პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი ირაკლი გოგავა გამოდის ინიციატივით, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის თანამონაწილეობით შეიქმნას სამხრეთ კავკასიური ფორმატი, სადაც ყველასთან თანასწორი ურთიერთობა იქნება მისაღები, მხოლოდ ერთი რამ იქნება შესარულებელი - სამხრეთ კავკასიიდან არავის მიმართ საფრთხე არ უნდა მოდიოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ამ პროექტს მხარს არავინ არ დაუჭერს.
for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.
მეტი მშვიდობა - მეტი სტაბილურობა - თქვენ გამოდიხართ ინიციატივით, შეიქმნას სამხრეთ კავკასიური ფორმატი, როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი ფორმატის აღდგენა მაშინ, როდესაც ჩვენ კონფლიქტები არ გვაქვს დარეგულირებული?
ირაკლი გოგავა: აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებამდე სრულმასშტაბიანი ურთიერთობის აღდგენა არის წარმოუდგენელი. ასევეა მოლდოვაში დნესტრისპირეთის საკითხი, ასევე იყო ყარაბაღის საკითხი. ხომ ყველამ ვიცოდით, რომ რუსეთი თავის დროზე სომხეთს მიეხმარა და ყარაბაღი მოაგებინა. ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობები ვერასდროს ვერ იქნებოდა მეგობრული, სანამ ყარაბაღი არსებობდა, მაგრამ დღეს ეს საკითხი გადაიჭრა და გადაიჭრა რუსეთის მონაწილეობით.
კი, შეიძლება რუსეთის პარტიული ჩართულობა არ იყო ყარაბაღის დაბრუნების საკითხში, მაგრამ ეს ყველაფერი რუსეთის გარეშე ვერ მოხერხდებოდა და ამიტომ, გადაწყდა ასე. ამიტომ, ჩვენთვის საინტერესოა და პირველი ამოცანაა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგება, შესაბამისად, 90-იანი წლებში თუ რუსები ვიღაცების გავლენის ქვეშ იყვნენ და იმიტომ ღებულობდნენ ასეთ გადაწყვეტილებას, ეს რუსებმა თვითონ უნდა თქვან. გამოიძიონ ის თემები, დაკითხონ მონაწილეები, როგორც უშიშროების, ასევე თავდაცვის სამინისტროს მაღალი ოფიცრები და გამოაცხადონ, რომ ეს იყო გარედან თავს მოხვეული გადაწყვეტილება.
როგორ ფიქრობთ, მოხდება თუ არა სამხრეთ კავკასიის ისრაელიზაცია?
- აქ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, როდესაც ირანი, რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ იმაზე, რომ კავკასიაზე ეს სამი სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას და აქედან გარე ძალები იქნებიან განდევნილი. პლუს ამას, ისინი არ დაუშვებენ დიდ ომს და სწორედ ამ შეთანხმების შემდეგ მოხდა ყარაბაღის ის ერთ დღიანი ომი, რომლითაც აზერბაიჯანმა მთლიანად დაიბრუნა თავისი ტერიტორია. რაც შეეხება ზანგეზურს, აზერბაიჯანი ამ თემის ტორპედირებას ახდენდა იმიტომ, რომ მთალიანად არ ჰქონდა დაბრუნებული, მაგრამ ახლა, როდესაც აზერბაიჯანს შესთავაზეს, რომ აზერბაიჯანი მთლიანად შენი ტერიტორია იყოსო, ამით არის გამოწვეული ზანგეზურის საკითხიც.
რა დატვირთა აქვს ზანგეზურის კორიდორს?
