ოპოზიციის რიგებში დაპირისპირებაა. ნაწილი აღიარებს, რომ მათი კოლეგები კანდიდატის სტატუსის ფარულ საბოტაჟს ეწევიან. ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე, რომლებიც ევროსტრუქტურების ხშირი სტუმრები არიან, ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის ამ გეგმაზე ინფორმაცია თავად ევროპელი პარტნიორებისგან მიიღეს. „ნაციონალური მოძრაობის“ სიით პარლამენტში შესულმა სამნიძემ პერსონები არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ ეროვნული ინტერესების მტრობის მიღმა, სავარაუდოდ, პარტიული ინტერესები დგას. მისგან განსხვავებით უფრო თამამი აღმოჩნდა დეკანოიძე, რომელმაც ასეთ პარტიად „ევროპული საქართველო“ დაასახელა. სამნიძისგან და დეკანოიძისგან განსხვავებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პერსონები და პოლიტიკური პარტიები დაასახელა. კობახიძე ამბობს, რომ ევროპარლამენტში კანდიდატის სტატუსის მოწინააღმდეგეები ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ სთხოვდნენ. კობახიძის შეფასებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ეს პარტიები „ოცნების“ ხელისუფლების გაძლიერებად მიიჩნევს და პარტნიორებისგან მის შეფერხებას მოითხოვდნენ. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის მიზანი უცვლელია - ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობა.
ბრალდებებს თავის მართლებით პასუხობენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები. ფარულ მოლაპარაკებებს უარყოფენ „ლელოშიც“ და ამტკიცებენ, რომ სტატუსს მათი სახით დიდი გულშემატკივარი ჰყავს.
ხათუნა სამნიძეს და ხატია დეკანოიძეს კი კონკრეტული პირების დასახელება მოსთხოვა სტრასბურგიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებულმა ნიკა გვარამიამ. ის სამნიძეს და დეკანოიძეს სოციალურ ქსელში ორჯერ გამოეხმაურა. ჯერ პოლიტიკური გამოცდილება დაუწუნა, შემდეგ კი „ოცნების“ ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ბრალდების მიუხედავად, ხატია დეკანოიძეს პოზიცია არ შეუცვლია.
კანდიდატის სტატუსის მოწინააღმდეგეებზე ინფორმაციას დიდი ხანია ფლობენ მმართველ გუნდში. ოპონენტების აღიარება, მათი თქმით, ღალატის პირდაპირი მტკიცებულებაა, რაზეც ხელისუფლება უკვე დიდი ხანია საუბრობს.
„გახსოვთ, საბოლოო ჯამში, მთელი მათი რიტორიკა იყო აგებული იმაზე, რომ ჩვენ არ უნდა მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, თუმცა ნახეს, რომ ეს მოცემულობა სხვა მიმართულებით შეიცვალა. რეალურად, მწიფდება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამან გამოიწვია მათი რიტორიკის ცვლილება და არათნმიმდევრულობა“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რადიკალური პარტიების მთავარი ამოცანაა, ქვეყანა დესტრუქციული ქმედებებით, როგორც შიგნით, ასევე მის გარეთ მაქსიმალურად დააზიანონ.
„ახლა, ოპოზიციაში კარგად ხვდებაინ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, ის გეგმა რაც ჰქონდათ, რომ ქვეყანა უნდა აეყირავებინათ, აღარ გამოუვათ. შესაბამისად, ერთმანეთის დასმენაზე გადავიდნენ, შეურაცხყოფა და თითის გაშვერა დაიწყეს. ამ ბრალდებებში კი რატომღაც სექსისტური და ქალთმოძულე ტერმინები გაჩნდა, რაც წესით ე.წ. პროდასავლური ლიბერალური ფრთისთვის მიუღებელი უნად იყოს. აქ არა აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია აკეთებდა ამას, როგორც აღვნიშნე, ეს ხალხი არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, იქნება ეს „ლელო“, „სტარტეგია აღმაშენებელი“, თავად ნაცები თუ „ევროპული საქართველო“. აბსოულუტურად ყველა ის ოპოზიციონერია ამ საბოტაჟში ეჭვმიტანილი, რომლებიც ბრიუსელში, ვაშინგტონში თუ ევროკავშირში დადიოდა.
ცხადია, ამგვარ დელეგაციებში, გუბაზ სანიკიძეა, ლევან ხაბეიშვილი და მურმან დუმბაძე არ არიან, რაც რიგი მიზეზების გამო გასაგებია. თუმცა, ნებისმიერი სხვა პოლიტიკური აქტორები, რომლებიც იქ დადიან, ყველა მათთგანი საქართველოს წარმატების მოწინააღმდეგე მხარეა. მხოლოდ ის არის საინტერესო, ამ ხალხმა ურთიერთბრალდებები და ერთმანეთის მხილება რატომ დაიწყო. ფაქტია, გრძნობენ, რომ ქვეყანა სტატუსს მიიღებს და ეს სიგნალები ევროპელებისგან მათაც მიიღეს. ამიტომ ცდილობენ, ვინც ამას აფერხებდა, ის ამხილონ, თავად კი ვითომ პოლიტიკურად სპეტაკები არიან“, - ამბობს აბაშიძე.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რატომ ეშინია ოპოზიციას კანდიდატის სტატუსის მიღების, აბაშიძე ფიქრობს, რომ ეს მათთვის სრულად პოლიტიკურ გაბანკროტება იქნება. ამის მიზეზი კი ის პოლიტიკური დღის წესრიგია, რომელიც მათ ხელისუფლების და ქვეყნის წინააღმდეგ აქვთ დაწყებული.
