„სააკაშვილისთვის უპრიანია, კონკურენტები დაპირისპირების რეჟიმში ჰყავდეს, დაასუსტოს და შემდეგ, ალბათ, ფიქრობს, ყველას მოიშორებს“

„სააკაშვილისთვის უპრიანია, კონკურენტები დაპირისპირების რეჟიმში ჰყავდეს, დაასუსტოს და შემდეგ, ალბათ, ფიქრობს, ყველას მოიშორებს“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა. დავით კეზერაშვილმა მიხეილ სააკაშვილს, პარტიაში ამრევის ვინაობის საბოლოო გარკვევა დაავალა. როგორც კულუარული ინფორმაციით ხდება ცნობილი, კეზერაშვილმა სააკაშვილს „ვივამედში“ პეტრე ცისკარიშვილის ხელით წერილი გაუგზავნა, სადაც ყოფილმა მინისტრმა, ყოფილ პრეზიდენტს პირდაპირ უთხრა, თუ როგორ უნდა გააგრძელოს მუშობა „ნაციონალურმა მოძრობამ“, ვინ უნდა დარჩეს თამაშგარე და ვის ადგილს ვეღარ ხედავს პარტიაში.

„ეს პროცესი დასასრულებელია და წერტილია დასასმელი. თუ არადა, პროექტს ვხურავ“, - შეუთვალა კეზერაშვილმა სააკაშვილს. როგორც ჩანს, ის სააკაშვილის სტატუსმა გააღიზიანა, სადაც მან მელიას ქება-დიდება დაწერა, რომელიც მოგვიანებით ისევ წაშალა.

სააკაშვილმა კი საპასუხოდ ახალი ინიციატივა წამოაყენა, რომლიც მანიფესტის შემუშავებას ეხება და, რომელსაც  ყველა დაპირისპირებულმა მხარემ ხელი უნდა მოაწეროს. აღმოჩნდება თუ არა 23 ნოემბერი „ნაციონალური მოძრობის“ საბოლოოდ გაყოფის თარიღი? ახლა საკითხავი ის არის ვინ არის მზად სააკაშვილის დავალება შეასრულოს. ლევან ხაბეიშვილის გუნდი ამბობს, რომ ეს იქნება ტესტი ყველასთვის, თუმცა საკუთარი პირობები აქვს ნიკა მელიას. ყოფილი თავმჯდომარის მომხრეები ფიქრობენ, რომ მანიფესტში შეჯერებული საკითხები პარტიის ორივე მხარისგან უნდა შევიდეს.

„შინაარსში რა წერია? თვითონ ჩვენი მეგობრები აწერენ რო ხელს? დავუშვათ, ჩვენი მხრიდან რა საკითხებიც იქნება შეტანილი, მოაწერენ მაგაზე ხელს, რომ არაფორმალური მმართველობა და უსამართლობა ხდება ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ. თორემ ხელის მოწერა ცარიელ ფურცელზე... ეს ხომ არასერიოზულია. აქ საუბარია შინაარსზე თუ შევთანხმდებით. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გაჯერებული იქნება ეს ყველაფერი. წერილობით უნდათ? კი ბატონო, წერილობით იქნება“, - ამბობს ბაჩო დოლიძე.

თინა ბოკუჩავას თქმით, რაც შეიძლება მოკლე დროში ვიხილავთ, ვინ დარჩება ენმ-ის შიგნით საერთო ბრძოლისთვის და ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას გასვლასთან დაკავშირებით.