- კორიდორი არის საერთაშორისო ურთიერთობებში ექს-ტერიტორიული ცნება. მაგალითად, რაღაცა ტერიტორია არის ერთი სახელმწიფოსი და ექს-ტერიტორიული კორიდორი ნიშნავს, რომ ის სახელმწიფო კი ვერ აკონტროლებს ვისიც არის, არამედ ვისიც არის ეს კორიდორი, ის აკონტროლებს. შესაბამისად, სომხეთი წინააღმდეგი იყო ასეთი კორიდორის გახსნის. შეთანხმებაში, რომელშიც აზერბაიჯანმა, რუსეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს, იქ წერია ლაჩინის კორიდორი და გზა ზანგეზურზე. სომხეთი გზის გახსნის წინააღმდეგი არ იყო. თანაც იქ ჩაიწერა, ეს გზა იქნება რუსეთის დაცვის ქვეშ.
როგორც ცნობილია, ირანმა შესთავაზა აზერბაიჯანს, რომ აუშენებს გზას ირანის ტერიტორიაზე...
- როგორც ჩანს, მოხდა შემდეგი შეთანხება - ყარაბაღი მთლიანად დაიბრუნა აზერბაიჯანმა. ირანი გაუხსნის ლანჩევანთან შემაერთებელ გზას აზერბაიჯანს. ზანგეზურზეც შეიძლება გაიხსნას არა კორიდორი, არამედ გზა. ასევე გაიხსნება მატარებლის ლიანდაგი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და პრინციპში, ყველა კომუნიკაცია სამხრეთ კავკასიაში უნდა გაიხსნას. ასევე უნდა გაიხსნას აფხაზეთის რკინისგზა, ოღონდ ამას სჭირდება ჩარჩო შეთანხმება - აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა. რუსებს ეს თავისუფლად შეუძლიათ.
პირველი ეტაპი ეს იქნება დევნილების დაბრუნება გარანტიებით და შემდეგ უკვე პოლიტიკური შეთანხმება ფორმებზე - ფედერაცია, კონფედერაცია, კავშირი, თუ უნიათო ალიანსი. რაც უნდათ ის დაარქვან, მთავარია შინაარსი - დევნილების დაბრუნება და ამაზე აეწყოს ახალი ურთიერთობა. აზერბაიჯანმა ეფექტურად დაიბრუნა ყარაბაღი. ჯერ იყო 44-დღიანი ომი, შემდეგ 1-დღიანი. მაგრამ, ჩვენი გზა, სამხედრო გზა არ უნდა იყოს.
რატომ - ჩვენს შემთხვევაში ეს იქნება წამგებიანი?
- რა თქმა უნდა. მე ყოველთვის ვამბობ, რომ რაც არ უნდა ვთქვათ, აფხაზები არიან ჩვენი ხალხი. ზოგი აფსუას ეძახდა, ზოგი ჩამოსულს, რა მნიშვნელოვა აქვს, ვისაც აფხაზად მიაჩნია თავი, ის აფხაზია და მორჩა. ამიტომ, მას სრული უფლება აქვს იყოს ამ ტერიტორიაზე და განვითარდეს. ვიცით, რომ მენშევიკებემა, გერმანელებეთან ერთად ჩაახშეს აჯანყება აფხაზეთში, მაგრამ 90-იან წლებში ისევ მივიღეთ აჯანყება. ანუ, ჩვენ სამხედრო გზით რომც შეგვეძლოს დაბრუნება, გავანადგუროთ აფხაზეთის ჯარი და დავიპყროთ აფხაზეთი, ეს ნიშნავს პრობლემის შემდეგ თაობებზე გადაცემას.
ეს არის არაბრძნული, არაპრაგმატული და არაჭკვიანური ერის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ერი მარტო ის არაა, რაც ვართ. ერი არის რაც იყო, რაც ვართ და რაც იქნება. პასუხისგებლიანი პოლიტიკა ასეთია - აფხაზებს უნდა შევუთანხმდეთ, ისეთი რამ უნდა შევთავაზოთ, რაც მათთვისაც მისაღებია. რაც შეეხება რუსეთს, ისეთი პოზიცია უნდა დაიკავოს, რომ შეთანხმების გარეშე არ დაასრულოს ეს პროცესი.
