„რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა კალიურანდმა, რომელიც სტაჟიანი ოპონენტია საქართველოს ხელისუფლების“

„რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა კალიურანდმა, რომელიც სტაჟიანი ოპონენტია საქართველოს ხელისუფლების“

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს საგარეო კურსს უწუნებს და ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირისგან მსგავსი მოწოდება არასდროს ყოფილა. ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრი და მათთან უნისონში მყოფი ზოგიერთი არასამთავრობო ცდილობენ ყალბი დილემა დააყენონ - ან აწესებ სანქციებს და მიდიხარ ევროპისკენ, ან არ აწესებ და ვერ მიდიხარ ევროპისკენ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცადებით, ასეთ ტოლობა ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რომლის ნაწილიც არის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ევროკავშირთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ არც ერთ შეხვედრაზე, რომელიც მას ჰქონდა ევროკავშირში, ნატოში, არასად დამდგარა მოთხოვნა, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს, პირიქით, ყველას ესმის ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველო იმყოფება.

„ქალბატონმა კალიურანდმა აღწერა კიდეც, ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი, რომ ერთი მხრივ, ის აღწერს ოკუპაციის სიმძიმეს, ის, რომ სულ ახლახან ჩვენ მოქალაქე მოგვიკლეს, გაიტაცეს და იქვე აგრძელებს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ უნდა გავრისკოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, თუ გვინდა ევროპა. ასეთი ტოლობის დასმა და ასეთი პირობების დაყენება არ ვიცი რაში ჯდება.

რამდენიმე „ენჯეოს“, ოპოზიციის წარმომადგენელი და მათი მოკავშირეები საზღვარგარეთ ცდილობენ დაამკვირონ დეზინფორმაცია, თითქოს ევროპა გულისხმობს მოქალაქეების სიცოცხლის გარისკვას, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო კონფლიქტის რისკში შესვლას და ეკონომიკური კეთილდღეობის გარისკვას. პირიქით, ევროპა, ეს არის მშვიდობისა და სოლიდარობის პროექტი. მოვუწოდებ მათ, გაემიჯნონ ასეთ დეზინფორმაციას და არ გაავრცელონ ანტიევროპული განცხადებები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის პასუხობს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც კითხვით მიმართავს ევროპარლამენტარს - რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს სანქცია? მისი თქმით, მიზანი ერთადერთი შეიძლება იყოს, როდესაც სანქციას აწესებ, რომ შენ რაღაც უარყოფითი გავლენა მოახდინო იმ ქვეყანაზე, ვისაც უწესებ.

„მე ვიკითხავ მაშინ - აქვს საქართველოს ამის შესაძლებლობა? სანქციების დაწესება რუსეთისათვის იქნება უკუშედეგის მატარებელი ჩვენი ქვეყნისთვის და თუ ვინმეს ეს მიზანი ამოძრავებს, მაშინ ისიც უნდა თქვას ცხადად. ეს მოწოდებები ვისგანაც ისმის, ნამდვილად ვერ ვუწოდებ მათ საქართველოს მეგობრებს. ვერ ვიტყვი, რომ კარგად აცნობიერებენ რა ხდება და რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა.

როდესაც ამ საკითხს ზოგიერთები აბამენ კიდევ კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირში ინტეგრაციას, ეს საერთოდ წარმოუდგენელია. მაშინ, როდესაც დსთ-ს წევრ ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, მსგავს საკითხებზე აპელირება და სპეკულაცია არის აბსოლუტურად ზედმეტი და მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ, რომ როგორმე ხელი შეეშალოს საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მარინა კალიურანდის პოზიციას იზიარებენ ოპოზიციაში და მიაჩნიათ, რომ რუსეთისათვის სანქციების დაწესებას დასავლეთი არ ითხოვს, არამედ მთავარი მოთხოვნაა საქართველო არ იყოს მონაწილე სანქციების გვერდის ავლაში და რუსეთის მხარდაჭერაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ, უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები დაუწესოს.

„სანქციების ნაწილშიც, დამერწმუნეთ, შესაძლებელია, ამ რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა. იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, ჩვენი საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან და გაცხადებულ მიზნებთან რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში და, მეორე მხრივ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციიდან გამომდინარე“, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი პაატა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ ცალკეულ ევროპარლამენტარს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია, თუმცა ეს, რეკომენდაციის სახით, ასე მკაცრად მოთხოვნილი არ ყოფილა ევროპისგან.

