„მელია შეიძლება „ლელოში“ გადაბარგდეს, მაგრამ იქ არიან საკმაოდ ამბიციურნი არარაობანი - ხაზარაძე და ჯაფარიძე, დაუთმობენ ადგილებს სიაში?“

„მელია შეიძლება „ლელოში“ გადაბარგდეს, მაგრამ იქ არიან საკმაოდ ამბიციურნი არარაობანი - ხაზარაძე და ჯაფარიძე, დაუთმობენ ადგილებს სიაში?“

მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს ლიდერობაზე. გეგმებიც დასახა - ერთ-ერთია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გაფართოება, მათ შორის იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით პარტიის წინაშე და ადრე პოლიტსაბჭოს წევრები იყვნენ.

„ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის შემდეგ შეწყდება ერთმანეთზე თავდასხმა და ყველანი ერთად ვიბრძოლებთ საერთო მტრის წინააღმდეგ. მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე და ძალიან გამიხარდება თუ მაქსიმალურად ბევრი ვიქნებით ამ ბრძოლაში“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

იგულისხმა თუ არა სააკაშვილმა თავის განცხადებაში ნიკანორ მელია, რომელიც თავის მხრივ ჯერჯერობით პარტიაში რჩება, გაუგებარია. რამდენადაც for.ge-სთვის ცნობილია, მელია პარტიას მას შემდეგ დატოვებს, რაც მოლაპარაკებას დაასრულებს „ლელოსთან“. ჩვენი ინფორმაციით, მელია, რომლის უკან პარტიული ელექტორატის გარკვებული ნაწილი დგას და მათ შორის მხარდაჭერი ჰყავს რეგიონებში მოლაპარაკებას აწარმოებს „ლელოსთან“, თუმცა გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. დიდი ალბათობით, მელია თავისი რესურსით ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის ათეულში იქნება. ჩვენივე ინფორმაციით, მელიასთან ერთად „ლელოს“ უერთდება კობა ნაყოფიაც.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძარაობას“ აქ პროცესები არც-თუ ისე სასიამოვნოდ ვითარდება. პარტიაში პოლიტიკური დაპირისპირების პიკია. პარტიის ერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება დავით კეზერაშვილს მოლაპარაკებას აწარმოებს ზურა გირჩი ჯაფარიძესთან და ელენე ხოშტარიას „დროასთან“, მეორე ნაწილი კი თვილის, რომ პარტიამ უნდა შეისრუტოს ყველა დაბალპროცენტიანი პარტია, რაც დაპირისპირების მიზეზია. ამ სტრატეგიას მხარს არ უჭერს „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელსაც, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, 2004 წლის არჩევნები ფინანსურად საკამოდ ძვირი უჯდება და პარტიის ე.წ. ობშიაკი უკვე დადო. გიორგი ვაშაძე მხარს არ უჭერს პარტიაში თაკო ჩარკვიანის შემოყვანას. სავარაუდოა, რომ ჩარკვიანი პარტიაშიც შევა და ე.წ. ობშიაკსაც გადაიხდის.

მმართველ გუნდში თვლიან, მელია ცალკე რომც გავიდეს, 1%-ს აიღებს და ეს 1% დაეკარგება „ნაციონალურ მოძრაობას“. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თითოეული პროცენტი ენანება, რადგან ბოლო პერიოდში ისედაც ბევრი დაკარგა.