სამხრივი ფორმატი - თუკი შედგა ეს ფორმატი, საინტერესოა რუსეთის პოზიცია. რუსეთს რამდენად აწყობს კავკასიის ტერიტორიაზე ასეთი ფორმატის შექმნა, ეს ნიშნავს მისი გავლენიდან საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის გასვლას? ანუ, რა შემთხვევაში შეიძლება ამაზე წამოვიდეს რუსეთი?
- რუსეთს აქვს საკმაოდ კარგი არქივები, მშვენივრად იციან საკუთარი ისტორია, მშვენივრად ახსოვთ შამილის ომები ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც თითქმის 60 წელი გაგრძელდა და მშვენივრად ახსოვთ, რომ იმ შამილს იარაღით, ტყვია-წამლით და ცოცხალი ძალით ამარაგებდა ბრიტანეთის იმპერია. ასევე, კარგად ახსოვს ჩეჩნური ომები, როდესაც საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ჩეჩნეთში შედიოდა ცოცხალი ძალაც, მათ შორის ვაჰაბიტები, შედიოდა ირაღიც, კავშირგაბმულობის საშუალებები და ა.შ. ჩრდილოეთ კავკასია არის ერთ-ერთი ისეთი რეგიონი, რომელიც ყველაზე არასტაბილურობის მომტანია რუსეთისთვის.
რატომ? - იმიტომ, რომ ეთნიკური შემადგენლობა არის განსხვავებული. ამიტომ, ამ რეგიონის აფეთქება თუ ვინმეს უნდა და უნდათ, ბრიტანეთს უნდა და მაგაზე მუშაობენ, საქართველოდან და აზერბაიჯანიდან თავისუფლად შეიძლება იარაღის გატანა. ეს უკვე გაიარა რუსეთმა და მათ ინტერესშია საქართველოსთან და აზერბაიჯანთან დაალაგოს ურთიერთობები იმისათვის, რომ არ აუფეთქონ ჩრდილოეთ კავკასია.
შეგახსენეთ, 2009 წელს სააკაშვილმა უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსებს და ისმის კითხვა - რატომ დაუწესა? იმიტომ, რომ უნდოდათ აქ ჩამოსულიყვნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც სხვადასხვა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები გადაიბირებდნენ, გაწვრთინდნენ და შეაგზავნიდნენ უკან დავალებებით.
ასევე მოხდა ირანთან უვიზო რეჟიმის დაწესება სააკაშვილის მიერ, ამასაც იგივე დატვირთვა ჰქონდა?
- იგივე პროცესი იყო მაშინაც. ირანელები ჩამოდიოდნენ, უცხო ქვეყნის დაზვერვები მათთან მუშაობდნენ და მერე აგზავნიდნენ უკან. ეს ყველამ იცის და იცის რუსეთმაც, რადგან ღიად ხდებოდა. არ მგონია, რომ ეს ისევ შედიოდეს რუსეთის ინტერესებში, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება. იგივე პროცესები შეიძლება შუა აზიაში გაუჩინონ. ამიტომ, რუსებისთვის ჩვენი ტერიტორია, რასაც სამხრეთ კავკასია ჰქვია, მინიმუმ ნეიტრალური უნდა იყოს.
ანუ?
- აქ არ უნდა იყოს განლაგებული უცხო ქვეყნის სამხედრო შენაერთები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გადასაბირებელ-მოსამზადებელი ბაზები. ჩვენი გადმოსახედიდან, თუ რუსეთი ოკუპანტია და არც აპირებს ამ სტატუსის მოხსნას, რა პრობლემაა ვუმასპინძლოთ ვინმეს? ამიტომ, მოუწევს არჩევანის გაკეთება.
რა არჩევანი აქვს დღეს საქართველოს?
- ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი ოფცია - პირველი, ინტეგრაცია ევროკავშირში, მაგრამ აქ პრობლემაა - ევროკავშირი გვატყუებს. აშკარად სურს, რომ იყოს მუდმივი დაძაბულობა რუსეთსა და საქართველოს შორის და ამის გამო აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაზე საერთოდ არაფერს არ აკეთებს. გვამშვიდებს იმით, რომ არაღიარების პოლიტიკას ატარებს. დასავლეთი აღიარებს თუ არა აფხაზეთს, ეს საინტერესო არაა, მთავარია, რომ რუსეთმა აღიარა. ანუ, ევროკვშირის პერსპექტივა ჩვენთვის არარეალისტურია. გვატყუებენ, სტაფილო ჩამოგვიკიდეს ცხვირწინ და სახედრებივით მივყვებით.