„ჩემი აზრით, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ არის იმდენად არსებითი საკითხი, რომ კანდიდატის სტატუსის შემდგომი მიღების გზაზე დაგვაბრკოლოს. ცალკეულ ევროპარლამენტარს შეიძლება ჰქონდეს პოზიცია განსხვავებული, რეკომენდაციის სახით ასე მკაცრად მოთხოვნილი არ ყოფილა ევროპისგან, ეს რომ ყოფილიყო აუცილებელი, ჩაიწერებოდა რეკომენდაციაში. ამიტომ, ამ საკითხზე ზედმეტ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ქართული სახელმწიფო რომ არსებობს, დამოუკიდებელი ქვეყანა და ქართველი ხალხი ქართულად ლაპარაკობს, უკვე კონფრონტაციის საფრთხეა“, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

ევროპარლამენტარის და ოპოზიციის პოზიცია მიუღებელია ექსპერტ ვაჟა ბერიძისთვის, რომლის განცხადებით, საინტერესო იქნება ევროპარლამენტართან ქართველი პოლიტიკოსების დისკუსია და არა თანამოაზრეებთან ქართული ოპოზიციური სპექტრიდან, რომელიც მისი თქმით, იჩემებს ევროპელ პოლიტიკოსებთან მეგობრობას და მონოპოლიას იმ კუთხით, თითქოს მარტო მათ აქვთ ურთიერთობა.

„ყველაფერი გახდა პროპაგანდის ნაწილი და ყველა თავისას იჩემებს. აქედან გამომდინარე, კალიურანდის შეხედულებსაც სხვადასხვა რაკურსით უნდა შეხედვა. რაც შეეხება სანქციების თემას, საქართველო სანქციებთან მიმართებაში, თითქმის იმავე პოზიციაზეა, რაზეც ევროკავშირი და მისი წევრების უმრავლესობა. ვერ ვხედავ განსხვავებას მიდგომებს შორის, მაგრამ რატომაღაც ვისაც ეს სჭირდება პოლიტიკური მათრახის გადასაკრავად საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე, გვეუბნებიან სანქციებს არ შეუერთდითო. არადა სანქციების რეჟიმის დაცვის თვალსაზრისით, საქართველო სანიმუშო ქვეყანაა“, - აცხადებს ბერიძე.

როგორც ექსპერტი ამბობს, საქართველოს გახსნილი აქვს ყველა მაკონტროლებელი სტრუქტურა საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა მრჩევლებლად აიყვანა უცხოელი სპეციალისტები, რომლებსაც ბევრ დასავლურ სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება აქვთ, რაც ადასტურებს იმას, რომ დახურული არაფერია იმ თვალსაზრისით, რომ სანქციების რეჟიმი დაცული იქნას და საქართველომ, ნებსით თუ უნებლიედ, ხელი არ შეუწყოს სანქციების რეჟიმის დარღვევას და ხელი არ შეუწყოს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

„ასე რომ, აქ საპრეტენზიო არც არაფერი არ არის. რაღაცა არ გამიგია, რომ რუსეთმა შეამცირა ენერგომატარებლების გაყიდვა ევროპაში. არც ის გამიგია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენი არ მოქმედებს და მისი აფეთქების შიშით გაზის გატარება შეწყვეტილიყო. ჩემამდე ასეთი ინფორმაცია არ მოსულა. შესაბამისად, არ ვიცი, ჩვენ რატომ უნდა გადავკეტოთ გზები და მაგისტრალები? ჩვენივე თავის საზიანოდ რატომ უნდა დავუწესოთ რუსეთს სანქციები, რომელიც მას იმდენად არ დააზარალებს, რამდენადაც საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც როგორც ჩვენი დასავლეთელი კოლეგები ამბობენ დაიმსახურა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ახლა ამ ხალხს რატომ უნდა მივაყენოთ ზიანი, როდესაც ჩვენ რუსეთს სანქციების რეჟმის გამკაცრებით ვერ დავაზიანებთ? საკუთარი თავის წინააღმდეგ რატომ უნდა ვიმოქმედოთ, რომელიც არც დასავლეთს მისცემს არაფერს და არც ჩვენს ქვეყანას?! ამ მიდგომებში დღევანდელი ხელისუფლება არის თანმიმდევრული და სწორი. სწორად უნდა იქნას აღქმული და კომპლექსურად იქნას გააზრებული, ასევე ვიმსჯელოთ იმაზე - რას უნდა ნიშნავდეს სანქციების გამოცხადება რუსეთისთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვაჟა ბერიძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ევროკავშირის ოფიციალური მოთხოვნა არ არის რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ეს მოთხოვნა გააჟღერა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, რომელიც სტაჟიანი ოპონენტია საქართველოს ხელისუფლების. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, გრძელდება ოპოზიციის ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებასთან და კერძოდ, ამ ოპოზიციის უცხოური ფლანგის ბრძოლა.