„კანდიდატის სტატუსი რადიკალური ოპოზიციისთვის საუკეთესო კოზირი იყო, რომ ქვეყანაში ნებისმიერ ფასად, საპროტესო მუხტი აეგორებინათ. ხალხი ამათ არ ენდობა, მათ გამო ქუჩაში არ გამოდის, ამიტომ ფიქრობენ, რომ ეს კოზირი კანდიდატის სტატუსის სახით, შესაძლოა, ხელიდან წაერთვათ. ცხადია, თუ ქვეყანამ სტატუსი მიიღო, ამათ ეს მნიშვნელოვანი საბაბი აღარ ექნებათ, რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხტი ააგორონ. თუმცა, არ არის საჭირო, რომ ხელისუფლება და საზოგადოება მოდუნდეს. 2024 წლამდე ბევრი თვეა დარჩენილი და მათგან მრავალ სხვა ტოქსიკურ ქმედებას უნდა ველოდოთ. მათ რომ არჩევნებში კონსტრუქციული მონაწილეობა სურდეთ, ჩვენ ვნახავდით მათი მხრიდან საარჩევნო პროგრამებს და იმ პრობლემების გადაჭრის გეგმას, რომელიც ქვეყანაში არსებობს. თუმცა, ეს ხალხი ერთ სიტყვასაც არ ამბობს მსგავს. ამას ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს და არჩევნებზეც იღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. ამიტომ სიფრთხილე მაინც მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანაში ასეთი ოპოზიცია არსებობს“, - ამბობს აბაშიძე.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ყველა საყრდენი ხელიდან ეცლება, ამიტომ ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა დაიწყეს. ქართველიშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ოპოზიცია მიხვდა ევროკავშირი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას აპირებს, ამიტომ ერთმანეთს დასმენაში ასწრებენ.
„ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის მიმავალ რელსებზე დააყენოს. ანუ გააკეთოს ის, რაც კრემლის ინტერესებში ნამდვილად არ შედის. არადა ამ ძალას ოპოზიცია „რუსული ოცნების“ სარჩულს აკერებს. ამ დროს კი მედასავლეთეობის მანტიით შემოსილი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც, წესით და რიგით, ქვეყნის წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე უნდა მიესალმებოდეს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აკეთებდა ყველაფერს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის რელსებზე დადგომის საშუალება არ მისცემოდა, ანუ სრულად კრემლის საქმეს აკეთებდნენ. იბადება კითხვა, რატომ არის ეს ხელისუფლება რუსული და რატომ არის ეს ოპოზიცია პროდასავლური? ხომ არ დადგა დრო, ეს პლუსის და მინუსის ნიშები გადავაადგილოთ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. საქართველოს ჰყავს და ჰყავდა კრემლის სასარგებლო იდიოტი ოპოზიცია, რომელიც თავისი თითქოს-და პროდასავლური პოზიციით წლების განმავლობაში აკეთებდა იმას, რაც მხოლოდ კრემლის ინტერესში შედის. მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ თურმე ბოლო წლების განმავლობაში, ერთადერთი ძალა, რუსეთთან ერთად, ვინც საქართველოსთვის სტატუსის მიღებას ეწინააღმდეგობდა, იყო და არის ჩვენი ე.წ. მედასავლეთე ოპოზიცია“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიციის რიგებში ხელს იშვერენ ერთმანეთისკენ, რათა იმ ნავში გადასხდნენ, რომელიც, დიდი ალბათობით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის თაოსნობით შეიქმნება. იმ ნავში სურთ ჩაჯდომა იმათ, ვისაც ობიექტურად ვთქვათ, 9-წლიან რეჟიმთან შეხება ნამდვილად არ ჰქონიათ. თუმცა, მოღალატეებად 2012 წლის შემდეგ ჩამოყალიბდნენ. ამიტომ ყველა ახლა თავის გადარჩენას ცდილობს და თამამად თავის ყოფილ კოლეგებს ძირავს. მისი თქმით, ამ ხალხს ეს გამოცდილება უკვე აქვს და სამნიძე იყო სწორედ ის ფიგურა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პოლიტიკოსად აქცია, 2016 წელს გაყიდა, ამიტომ ახლა რიგითი კოლეგების დასმენა და გაყიდვა სულაც არ გაუჭირდება.
დაგნარა დეიდამ ამათ ხომ დაუბარათ---- ამ პირობებში არჩევნები გაყალბდებაო...ჰოოდა მაშინ დაემიზნებიან
მაგრამ იმედი მაქვს რომ მანამდე სამყაროში ყველაფერი შეიცვლება და .ვინც დასაქინძია ყველაც დაიქინძება
და ჩვენი გასატრაკებელი აღარაფერი აღარ იქნება...