ეს, უფრო და უფრო მეტ ადამიანს ესმის და ამიტომაც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა კატასტროფულად დაკლებულია. ბოლო სოციოლოგიით რაც ვნახე 50%-ზე ნაკლებია. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ გავწყვიტოთ ურთიერთობა. ნატოშიც იგივე პროცესია. ჩვენ და უკრაინას ნატოში არ მიგვიღებენ და რატომ? - იმიტომ, რომ ნატოს და დასავლეთს საქართველო და უკრაინა სჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ საომრად. თუ ნატოში მიგიღებს, უკვე ვეღარ გამოგიყენებს. მაშინ თვითონ მოუწევს რუსეთთან დაპირისპირება, იმიტომ, რომ მოქმედებს ნატოს წესდების მე-5 მუხლი, რომელიც კოლექტიურ უსაფრთხოებას ნიშნავს. მაგრამ, ესეც არ ნიშნავს იმას, რომ ნატოსთან ურთიერთობა შევწყვიტოთ.
რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ გვაქვს მათთან ურთიერთობის გამოცდილება, მათ შორის პოზიტიური და განსაკუთრებით საბჭოთა ექსპერიმენტის წლებში. მაგრამ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გამორიცხულია, ვიდრე აფხაზეთის და ცხინვალის პრობლემა არ გადაიჭრება. თუ რუსეთი შეცვლის ამ პოლიტიკას და ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტას, მაშინ მთავარი გამაღიზიანებელი იხსნება ორ ქვეყანას შორის და შეიძლება განვითარდეს სერიოზული ურთიერობები. მაგრამ, მიუხედავად ამ ორი ოფიციისა, მე მაინც მგონია, რომ ჩვენთვის ყველაზე მისაღები არის სამხრეთკავკასიური სამეული: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანის ზომიერი ფედერაციული ერთობა, ერთ ნავში ჩაჯდომა.
რაც არ ნიშნავს, რომ დასავლეთთან ვწყვეტთ ურთიერთობას?
- არა, რა თქმა უნდა. ყველა თანასწორი ურთიერთობა იქნება მისაღები, მხოლოდ ერთი რამ იქნება შესასრულებელი - სამხრეთ კავკასიიდან არავის მიმართ საფრთხე არ უნდა მოდიოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პროექტს მხარს არავინ არ დაუჭერს. თუ ესეთი რამ მოხდება, ეს ირანისთვისაც მისაღები იქნება, თურქეთისთვისაც, რუსეთისთვისაც, ევროკავშირისთვისაც და აშშ-ისაც. ეს იქნება მრავალსაუკუნოვანი სტაბილურობის გარანტია.
იძახე რუსული აქცენტი, რუსულ;ი აქცენტიო........
რუსეთს თუ არ დაელაპარაკე აფხაზეთს ევროპა დაგვიბრუნეეებს??(თან ყველა ევროპეისკი ხალხი კუთხეში მიყენებულივით ამ კითხვაზე პასუხს რო
ერიდება)
....თუ შენც ნაცებივით იმედი გაქვს რომ რუსეთი დაიშლება და აფხაზეთი თვითონ ჩამოგვივარდება ციდან ან ხონჩით მოგვართმევენ ???
აგე ზელინსკი რას ამბობს--- მთელ მსოფლიოში იარაღის და ტყვია წამალის საწყობები დაიცალა, აღარ აააქვთო
შეიძლება მართლა ყველას გაუთავდა, მაგრამ, ამ ოხერ რუსებს რატო აღარ უთავდებათ?/
ან კი როგორ გათავდებათ---სამამულო ომის დროს მშიერ, მწყურვალ რუსეთს არ გაუთავდა იარაღი და ტყვია---წამალი და ეხლა გაუთავდებააათ??
