ისრაელი-„ჰამასის" ომის, განსაკუთრებთ კი ისრაელის თავდაცვის არმიის მიერ ღაზის სექტორზე განხორციელებული მასშტაბური დარტყმების ფონზე, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მნიშნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია, მსოფლიოშ მკვეთრად გაიზარდა ანტი-ებრაული განწყობები, მათ შორის კავკასიაშიც. ამაზე მეტყველებს თუმდაც დაღესტანში, მახაჩყალის აეროპორტში მომხდარი არეულობა და ბოლო დღეების ინციცდენტები ერევანსა და ბაქოში. რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში და ხომ არ არის მოსალოდნელი მსგავსი მოვლენები თბილიში?
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პარასკევს, 17 ნოემბერს, ქვეყნის სპეცსამსახურებმა ბაქოში „ერთ-ერთი უცხო ქვეყნის საელჩოზე" ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. მოგვიანებით ევრაულ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ საუბარია ისრაელის საეჩოზე.
ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ ირანელი მამაკაცი, ისრაელის საელჩოში ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანას ცდილობდა, მაგრამ ის აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს.
მსგავსი ინცინდენტი დაფიქსირდა ერევანშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოროტმოქმედმა ერევანის სინაგოგის გადაწვა სცადა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი სომხეთის ტერიტორია დატოვა. ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, მომხდარის შედეგად დაიწვა მხოლოდ სინანოდის კარი, ხოლო ბოროტმოქმედმა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, სომხეთის ტერიტორია დატოვა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სინაგოგის გადაწვის მცდელობა კრიმინალმა ვიდეოკამერით გადაიღო და ჩანაწერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" გაავრცელა.
თსუ-ს პროფესორი და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი" კორნელი კაკაჩია მსგავს მოვლენებს საქართველოშიც არ გამორიცხავს.
„არ არის გამორიცხული ასეთი რაღაც საქართველოშიც მოხდეს. არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ აქვს ამის გარანტია. ბუნებრივია, ეს საქართველოსთვის ძალიან საყურადღებო საკითხია, იმიტომ, რომ ჩვენც გვყავს სხვადასხვა რელიგიური ჯგუფები. მათი რადიკალიზაცია ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ რამდენიმე კვირის წინ ქვემო ქართლში რაღაც ჯგუფებმა გამოთქვეს უკმაყოფილება ამ ომთან დაკავშირებით. პროტესტი სანამ მშვიდობიანობას არ გასცდება, პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენ ვართ ფაქტობრივად ისლამური სახელმწიფოების გარემოცვაში და საქართველოს არ აქვს იმის საშუალება, რომ კიდევ ასეთ დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი ჩვენს ტერიტორიაზე", - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.