„ახლო აღმოსავლეთში აღმოჩენილ უკრაინისთვის განკუთვნილ ათობით ათასობით რაკეტაზე ისლამური ნახევარმთვარის გამოსახულებაა დატანილი“

„ახლო აღმოსავლეთში აღმოჩენილ უკრაინისთვის განკუთვნილ ათობით ათასობით რაკეტაზე ისლამური ნახევარმთვარის გამოსახულებაა დატანილი“

ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს უკრაინული დრონებით  ემუქრება, როცა თავად ზელენსკის მომავალიც საკმაოდ ბუნდოვანია. უკრაინის პრეზიდენტს საკუთარი გუნდის ყოფილი წევრები კორუფციაში სდებენ ბრალს. გარდა ამისა, ქვეყნის საბაჟო სამსახური უკრაინისთვის განკუთვნილი და გამქრალი ტვირთის საქმის გამოძიებას ითხოვს, რომ არაფერი ვთქვათ ამერიკელების მიერ შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობაზე, რომელიც ასევე მექრთამეობა-კორუფციის გამოვლენის საქმეზე აქტიურად მუშაობს.

უკრაინის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანის ალექსეი არესტოვიჩის თქმით, უკრაინაში კორუფციის აქამდე არნახული დონეა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ უკრაინელი ხალხი, პუტინის რეჟიმის გარდა, ადგილობრივ კანიბალებს ებრძვის, რომლებიც შთანთქავენ შიდა რესურსებს და, ყოველ ჯერზე, ერთსა და იმავე შეცდომებს იმეორებენ. მისი თქმით, მოქმედ სისტემას არათუ გამარჯვებისკენ არ მიჰყავს ქვეყანა, არამედ მთელი ძალით მიათრევს კატასტროფისკენ.

„საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკოსების დაუსჯელობა სისტემური კორუფციის გამო, ეკონომიკის 2,5-ჯერ შემცირების გამო და ასევე იმის გამო, რომ ერთი და იმავე სქემის მიხედვით ქალაქებს ვკარგავთ. პოპასნაიას, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკისა და ბახმუტის შემდეგ ავდეევკის დაკარგვის პერსპექტივა არის განაჩენი სისტემის. თუ დავკარგავთ ავდეევკას, ჩნდება კითხვა: რატომ ხდება ისე, რომ ერთი სცენარის მიხედვით ზედიზედ უკვე მეხუთე ქალაქს ვკარგავთ?

პასუხი მარტივია: არ ვამზადებთ მძლავრ თავდაცვით ზღურბლს. კიდევ რამდენი ტერიტორია და ადამიანი უნდა დავკარგოთ, რათა ეს გავითავისოთ? ვკარგავთ ქალაქს, ცოცხალ ძალას, ტექნიკას, ეცემა მორალური სულისკვეთება და ვუმატებთ არგუმენტებს დასავლეთში პუტინის მომხრეებს“, - წერს ალექსეი არისტოვიჩი.

არისტოვიჩის ამ სკანდალურ განცხადებას წინ უსწრებდა უკრაინის საბაჟო სამსახურის ასევე სკანდალური და ხმაურიანი განცადება, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ იმ ჰუმანიტარული ტვირთიდან, რომელიც უკრაინის სამხედრო ნაწილებამდე უნდა მისულიყო, ერთი მესამედი დაკარგულია.

კერძოდ, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში 9 000 ტვირთიდან დანიშნულების ადგილებამდე სულ მცირე 3 000 ტვირთი არ ჩავიდა. როგორ უწყებაში აღნიშნავენ, ასეთი ფაქტების დადგენა შესაძლებელი გახდა სამხედრო ნაწილებში ჰუმანიტარული ტვირთების ჩასვლაზე ერთობლივი კონტროლის დაწესების საშუალებით. მებაჟეებმა სამართალდამცველ ორგანოებს გაუგზავნეს 387 შეტყობინება ისეთი ფაქტების შესახებ, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სავალალო სიტუაციაა ზელენსკის ადმინისტრაციაში, როცა უკრაინის საბაჟო სამსახურიც ვერ მალავს, რომ სამხედროებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთიდან ერთი მესამედი დაკარგულია. როგორც ჩანს, უკრაინაში კორუფციის მასშტაბი კატასტროფულია და მისი დონე ექსპერტის უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილის შეფასებით, არ შემცირდება, რადგან, ეს თემა მშვიდობიანობის დროსაც საკმაოდ ფრთაგაშლილი იყო უკრაინაში.

