახევრის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, გამოიწვია ის, რომ არც ჭურვების წვიმა წამოვიდა, არც ომის ქარ-ცეცხლმა გადაუარა საქართველოს. ეკონომიკური წინსვლა გვაქვს ძალიან ხელშესახები მასშტაბით. რამდენიმე დღეში კი ჩვენ ველოდებით გასულ წელს დაუმსახურებლად არმიცემული კანდიდატის სტატუსის დამსახურებულად მონიჭებას. ამ მოცემულობაში „ქართული ოცნების“ ნდობა კიდევ უფრო გაზრდილია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

amo ბ-ნო დავით, განათლება? სკოლები ჩაშვებულია, იცოდეთ მშობლებში უკმაყოფილება იზრდება სკოლებში უვიცი მოსწავლეების დიქტატურის გამო. ცუდათ არ შემოგიბრუნდეთ ეს არჩევნებში. დააბრუნეთ გამოცდები ზომიერად, ისე ბავშვებს ვერ იჭერს სკოლის ადმინისტრაცია. დ ა ა ბ რ უ ნ ე თ გ ა მ ო ც დ ე ბ ი.
1 წლის უკან