„ჩვენ ხომ ოპოზიცია ორი ფლანგით გვებრძვის - შიდა ოპოზიცია და გარე ოპოზიცია. ოპოზიციამ სახელდახელოდ გააკეთა განაცხადი, რომ კანდიდატის სტატუსს იმსახურებს ხალხი და არა მთავრობაო. ახლა ამ ხაზს მიჰყვება ქალბატონი კალიურანდი, რომელიც საგარეო კურსს გვიწუნებს. თუ მოინდომეს, ყველაფერს დაგვაბრალებენ და მონდომებაშია ძაღლის თავი დამარხული. ეს მოვლენაც, რაც მოხდა და ყველამ გავიხარეთ, ესეც მონდომების შედეგი იყო. მოინდომეს რომ საქართველო ჩაეყენებინათ იმ რეჟიმში, რაშიდაც არის უკრაინა და მოლდოვა.

ადრე, უბრალოდ, არ მოინდომეს და მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ის მოთხოვნები, რაც ჩვენ წამოგვიყენეს, ასევე წაუყენეს უკრაინას და მოლდოვას, მაგრამ მათ უთხრეს, რომ თქვენ მერე გამოასწორეთო, ხოლო ჩვენ ამის გამო კანდიდატობაზე უარი გვითხრეს. ასე რომ, მონდომებაზეა ყველაფერი. ზრდილობიანად ამას ვეძახით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ რეალურად ეს არის სურვილის მიხედით გადაწყვეტა“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

მისი თქმით, სწორედ სურვილის მიხედვით აგრეძელებენ ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებასთან ოპოზიციაში ყოფნას, მაგრამ ეს არაა მთლიანი ევროპა. რაც შეეხება მთლიან ევროპას, პოლიტოლოგის განცხადებით, თუკი მათ ენდომებათ კრიტიკული იყვნენ, აყვებიან მათი კოლეგების განცხადებებს, მაგრამ თუკი მათ ენდომებათ, რომ საქართველო შეინარჩუნონ, მაშინ ყურადღებას არ მიაქცევენ.

„ახლა, ამ ეტაპზე, ეტყობათ ინტერესი საქართველოს მიმართ და არ ართულებენ ურთიერთობებს. თუმცა, გარკვეული ნაღმი ჩადებულია. კერძოდ, საგარეო კურსი შეუთანხმეთ ევროკავშირსო. ეს ნიშნავს, რომ სუვერენიტეტი უნდა დავთმოთ? მეორე, არის ერთი მტკივნეული საკითხი, რომელიც საერთოდ არ ფიგურირებს და რაც ძალიან საყურადღებოა - ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ადრე, როდესაც ეს საკითხი იდგა, ავტომატურად გვეუბნებოდნენ უარს. რახან კონფლიქტი მოუგვარებელი გაქვს, არ შეიძლებაო გვეუბნებოდნენ. დღეს ეს საკითხი ასე არ დგას. ე.ი. რაღაცა ინტერესი გაუჩნდათ და ასეთ, ვითომ პრინციპულ განცხადებებს თავს არიდებენ“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ლევკოთეა რამდენი ბებერი ევროპრასტიტუტკა დააბრეხვებს სისულელეს, ყველაფერზე რეაქცია თუ გვქონდა, კარგი დახლი დაგვიდგება.
1 წლის უკან
trampi ფული ფული და.................აჰაა..... ჩაიხადა ამ ბებერ ევროპელმა ბოზმა ბოზმა

არა............... ამ ნაცების ღრიანცელი ამოვიდა ყელში თორე, ამ კანდიდატობით დედას გვიტირებნენ.. .
1 წლის უკან