„საშველს ვერ აყენებენ ხაბეიშვილი-მელიას დაპირისპირების და კონფლიქტის საქმეს. იმედია, ბოლომდე მიიყვანენ ამას. ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ერთი იმას ცვლის, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი, მით უკეთესი ჩვენთვის. უკვე საკმაოდ დიდხანს გრძელდება და იმედია, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებენ ამ შიდა დაპირისპირებას და კინკლაობას. ეს, საბოლოო ჯამში, კარგია, რომ კიდევ უფრო მყარად დავასრულოთ 2024 საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი ქმედებებით ხელი შეუწყო პარტიის დაშლას და ყველაფერი სწორედ იქეთკენ მიდის, რომ პარტია მნიშვნელოვან ხმებს დაკარგავს მელიას გასვლით. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ უკიდურეს ილუზიებში დაცურავს სააკაშვილი თავის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით, რომელიც უცხო ქვეყნის, უკრაინის მოქალაქეა. მას არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება ის იყოს იურიდიულად პოლიტიკური ლიდერი ნებისმიერ პარტიული ორგანიზაციის. ამიტომ, აბაშიძის შეფასებით, ამ თვითილუზიებით სურს გამოკვებოს თავისი მხარდამჭერები, რომელიც ყოველდღე აკლდება იმ დაპირისპირების გამო, რაც არის „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„რომელი ძველი ადამიანები და ე.წ. დამსახურებულები უნდა დააბრუნოს? ისედაც დაბრუნებულები არიან „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა განშტოებებში. მართლაც პოლიტიკურად ნაფტალინიანი და პოლიტიკურად ჩამყაყებული ხალხი, მათ რა ახალი უნდა შესძინონ? „ნაცმოძრაობის“ კლასიკური მაგალიათია ის, რასაც ყოველდღე ვხედავთ, გაუნათლებელი ხაბეიშვილი, მერაბიშვილი და მათი პატრონი კეზერაშვილი, რომელსაც არანაირი ინტელექტუალური რესურსი და პოლიტიკური ალღო არ გააჩნია. მისი ერთადერთი რესურსი არის ფინანსები.

რასაკვირველია, აქ არის დაპირისპირება. სააკაშვილი და ბიძამისი ჩეკისტი თემურ ალასანია ერთ მხარეს არიან და მეორე მხარეს - რეალურად, პარტიის განმკარგავი, ჩრდილოვანი ლიდერი დავით კეზერაშვილი. უახლოეს თვეებში წავა ბრძოლა იმაზე, თუ ვინ იქნება მოწინავე სიაში. ტყუილად კი არ წუწუნებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მას სურს 5%-იანი ბარიერის დაწევა. კი, ბატონო, იცის, რომ გადალახავს 5%-ს მაგრამ მიაღწევს კი ორნიშნა რიცხვს 2024 წლის არჩევნებში? ამიტომ სურს რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი შეიყვანოს. მაგრამ, სწორედ, აი, ამ სიის შედგენაში იქნება უდიდესი კონფრონტაცია ამ დაყოფილ ძალებს შორის“, - აცხადებს აბაშიძე.

რაც შეეხება ნიკა მელიას ბედს, როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, გადამწყვეტი არ იყო მოაწერადა თუ არ ხელს ამ მანიფესტს, რომელიც, ალბათ, ჩათვალა, რომ მართლაც ფარატინა ქაღალდია და არაფერს არ ნიშნავს.

„ახალი პარტია თუ ვერ შექმნა, რასაც დიდი რესურსი სჭირდება, შეიძლება რომელიმეში გადაბარგდეს და ასეთად მოიაზრება „ლელო“. მაგრამ, „ლელოში“ არიან საკმაოდ ამბიციურნი, მაგრამ პოლიტიკაში არარაობანი - ხაზარაძე და ჯაფარიძე. დაუთმობენ კი მოწინავე ადგილებს „ლელოს“ სიაში, სადაც ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, გახარიას გუნდს სურს გადაბარგება. ამიტომ, უახლოეს თვეებში სრული ქაოსი იქნება რადიკალური ოპოზიციის ველზე, რომელიც უახლოეს თვეებში უფრო მწვავე სახეს მიიღებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ეს არის სააკაშვილის ბოლო მცდელობა, რომ თავი დაიძვრინოს პატიმრობიდან და რაც უმთავრესია, ფაქტობრივად, ვერ გრძნობს იმ რეალობას, რომ მას ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია.

„ის, უბრალოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ანუ უკრაინის მოქალაქე. ამიტომ, მისი ეს განცხადება არის ე.წ. პიარის შედეგი და მეორე - სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა იმ საშინელი ძალების დაკვეთით, რომელსაც ჰქვია ე.წ. გლობალური ომის პარტია. თუმცა, მისი მცდელობაა რამენაირად მოიპოვოს პოლიტიკური რეაბილიტაცია. სააკაშვილი არავის არ ენდობა უკვე. ის არის ჩამოწერილი, როგორც აქ ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. არის გალიაში მომწყვდეული მხეცივით, ეს ჩვეულებირვი ამბავია, ეს არის გაუთვითცნობიერებულ ამომრჩეველზე და მის მომხრეებზე, მის სექტაზე გათვლილი განცხადებები“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

ცუგო- თაღლითები!
11 თვის უკან