პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე პარლამენტის თავმჯდომარისგან ირაკლი ბერაიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი აცხადებს, რომ ბერაია ის ადამიანია, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პარლამენტის ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას და შესაბამისად, დაუყოვნებლივ გადაყენებულ უნდა იქნას თანამდებობიდან. შალვა პაპუაშვილმა კი დეკანოიძეს შეახსენა, რომ ბერაიამ ბოდიში მოიხადა, თუმცა არ ახსენდება მსგავსი პრეცედენტი ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან, რასაც ხმაური მოჰყვა პარლამენტში.
„გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, გააპროტესტა „ქართული ოცნების“ განცხადებები და ბერაიას გადადგომა მოითხოვა, რასაც მოჰყავა შალვა პაპუაშვილის პასუხი: „არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! - მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით? ბატონო იაგო, თქვენ გასაგონად ვამბობ, იჯექით ასე!“.
ამის შემდეგ მიკროფონთან მივიდა „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ირაკლი ბერაიას თანამდებობის დატოვება მოსთხოვა: „კაცი არ ხარ? ეს სიტყვები, რაც თქვი, როგორ ამოგივიდა პირიდან? ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები. ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო!“
პარლამენტის თავმჯდომარემ ელისაშვილს ჯერ დამშვიდებისკენ მოუწოდა, შემდეგ დარბაზი დაატოვებინა: „დატოვეთ დარბაზი, ემოციებს თუ ვერ იოკებთ. ნერვები დაიოკეთ! „ბიჭოთი“ ლაპარაკი პარლამენტში, გთხოვთ, არ იყოს“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც ცნობილია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი“, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კი წითლიძეს „ბანძი ქალი“ უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ“, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს. ღუდუშაურისგან განსხვავებით, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა ბოდიშს არ ღებულობს აქუბარდია და ღირსების დაცვას უკვე სასამართლოზე აპირებს.
„ირაკლი ბერაიას ვუჩივლებ, რათა დავიცვა სხვა ქალები ძალადობრივი პოლიტიკისგან. თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს! “, - მიმართა უმრავლესობას თეონა აქუბარდიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე კი ტრადიციულად ისევ იმუქრება: „ალუდა ღუდუშაურსა და ირაკლი ბერაიას მცდელობა, მოახდინონ ქალი ოპოზიციონერების დისკრედიტაცია, არ გამოუვათ და უარესს მიიღებს ერთიც და მეორეც - ამ დარბაზში ასე მშვიდად ვერ დასხდებიან“.
„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი კი თვლის, რომ კონსტიტუციის დარღვევაა, როცა ცდილობ ადამიანის ღირსება გაანადგურო პირადი ცხოვრების სპეკულაციებით. შესაბამისად, თვლის, რომ ბერაიას უნდა შეუჩერდეს კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილება. ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სოლიდარობას უცხადებს საქართველოს პრეზიდენტი და მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები.
დაპირისპირებაში ჩაერთო „ქართულო ოცნების“ დეპუტატი მამუკა მდინარაძე და ოპოზიციონერ დეპუტატებს შეახსენა, რა ბანერი გაშალეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როდესაც ტრიბუნასთან კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იდგა.
„ახლა, თქვენ, მართლა ზედმეტები და ნამეტანი არ მოგივიდეთ ყველას ერთად და რატომ? ადამიანმა ბოდიშები იხადა და ამ დროს, არც ერთს არ გახსოვთ, რა უწმაწური, ვერც ვლაპარაკობ და ვერც გავიმეორებ, რა ბანერი გაშალეთ აქ (პარლამენტის სხდომათა დარბაზში) თეა წულუკიანი რომ იყო. ქალი არ იყო, თუ ადამიანი არ იყო? mona.ge-ზე რომ გამოაქვეყნეს ქალი დეპუტატები, რომელიმემ ხმა ამოიღეთ? მოღალატეებს რომ ეძახით ადამიანებს, ეს ნაკლები შეურაცხყოფაა? მეტი არ არის? შეირგეთ ის ბოდიშიც, ის სწორი და ადამიანური დამოკიდებულება და ცოტა წესიერად მოიქეცით, მართლა, ყველა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნებისმერ შემთხვევაში, როცა საკითხი ეხება ეთიკური ნორმების დარღვევას, პარლამენტის რეგლამენტი ასეთ შემთხვევაში ითვალისწინებს შესაბამის ზომებს და იგი, ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, გამოყენებული უნდა იქნას თანასწორად, როგორც უმრავლეობის, ისე უმცირესობის წევრი დეპუტატების მიმართ.