ამ აფხაზეთის ამბავზე კიდე ---ეს მთავრობა ხომ ხედავს რომ ამ ევროპის იმედად ამ აფხაზეთის ამბავი გაყინულია?? ამასობაში ის ძველი ხალხი, ვის თავზეც გადაიარა აფხაზეთის ყველა უბედურებამ, ვისაც მართლა ტკივა აფხაზეთი, ვისაც კიდევ რაღაც იმედი ააქვს აფხაზეთის დაბრუნებისა ---- ხომ მიდის უკვე?.... ვის ელოდებიან ესენი?/ ამერიკელების შიშით რუსებს რომ ვერ და არ ელაპარაკებიან
ეგეც რომ ჩქარა ტაო კლარჯეთყივით მხოლოდ ,,ჩვენ გულებში,, დარჩება--ღა ეგეც ხომ იცი? ისა სჯობია რომ ტაო-კლარჯეთივით მხოლოდ ჩვენ გულებში--ღა დარჩეს, თუ რო დაელაპარაკონ რუსეთს ---იმ იმედით რომ იქნებ რამე გამოცხვეს??
იქნებ გადაირიოს ის პუტინი და აფხაზეთთან ერთად ნახევარი ციმბირიც გვაჩუქოს?/ არ გვაჩუქეებს ?? რა იციიი??? მიხვედი???? დაელაპარაკეეე--მე ვთვლი რომ გვაჩუქებს...მიდით დამიმტკიცეთ რომ არ გვაჩუქებს
.....ბიჯოს!!..
კარებიდან გამოგვაგდებს ფანჯრიდან უნდა შევიდეთ, ფანჯრიდან გადმოგვაგდებს და კარებიდან უნდა შევიდეთ ..არ უნდა მოვეშვათ არა
თუ არადა ეგეც ..გამოვა ტაოკლარჯეთი
რატო არ ელაპარაკებიან ამ ოხერ რუსეთს ?/ რატო? თუ გამოვა რამე, ხომ კარგი , გამოვა --- თუ არადა იმისი ოხერი დედაც ....ამ ,,ბედნიერ და
გაღიმებულ მდგომარეობას ხომ ისედაც არავინ გვეცილება?? ვიყოთ ევროპა ამერიკის იმედად მუდამ ეგრე ,,გაღიმებულები,,
ეს დებილები კიდე ნაცვლად დალაპარაკებისა, ეუბნებიან ---- ჯერ გადი და მერე დაგელაპარაკებითო
კი მაგრამ ესენი გიჟები არიაან?/ თუ გავიდა მერე რაღა ჯანდაბად მინდა იმ კეთილმოტყნულთან დალაპარაკება??
.ბიჯოოო ...............რუსს კი არა საქართველოს გულისთვის ეშმაკს უნდა დაელაპარაკონ, ეშმაკს
და დაჟე იმის ბიძაშვილ პუტინსაც კი
საქართველოს ისტორიიდან უამარავი ფაქტი გვაქვს საქართველოს გულისთვის სიცოცხლეს რომ სწირავდნენ, სიცოცხლეს და ამათ კიდევ საქართველოს
გულისთვის (ამერიკელების გამო) დალაპარაკებისაც კი ეშინიააათ??
მოკლედ დიდი ფოკუზნიკკი ხალხია ეს ევროპეისკი ხალხი., დიდი ....დაჟე ხან ეჭვიც მეპარება ხოლმე, რომ ეს ევროპეისკები უბრალოდ გადაცმული ნაცები არიან მეთქი..
არ მინდოდა ამ პოსტის დადება, (წავიდა ის დრო აქ ღამეებს რომ ვათენებდით) მაგრამ ვერ მოვითმინე და იმიტომ მოვიგლიჯე გული
მაგრამ მაინც სიკეთის იმედი მაქვს...
რატო არ ვიცი, მაგრამ მაქვს!!!
