„რატომ ეჩვენება ლავროვს, რომ სამხრეთ კავკასიიდან აძევებენ, როცა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირზე მეტად თურქეთის დომინირება იგრძნობა“

„რატომ ეჩვენება ლავროვს, რომ სამხრეთ კავკასიიდან აძევებენ, როცა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირზე მეტად თურქეთის დომინირება იგრძნობა“

ვინ აძევებს რუსეთს ამიერკავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან?! რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამ თემაზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ლავროვი ერთგვარად დაიმუქრა კიდეც, რომ ევროკავშირს არ გამოუვა რუსეთის გაძევება ამ ტერიტორიებიდან, რადგან რუსეთი ამ რეგიონებში ისტორიულად მდებარეობს და არსად გაქრება, რაც მოსკოვის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა კარგად იციან.

სინამდვილეში, ვინ არის რუსეთის მოცილე სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ეს კრემლში ყველაზე კარგად იციან, რომ ეს თურქეთია, მაგრამ თურქეთის ხსენებას ლავროვი ერიდება და ევროკავშირისკენ გადააქვს ისრები.

რამდენად საშიშია სამხრეთ კავკასიიდან „გაძევებული“ ლავროვის მუქარა?

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირთანაა დაკავშირებული, საქართველოა, რადგან საქართველომ ცოტა ხნის წინ მიიღო კანდიდატის სტატუსი. არც სომხეთს, არც აზერბაიჯანს, არც ცენტრალური აზიის ქვეყნებს-თურქმენეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, ტაჯიკეთს არ აქვს ასეთი ინსტიტუციონალური ბმა ევროკავშირთან, როგორც საქართველოს გაუჩნდა ეს ბმა უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

„ამ ფონზე, ბუნებრივია, ლავროვმა იგულისხმა საქართველო, როცა ახსენა, რომ რუსეთს სამხრეთ კავკასიიდან აძევებენ. თუმცა რატომ „ავიწყდება“ ლავროვს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში უწერია თავისი მისწრაფების შესახებ ევროკავშირსა და ნატოსკენ. განა ლავროვმა ახლა გაიგო ეს ყველაფერი? განა არ იცის, რომ საქართველოს ეს კონსტიტუციაში უწერია და აქ ახალი არაფერია? საქართველოს მიერ მოპოვებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ბუნებრივი, ნორმალური პოზიციაა და აქ რუსეთის ნერვიულობა საკმარისი არაა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას და მიიჩნევს, რომ არანაირად საშიში არ არის ლავროვის გაფრთხილება. თუ რუსეთი აგრესიულობის გამოვლენას ცდილობს, მაშინ ომი უნდა გამოუცხადოს ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს, რაც აბსურდია.

ამდენად, ეს ტყუილი მუქარაა ლავროვის მხრიდან, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა. განა რუსები არ იმუქრებოდნენ, ნატოს გაფართოებას არ დავუშვებთო, მაგრამ ფინეთი ვერ გაერთიანდა ნატოში, თუ შვედეთი ვერ ერთიანდება?!

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ლავროვის მხრიდან საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გამოხმაურება მუქარა არ არის, მაგრამ ეს არის აბსოლუტური ტყუილი, თითქოს რუსეთს სამხრეთ კავკასიიდან ევროკავშირი აძევებს.

პეტრე მამრაძის შეფასებით, რუსეთმა კატასტროფული მარცხი განიცადა სომხეთსა და ყარაბაღში. ყარაბაღის ომის დაწყებისას ერდოღანმა ღიად გამოაცხადა, ჩვენ ვართ ერთი ერი ორ სახელმწიფოში და ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს არ დავტოვებთ, სამხედრო ძალითაც დავეხმარებით, დიპლომატიურადაც და ყოველმხრივ, რაც განხორციელდა კიდეც, თურქული „ბაირახტარები“ იყო გამოყენებული ამ ომში, თურქეთის მიერ გაწვრთნილი სპეცდანიშნულების რაზმები იბრძოდნენ. შემდეგ უკვე ზახაროვა რომ ხელგაშლილი ამბობდა, ჩვენ ლაპარაკი გვინდა ბაქოსთანო, ბაქოს ნაცვლად ზახაროვას პასუხი გასცა ანკარამ.

