საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, იმ ადამიანების რიცხვი გაზრდილია, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოდის, რომ 14 სექტემბერიდან 14 ოქტომბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის თანახმად, როცა ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო, მიიღებდა თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, გამოკითხულთა უმრალესობა „ოცნების“ მიერ არჩეულ კურსს მაინც დადებითად აფასებს.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამის მიზეზად ხელისუფლების მიერ გატარებულ სწორ პოლიტიკას ასახელებენ. მათი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომია, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სიმშვიდე და სტაბილურობა შეძლო. ასევე, მათი აზრით, მოსახლეობის დაკვეთა სიახლეა, მაგრამ მათ არ სურთ ხელისუფლებაში ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, რომლის მიმართაც გამოკითხულთა უმეტესობა უარყოფითად არის განწყობილი.
მარტის კვლევასთან შედარებით, გაზრდილია მოსახლეობის მაჩვენებელი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
კითხვაზე, ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არასწორი მიმართულებით, გამოკითხულთა პასუხები ასე ნაწილდება – წინა კვლევასთან შედარებით, 30%-დან 39%-მდეა გაზრდილი იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
კვლევის თანახმად, შემცირებულია უარყოფითი პასუხის მაჩვენებელიც. თუ მარტში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 62% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ახლა ეს მაჩვენებელი 54%-მდეა შემცირებული.
ხოლო კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25 პროცენტი – „ქართულ ოცნებას“, 13 პროცენტი კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, პასუხები ასე გადანაწილდა: „საქართველოსთვის – გიორგი გახარია“ – 4%; „სტრატეგია აღმაშენებელი-გიორგი ვაშაძე“- 3%; „ხალხის ძალა“ – 1%; „ლელო“ – 2%; „გირჩი“ – 3%; „„გირჩი“ და „დროა“ – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია“ – 2%; „ლეიბორისტული პარტია“ – შალვა ნათელაშვილი“ – 2%; „მოქალაქეები“ – ალეკო ელისაშვილი – 2%; „ხალხისთვის“ – ანა დოლიძე – 2%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 1%; „კონსერვატიული მოძრაობა“ – ალტ ინფო – 1%; „ევროპული საქართველო“ – გიგა ბოკერია – 1%-ზე ნაკლები; სხვა – 1%.
გამოკითხულთა 40% კი არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 29% – „ქართულ ოცნებას“.
შეკითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში, გამოკითხულთა 18% ასახელებს „გირჩსა“ და „დროას“ – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარიას“, 16% – „გირჩს“, 13% – „ევროპულ საქართველოს“; „კონსერვატიულ მოძრაობა – ალტ-ინფოს“ – 12%, „ლეიბორისტულ პარტიას” – 11%; 10% – „ლელოს“; „სტრატეგია აღმაშენებელს“ – 9%, ასევე 9% ასახელებს „პატრიოტთა ალიანსს“; პარტიას „საქართველოსთვის“ – 8%; „მოქალაქეებს“ – 6%, „ხალხის ძალას“ – 4 %, „ხალხისთვის“ – 2%.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „აირაის“ კვლევა კანდიდატის სტატუსის მიღებამდე არის ჩატარებული და მიუხედავად ამისა, გამოკითხული ადამიანების უმეტესობა ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ანაჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ის პერიოდია, როცა სტატუსის მონიჭების საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მათ შორის - ოპოზიციის და მათი დასავლელი მოკავშირეების დამსახურებით.
„შესაძლოა, ეს დამოკიდებულება მარტის აქციებიდან შეიცვალა იმიტომ, რომ მოსახლეობამ ხელისუფლების სიძლიერე დაინახა. მიუხედავად მარტის აქციებისა და ზეწოლის, „ოცნებამ“ ქვეყანაში სიმშივიდე და სტაბილურობა შეინარჩუნა. უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში ომი არ დაიწყო, ქვეყანაში ეკონომიკა არ ჩამოიქცა. მეტ-ნაკლებად, მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უნდა, რომ სტაბილურობის განცდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, სხვა კვლევებსაც რომ შევადაროთ, ადამიანებს, მიუხედავად ეკონომიკური - სოციალური პრობლემებისა, უსაფრთხოების შეგრძნება უფრო გაეზარდათ. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ თავად ოპოზიციის მესიჯები რაც მოდიოდა, ხელისუფლება „პროპრუსულია“, ხალხმა არ მიიღო და არ გაითავისა. ესეც შეიძლება ყოფილიყო მიზეზი. ვფიქრობ, ხალხი დარწმუნდა იმაში, რომ „ოცნება“ მიდის ევროპისკენ, საკუთარი გზით და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით“, - ამბობს ანჯაფარიძე.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ დამოკიდებულებას და იმას, რომ გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას ენმ-ს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ იმ პროცესებმა, რასაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ შორის მენეჯმეტის შეცვალა, პარტიაზე ნეგატიურად აისახა. ამიტომ ეს მონაცემები გასაკვირი არ არის.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან ფიქრობს, რომ „აირაის“ და „ენდიაის“ კვლევები დიდად სანდო არ არის, რადგანაც არჩევნების შედეგებს ხშირად არ ემთხვევა. ამიტომაც ციფრებით მანიპულაცია ამ კვლევითი ორგანიზაციისთვის ახალი ამბავი არ არის. შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ „ოცნების“ რეიტინგი იმაზე მეტია, ვიდრე ამ კვლევებშია მოცემული. ასევე „ნაციონალების“ რეიტინგი უარყოფით კონტექსტში იმაზე მეტად არის გაზრდილი, ვიდრე ეს კვლევაში არის ასახული.
„მიუხედავად ამ ორგანიზაციის არნდობისა, მაინც ვფიქრობ, რომ მოსახლეობის რიცხვი, რომელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის განვითარების კურის სწორად აქვს აღებული, რელობას შეესაბამება. ამის მიზეზი ისაა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ რეგონში შემქნილი უმძიმესი სიტუაციის მიუხედავად, მოსახლეობას აჩვენა, რომ მას შესწევს ძალა ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა შეინარჩუნოს. ეს ყველასთვის მისაღებია, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია. ასევე, საგრძნობლად მოიმატა ეკონომიკურმა პარამეტრებმა. დიახ, დალხენილი ცხოვრება ჯერჯერობით საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს არ აქვს, მაგრამ გარკვეული შვება შეიგრძნობა.
რაც შეეხება „აირაის“ და „ენდიაის“ საველე სამუშაობს საქართველოში, მას „ნაციოანლური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ატარებენ, ამიტომ მათ სანდოობაზე საუბარიც კი ზედმეტია. უბრალოდ, ბევრი რამის დამალვაც ვეღარ იკადრეს, განსაკუთრებით იმის, რომ ენმ-ის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება 10%-ით არის გაზრდილი და ვფიქრობ, ციფრები უფრო დიდია. ამის მიზეზი კი, რა თქმა უნდა, პარტიაში მიმდინარე პრცესია, რომელიც კიდევ უფრო გამწვავდება“, - ამბობს აბაშიძე.
ბმული