დავით მათიკაშვილი: ნაცმოძრაობა თავისი პოლიტიკური აქტიური არსებობის ბოლო სერიას გადის

დავით მათიკაშვილი: ნაცმოძრაობა თავისი პოლიტიკური აქტიური არსებობის ბოლო სერიას გადის

ნაცმოძრაობა თავისი პოლიტიკური აქტიური არსებობის ბოლო სერიას გადის - ეს მოსალოდნელი იყო წინარე პროცესებიდანაც, რაც პარტიაში საკმაოდ დიდი ხანია დაიწყო, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„კეზერაშვილის როლი ამოიწურება ამ მოცემულობით, რაც მას აქვს. ის ვერ შეასრულებს ვერანაირი სახით დადებით როლს იმისთვის, რომ პარტია გაჯანსაღების კუთხით წაიყვანოს, რადგან ნაცმოძრაობის გაჯანსაღების რესურსი ფიზიკურად არ არსებობს. არის სრული ქაოსი და ე.წ. ვირთხების რბოლა. ხალხს კიდევ ერთ მიზეზს აძლევენ გასააზრებლად, რომ ნაცმოძრაობის მხარდაჭერა არ შეიძლება არჩევნებზე“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

amo ბ-ნო დავით, განათლება? სკოლები ჩაშვებულია, იცოდეთ მშობლებში უკმაყოფილება იზრდება სკოლებში უვიცი მოსწავლეების დიქტატურის გამო. ცუდათ არ შემოგიბრუნდეთ ეს არჩევნებში. დააბრუნეთ გამოცდები ზომიერად, ისე ბავშვებს ვერ იჭერს სკოლის ადმინისტრაცია. დ ა ა ბ რ უ ნ ე თ გ ა მ ო ც დ ე ბ ი.
1 წლის უკან