(ისტორიის გაკვეთილი მომავლიდან)
მე თქვენ მოგიყვებთ ისეთ ქვეყანაზე,
ერთ დროს რომ ცხოვრობდა ხალხი,
თურმე, ჩახუტება ჰქონდათ ჩვეულებად
ყველას, მომღიმარი სახით.
მოყვასს პირზე კოცნით, თურმე ხვდებოდნენ და
თვლიდნენ ღვთის გზავნილად სტუმარს,
დღესასწაულებსაც ერთად უმღეროდნენ,
ვერავის ნახავდით მდუმარს.
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ ქვეყანაზე,
ყველას რომ უყვარდა ცეკვა,
ისეთ სკოლებზე და ისეთ გაკვეთილზე,
ზარის რომ ისმოდა რეკვა ...
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ ეზოებზე,
სადაც მეზობლობა ქუხდა,
ეზოს შეფენილი გოგო-ბიჭებისგან
რწმენა და სიცოცხლე დუღდა.
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ თამაშებზე,
ბურთით ერთობოდნენ სადაც,
დაჭერობანას და დამალობანაზე,
ორდროშობანაზე, ანდაც...
ვიცი, ზღაპარსა ჰგავს, უნდა დამიჯეროთ,
თურმე, სამჯერ ჭამდნენ დღეში,
იცით? მდინარეში თევზი დაცურავდა,
ჩიტი დაფრინავდა ტყეში...
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ ქვეყანაზე,
მზე რომ ანათებდა მისით,
წყაროს წყალი ჰქონდათ, თურმე, დასალევად
ზღვაზე ბანაობდნენ დღისით.
ღამით სეირნობდნენ, თურმე, მთვარის შუქზე,
სუფრას უმშვენებდათ ღვინო,
იცით? საოცრებად სულაც არა თვლიდნენ
დავითს თუ უყვარდა ნინო.
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ სიყვარულზე,
კონტრაქტს რომ არ დებდა არვინ,
უფალს დიდებაო - ასე იძახოდნენ,
ბოლოს ამატებდნენ - ამინ...
ნეფეს მიჰყვებოდა, თურმე, მაყრიონი
ტაძარს უწოდებდნენ ღვთის სახლს,
დაე, ფერფლად მექცეს მთელი გალაქტიკა
თუკი, ვამატებდე მისხალს.
ჰოდა, მოგიყვებით ისეთ რაინდებზე,
ადგილს რომ უთმობდნენ ქალებს,
იცით? არშიყობას, თურმე, უწოდებდნენ
ვნებით გაკვესებულ თვალებს...
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ ქვეყანაზე,
მიწას რომ ეძახდნენ მამულს,
იცით? გულში ჰქონდათ, თურმე, სიბრალულიც
მხარში უდგებოდნენ ჩაგრულს...
გული რა არის და ერთ დროს მარცხნივ გვქონდა
რაღაც... დრაივერის მსგავსი,
მერე აღმოჩნდა, რომ გახდა უსარგებლო,
როგორც ემოციის გარსი...
ჰოდა, ამ ქვეყანას საქართველო ერქვა
ქვაზე ეწერაო ქოლოსს...
რა მოუვიდა და ერთმანეთის ჯიბრის
ბოღმამ შეიწირა ბოლოს.
09.12.2020 წ. ირაკლი ნადარეიშვილი
ქოლოსი —ქოლოსის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი რაჭა ლეჩხუმში. (შქმერის თემის სოფელ ხარისთვალთან).
არ ეშვები დონ კიხოტობას, ხომ?
მაინც გაქვს იმედი, ხომ?
მაინც არ დაიღალე, ხომ?
ჰოო ............ვერ ვეშვები .............................ეგეთი გამაჩინა ღმერთმა
იმიტომაც ვაფრიალებ ეს 35 წელი დროშას .
აი ხვალე ................ აი ხვალე.......................აი ხვალე ......ზვიადიდან დაწყებული ვეღარ ,მოვიდა ის ხვალე ...
...მაგრამ რა ვიცი----მაინც იმ ხვალეს მოლოდინში ვარ....თანაც იმედით