„აი, როგორ შეიცვალა გეოპოლიტიკური სურათი სამხრეთ კავკასიაში, ერდოღანმა და ალიევმა ერთად ჩაიბარეს გამარჯვების სამხედრო აღლუმი ბაქოში. ამდენად, რომელ ევროგაერთიანებაზეა საუბარი და რომელ ევროკავშირის მიერ რუსეთის განდევნაზე კავკასიიდან? სომხებმა რამდენი რუსული „ისკანდერიც“გაისროლეს, ან საერთოდ არ გაფრინდა, ან გაფრინდა საპირისპირო მიმართულებით. რუსული იარაღი არ ვარგა. ახლა უკვე ფაშინიანი არ მალავს, რომ რუსეთთან ურთიერთობა აღარ სჭირდება, რადგან არაფერს არ უკეთებს სომხეთს ცუდის გარდა. ამდენად, სად არის სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირი?! თურქეთმა სამხრეთ კავკასიაში დომინირება უკვე აიღო. ამდენად, სომხეთს ურჩევნია თურქეთ-აზერბაიჯანთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს და რაც შეიძლება სწრაფად დაატოვებინოს რუსეთს ბაზები თავის ტერიტორიაზე“, - აცხადებს პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსი იხსენებს, რომ პირადად შესწრებია იმ ფაქტს, როცა ევროკავშირს ცოცხალი თავით არ უნდოდა კავკასიაში შემოსვლა და რუსეთთან პრობლემის გაჩენა, ვერც გააგონებდით ამას ევროკავშირს. პეტრე მამრაძე იმის მოწმეცაა, შევარდნაძე რომ ეუბნებოდა რუსულ დელეგაციებს, თქვენ თქვენი პოლიტიკით ახორციელებთ რუსეთის თვითგანდევნას კავკასიიდან და შემდეგ ამას აბრალებთ დასავლეთს, თქვენი პოლიტიკის შედეგად პოსტსაბჭოური ყველა რესპუბლიკა ეხვეწება დასავლეთს, ოღონდ გადამარჩინეთ რუსეთისგან, თორემ ხვალ-ზეგ ისევ ჯარით შემოვა რუსეთიო. შევარდნაძე იმასაც ეუბნებოდა რუსულ დელეგაციებს, რატომ აკეთებთ ამას, როცა თქვენ ისეთი რესურსი გაქვთ, შეგიძლიათ ახლო ურთიერთობა დაამყაროთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან, ყველაზე სასურველი პარტნიორი იყოთო.

„სამწუხაროდ, რუსებს თავიანთი პოლიტიკის შეცვლა არ შეეძლოთ. სააკაშვილის, ბიძამისის და მათი თანამზრახველების მიერ მოყვანილი რუსული ტანკები, არტილერია, რაკეტები თბილისდან 30 კილომეტრშია, რუსული ორი ძლიერი ბაზა დგას აფხაზეთსა და ცხინვალში, გარდა ამისა, პუტინის თანაშემწეს მაგიდაზე უდევს ხელმოსაწერად გამზადებული დეკრეტი, რომ დააკმაყოფილოს ე.წ. ცხინვალის პარლამენტის არაერთგზის თხოვნა, რასაც აკლია მხოლოდ პუტინის ხელმოწერა, რომ თითქოს უნდა „აღდგეს ისტორიული სამართლიანობა“ და ე.წ. ყოფილი სამხრეთის რესპუბლიკა შეუერთდეს ჩრდილო ოსეთს. ეს შეიძლება პუტინმა გააკეთოს და მაშინვე დუმამ ასი პროცენტით ხმის მიცემით დაუდასტუროს, როგორც ყირიმის შემთხვევაში მოხდა, ეს ნიშნავს, რომ 30 კილომეტრში მივიღებთ რუსეთის სახელმწიფო საზღვარს. ამ ფონზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი პირდაპირ ურტყამს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, როცა ამბობს, პუტინი ასეთია, ძინპინი ასეთიო“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

ლევკოთეა ზაქარეიშვილის რწმენა, რომ ლავროვს საქართველოს კონსტიტუციის მუხლები არ უნდა ავიწყდებოდეს, აბონ ციციაშვილის ცნობილი გამოთქმის განცდას აჩენს - ალბათ დაავწყდა რეიგანს ქართული ანდაზა, ,,რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო". :)
1 წლის უკან
Maverick ჩიტირეკიებო, დაგავიწყდათ სი ძინ პინი, ანუ ჩინეთი - თუნდაც სიტყვიერი სტრატეგიული მოკავშირე!

ხელისუფლება, პარლამენტი როგორც კი მყარად დადგება ფეხზე, ყბადაღებული კანდიდატის სტატუსის დაკანონებისთანავე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას გააფორმებს!!!!!!!
1 წლის უკან
არაგველი641 თემას არ ეხება მარა უსმინეთ, ზელენსკის მომავალი სააკაშვილის მსგავსად ციხის კამერაა!
ბმული
1 წლის უკან