„სამწუხარო ფაქტია, როცა პარლამენტის წევრი ეთიკის ფარგლებს სცდება, გინდა ქალი იყოს, გინდა კაცი. ვინც საჯაროდ იკადრებს ასეთ გამოთქმებს, უდავოდ იმსახურებს გაკიცხვას. მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს. მაგის გულისთვის თანამდებობა დატოვოს და პარლამენტიდან გააგდონ, ეს ნამეტანი სიხისტე და სიმკაცრე იქნება.
ცხადია, ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერი საბაბით ააგოროს სკანდალი, ჭიქაში ქარიშხალი ააგოროს და პრობლემა შეუქმნას ხელისუფლებას. არ მესმის, კონსტიტუცია რა შუაშია?! ელემენტარულად, ეს არის ეთიკური ნორმების დარღვევა. აქ ვინმეს უფლების შელახვაზე, რაიმე დანაშაულზე, ან ბულინგზე, რასაკვირველია, ზედმეტია საუბარი.
დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი იმსჯელებს და მიიღებს ზომებს ბერაიას მიმართ. ცხადია, ბერაიას საქციელი არის მიუღებელი, ეთიკის ჩარჩოებს სცდება, მან ბოდიში მოიხადა და ჩავთვალოთ, რომ ინციდენტი ამოწურულია და შესაძლებელია, პარლამენტის ხელმძღვანელობამ მის მიმართ გარკევულ დისციპლინარული ზომები მიიღოს. შეიძლება ხელფასი დაუკავონ, ან რაღაცა მსგავსი, რასაც რეგლამნეტი ითვალისწინებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, ყოვლად უპასუხისმგებლო ქმედება ჩაიდანა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ, როდესაც მან საქვეყნოდ დააბრეხვა ცხელი ტყუილი საქართველოდან რუსეთზე გადის შავი ხვრელიო, ანუ საქართველო ეხმარება რუსეთის ფედერაციას, უკრაინასთან ომშიო.
„ამით ამ ზნეობაგამოცლილმა ქალმა, მით უმეტეს დედამ და ვგონებ პოტენციურმა ბებიამაც, უაპელაციოდ, სახელდობრ კი ისრაელ-ღაზაში მიმდინარე პროცესების მსგავსად, სასიკვდილოდ, სისხლდანთხევისათვის გასწირა საქართველოს მომავალი თაობა, რაზედაც არც ერთ მის ოპოკოლეგას, არც ქალს და არც კაცს არც ერთი საწინააღმდეგო აზრი და მით უმეტეს პროტესტი არ გამოუთქვამს! რაც მთავარია, ამ მომაკვდინებელი სიტყვებისათვის დღემდე მას არანაირი ბოდიში არ მოუხდია. არადა მისი გამონათქვამით თუ ვიმსჯელებთ, ის არის პიროვნება, რომელიც ნარატივით, მითითებით, ქცევით, პირდაპირ თუ ირიბად, ქმნიდა პირობებს, რათა საქართველოში გაჩაღებულიყო სისხლისღვრა, რასაც შეეწირებოდა უამრავი ბავშვი! დიახ, ქართველი ბავშვები მან გაწირა ხოცვა-ჟლეტვისთვის და დანარჩენზე ლაპარაკი ზედმეტია“, - აცხადებს გვენეტაძე.
რაც შეეხება აქუბარდიას და წითლიძის დაპირისპირებას, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ თავიანთი მეტყველებით, თავიანთი ქცევებით და ზნეობრიობით არანაირად არ ჯდებიან იმ კრიტერიუმში, რომელსაც ქართულ სინამდვილეში ოდითგანვე ერქვა - მანდილოსანი.
„გავიხსენოთ რას აკეთებდნენ ეს ქალბატონები და მათი დაქალები იმავე პარლამენტში, როდესაც რაღაცა სითხე მოასხეს, როდესაც აყროლდა ყველაფერი? ამის შემდეგ, გავიხსენოთ, რა ლოზუნგები ჰქონდათ გამოტანილი პრემიერ-მინისტრის მიმართ, ამას ენა ვერ წარმოთქვამს. როგორ მიმართავდნენ იგივე კულტურის მინისტრს და რა ლექსიკა ახასიათებს სალომე სამადაშვილს და გავიხსენოთ ეს ქალბატონი როგორ საუბრობს ტელეფონზე, რაც არ უარყვია. ესენი თავიანთი მეტყველებით, თავიანთი ქცევებით და ზნეობრიობით არანაირად არ ჯდებიან იმ კრიტერიუმში, რომელსაც ქართულ სინამდვილეში ოდითგანვე ერქვა - მანდილოსანი. ამდენად, მე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივიღებ მათ რაიმე ჩივილს, წუწუნს და ზნეობრიობისათვის მოწოდებას. თავად არიან ზნეობისგან დაცლილები და ამას მეტყველებს მათი არაერთი გამონათქვამი და მათ მიერ ნაკეთები საქმეები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.
ეგენი ქალები კი არა ალქაჯები არიან...დაჟე უარესები