„ინიციატივის ადრესატი არის ყველა, ვინც მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგად არა რუსული რეჟიმის დემონტაჟი აირჩია, არამედ შიდა პარტიული, კრიტიკას გადასული რყევები. მივესალმები ნამდვილად პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას. მაკონსოლიდირებელი ინიციატივით გვაქვს ერთი შანსი ერთობის და მე ვფიქრობ, ამ შანსს ყველა კეთილგონიერი პოლიტიკოსი, რომელიც ორიენტირებულია გამარჯვებაზე, აუცილებლად გამოიყენებდა. თუმცა, რაც შეიძლება მოკლე დროში ვიხილავთ, ვინ დარჩება ენმ-ის შიგნით საერთო ბრძოლისთვის და ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას გასვლასთან დაკავშირებით“, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიაში ცდილობს სიტუაცია თავად აიყვანოს კონტროლზე და მოქმედებაზე გადავიდა. მისი აზრით, სააკაშვილს, სავარაუდოდ, პარტიაში ნიკა მელიას ყოფნა აწყობს, რადგანაც ამით მერაბიშვილ-კეზერაშვილ-ხაბეიშვილის ფრთის დაბალანსებას ახერხებს. ის ფიქრობს, რომ ამით შეძლებს და პარტიაში მათ გავლენებს შეამცირებს. მელიასთან დაკავშირებით დაწერილი სტატუსი ამიტომაც წაშალა.

„მელიას საჭიროებას „ნაციოანლურ მოძრაობაში“ მე დიდად ვერ ვხედავ და არ ვფიქრობ, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს მასთან დაკავშირებით სრულიად სხვა გეგმები ჰქონდეს. ანუ არ უნდა, რომ მერაბიშვილ- კეზარაშვილ-ხაბეიშვილის კლანი პარტიაში ბოლომდე გაძლიერდეს, მთელი გავლენები ხელში ჩაიგდონ და ამ დაპირისპირებით ფიქრობს პარტიას აბალანსებს. სააკაშვილი მოღონიერების მერე, როგორც კი დემენცია „დაამარცხა“ და ლიდერობაზე კვლავ ფიქრი დაიწყო, გაუჩნდა ამბიციები არა მხოლოდ პარტიაში პირველობაზე, არამედ იმაზე, რომ მთელი ოპოზიცია გააერთიანოს, ამიტომ დაიწყო თამაშიც.

ვფიქრობ, მისი ბოლო დროს გამოქვეყნებული წერილებიც ამის დასტურია. ჯერ ერთი დაწერა, წაშალა, მერე მეორე და ა.შ. თუკი ამ საერთო ოპოზიციური ლიდერობის ამბიციას გავითვალისწინებთ, მისთვის უპრიანია, რომ კონკურენტები ასეთი დაპირისპირების რეჟიმში ჰყავდეს და ამით დაასუსტოს. შემდეგ კი ფიქრობს, ალბათ, რომ მათ საბოლოოდ მოიშორებს. მას ახლა წინასაარჩევნოდ სჭირდება, როგორც კეზერაშვილი, ასევე მელია, რადგან მელიას პარტიაში მხარდამჭერები ჰყავს და მისი გასვლა ავტომატურად მათ გაყოლას ნიშნავს, რაც პარტიას დააზარალებს. კეზერაშვილი კიდევ ფულის გამო სჭირდება. ასევე ფიქრობს ალბათ, რომ მელია იქნება და არჩევნებისთვის კვლავ დასჭირდეს, რა იცის რა ხდება. რამოდენიმე სახის დაზღვევას იკეთებს. როგორც ჩანს, კეზერაშვილი მიუხვდა სააკაშვილს და ეს წერილიც ამის დასტურია“,-ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, დიდი ალბათბით, სააკაშვილი კეზერაშვილთან ბოლომდე სიტუაციის გამწვავებაზე არ წავა და მასთან რაღაცების დალაგებას შეეცდება. შესაძლოა, ეს იყო საარჩევნო სია და ა.შ. თუმცა მელიას ფაქტორს, სადამდეც შეძლებს, გამოიყენებს.

რაც შეეხება მელიას და იმ ფაქტს, თუ რატომ არ მიდის ის პარტიიდან, საყვარელიძე ფიქრობს, რომ მელიაც რაღაცას ელოდება.