„აქ საუბარი არ არის მარტო იარაღზე. შეიძლება იყოს სხვა მნიშვნელოვანი ატრიბუტები, რომელიც, ზოგადად, სამხედრო უსაფრთხოების კუთხით, უკრაინას განსაკუთრებით ესაჭიროება. რეალურად, ეს კორუფცია უფრო მარტივ შეფასებად მიმაჩნია. ალბათობის მაღალი ხარისხით, ჩვენ ვსაუბრობთ სამხედრო საბოტაჟზე, რომელიც ხორციელდება უკარაინის საწინააღმდეგოდ. რა თქმა უნდა, ამაში დაინტერესებული იქნება მოწინააღმდეგე მხარე, მაგრამ როგორც ყოველთვის, ამ პროცესში ჩართული არიან თვითონ უკრაინის მოქალაქეები, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით, ისინი სადაზვერვო კავშირზე მყოფ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან“, - აცხადებს კუხალაშვილი.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ამბობს, რომ სადაზვერვო სამსახურები აქტიურად მონაწილეობენ საკუთარი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ იარაღის ლეგალურ ბაზრებზე მოხვედრის კუთხით, აქიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ უკრაინაც გამოყენებულია სწორედ სხვადასხვა ე.წ. კონფლიქტურ ზონებში, ან პერსპექტიულ კონფლიქტის ინსპირირებად ზონებში იარაღის ექსპორტისათვის.

„ასე რომ, ასეთი პრაქტიკაც მისაღებია და შესაძლებელია, რომ ყველა ის პროცესები, რომელიც უკრაინაში მიმდინარებს, ქმნის ხელსაყრელ პირობას იმისათვის, რომ სწორედ ასეთი მექანიზმი მუშაობდეს იქ და თითქოსდა უკრაინისთვის ჩასული შეიარაღება რეალურად მიედინებოდეს სხვა მიმართულებით. ალბათობის მაღალი ხარისხით, იმდენად, რამდენადაც უკრაინის საბაჟო სამსახური მოწყვლადია ამ კუთხით, ეს ნიშნავს, რომ ამ მოწყვლადობაზე ინფორმაცია გააჩნია უცხო ქვეყნის სადაზვერო სამსახურებს და მათ შორის კრიმინალურ სამყაროსთან ფინანსური და სამხედრო წრეებთან აქტიური თანამშრომლობით ასეთი პროცესების ორგანიზებას, ძალიან მარტივად ახერხებენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის შეფასებით, საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები პრეზიდენტ ზელენსკის გარშემო ოპტიმიზმის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა. მისი თქმით, აუჯანყდა ზელენსკის მისი ყოფილი სპიკერი არესტოვიჩიც, რომელმაც ქვეყანა და მისი ხელისუფლება კორუფციასა და ათას უბედურებაში დაადანაშაულა. როგორც ქართველიშვილი აცხადებს, აქტიურად მუშაობს მექრთამეობა-კორუფციის გამოვლენის ფრონტზე ამერიკელების შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო.

„თვე არ გადის, ხმაურიანი დაჭერების შესახებ ინფორმაცია არ მივიღოთ. შავი ღრუბელია ჩამოწოლილი არაერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის თავზე. არანაირ საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აღმოჩენის თაობაზე, სადაც ათობით ათასობით რაკეტაზე ისლამური ნახევარმთვარის გამოსახულებაა დატანილი.

ამის ფონზე მორიგი კატასტროფაა ქვეყნის საბაჟო სამსახურის ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, რომ უკრაინაში შემოსული, სამხედრო დანიშნულების 9 ათასი ტვირთიდან, რომელთა დაბინავების მისამართად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილები იყო მითითებული, ადგილამდე ჩასული მხოლოდ 3 ათასი აღმოაჩდნა. რა იქნა ამ ტვირთების დანარჩენი 70%, ალბათ, უკრაინის ფარგლებს გარეთ ძიების საგანია.

ამ ყველაფრის ფონზე სავსებით ლოგიკურია აშშ-ს კონგრესის მიერ უკრაინისთვის ახალი სამხედრო პაკეტის გამოყოფის თაობაზე გამოჩენილი სკეპტიციზმი. გარდა ამისა, იგრძნობა ზელენსკის და მისი სახელისუფლებო გუნდის მიმართ მსოფლიოში დაგროვებული მზარდი უნდობლობა და უკმაყოფილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც საბაჟო სამსახური და ვერც ანტიკორუფციული ბიურო ზელენსკის მთავრობის დამაზიანებელ ფაქტებს ასე სააშკარაოზე ვერ გამოიტანდნენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ლევკოთეა დავიჯეროთ, რომ ამერკის და სხვა ქვეყნების მიერ გადაცემული შეიარაღების ნაწილი, მხოლოდ უკრაინელი მაღჩინოსნების გაუმაძღარ მადას შეეწირა და მიმწოდებლების მიერ, თავიდანვე არ იყო დაგეგმილი სხვა ცხელ წერტილებში მოსახვედრად?
რომ ეს ყველაფერი, ბევრად ადრე დაიგეგმა, ვიდრე ლილიპუტინი ომის დაწყების ბრძანებას გასცემდა?
1 წლის უკან
trampi არ მჯერა არა არაო ......... ისეა ამ უკრაინის საქმე
როგორ უკრაინა და კორუფციააა ??? აბა როგორ გეკადრებათ , რა ამბოთ ??? სად უკრაინა და სად კორუფცია ---რუსებს შურთ მათი წარმატებების და უბრალოდ ცილსა სწამებენ.............ხო ეგრეა?
იმ ფარას კანონისა არ იყოს------------ ის კანონი საქართველოშია რუსული, თორემ სხვაგან სუ დემოკრატიულად ანათებს და კაშკაშებს.....მიშასავით
1 წლის უკან