„მელიასაც ჰგონია, რომ სააკაშვლი და კეზერაშვილი ბოლომდე ერთად ვერ შეძლებენ თანაარსებობას და შესაძლოა, მას სააკაშვილმა ისევ დაუძახოს. ის ელოდება ისევ რაღაცა ხელსაყრელ მომენტს და ბოლომდე მიჰყვება სიტუაციას. თუმცა როგორც მელიას აქვს სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება, რომ მის ყველა ბრძანებას არ შეასრულებს და ა.შ. ასევე აქვს კეზერაშვილ-მერაბიშვილს. მათ საერთოდ არ აწყობთ ამ ფორმით გააქტიურებული სააკაშვილი, რომელიც პარტიაზე კონტორლის აღდგენას შეეცდება. ის ძლივს მოიშორეს თავიდან და ცუდად მყოფნის ამპლუაში უფრო აწყობდათ. სააკაშვილიც მიხვდა ამას, რომ მისი ტყუილების შესაძლოა ქვეყნის გარეთ სჯეროდა ვინმეს, მაგრამ ქვეყნის შიგნით არავინ იჯერებდა, ამასობაში კი პარტიაზე გავლენას კარგავდა, ამიტომ უცბად მოცოცხლდა და პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა, რეალურად არც აპირებდა, რომ პოლიტიკიდან წასულიყო და სიტუაცია უფრო დაძაბა. ვნახოთ, მოვლენები შესაძლოა სხვადასხვა სცენარებით განვითარდეს“, - ამბობს საყვარელიძე.

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური შარლატანია, ეს კარაგად იცის, როგორც კეზერაშვილმა, ასევე მერაბიშვილმა, ამიტომ მის ერთ სიტყვასაც არავინ იჯერებს. გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნიკა მელიას გაჩერება პარტიაში სააკაშვილს წინასაარჩევნოდ აწყობს, რადგანაც არ უნდა, რომ მან ხმების ნაწილი წაიღოს. ასევე გაიყოლოს ის გამოცდილი კადრები, რომელიც წინასაარჩევნოდ პარტიას სჭირდება. ამის პარალელურად კი არ სურს, რომ კეზერაშვილი, როგორც ფულის ტომარა დაკარგოს და ნებისმიერ ფასად ორივესთან თამაშობს.

„სააკაშვილის შარლატანობის შესახებ საქართველოში კი არა მთელს მსოფლიოში იციან უკვე. ყველაზე მეტად კი მას მერაბიშვილი და კეზერაშვილი იცნობს. დაინახეს, რომ ვითომ „საიქიოდან“ დაბრუნებულმა სააკაშვილმა პოლიტიკური აქტიურობა როგორ დაიწყო და როგორ ცდილობს პარტიაზე ისევ კონტროლი დაიბრუნოს. მისთვის სულ ერთია, მთავარია ვიღაცამ ფული ჩაურიცხოს და ეს თუ გინდა ჰიტლერი იყოს. ორივეს გამოყენება უნდა, როგორც კეზერაშვილის ასევე მელიასი.

კეზერაშვილმა ეს გეგმა მშვენივრად წაიკითხა, ამიტომაც გამოუცხო წერილი. არა აქვს მნიშვნელობა მელია დარჩება პარტიაში თუ რა მოხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მატარებელი უკვე წასულია. მათი ამომრჩევლებიც კი გარბიან და ახლა ელექტორატის შემოერთებაზე კეზერაშვილ-მერაბიშვილის მმართველობის პირობებში ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ახლა მანდ ბრძოლა წავა საარჩევნო სიებისთვის და კიდევ ახალი ომი გაჩაღდება. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან კარგი ამბებია დაწყებული და რაც უფრო მალე დასრულდება ეგ პარტია, მით უფრო უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამბობს გვენეტაძე.

Gami მათხოვარმა მელიამ იცის, რომ თვითონ ვერანაირი პარტიის შემქმნელი არ არის / ანზორას ფული არ ეყოფა ამ საქმეს. არც მისცემს/, ამიტომაც ვერ გამოტენეს ნაცსექტიდან; ამიტომაა მიჩერებული სააკოვის, კეზერას და ხაბეს უკანალებს.
1 წლის უკან
ლევკოთეა ზუსტად ეგრეა
1 წლის უკან