ფლავი სოკოთი

ფლავი სოკოთი

ინგრედიენტები

1   თავი დაჭრილი დიდი ხახვი

450   გრამი დაჭრილი ქამა სოკო

2   ს/კ ზეითუნის ზეთი

4   ს/კ უმარილო კარაქი

2   კბილი დაკეპილი ნიორი

1/2  ჭიქა თეთრი ღვინო

2   ჭიქა გრძელი ბრინჯი

4   ჭიქა ქათმის ბულიონი

1   ჩ/კ მარილი, ან გემოვნებით

მწიკვი შავი პილპილი

2   ს/კ კამა მოსართავად

მომზადებ

საშუალო ტემპერატურაზე მჭიდრო თავსახურიან ღრმა ქვაბში მოათავსეთ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი და 2 ს/კ კარაქი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და თუშეთ დაახლოებით 5 წუთით. დაუმატეთ დაჭრილი სოკო და თუშეთ სითხის აოთქლებამდე და სოკოს შებრაწვამდე, დაახლოებით 10 წუთით. დაუმატეთ 2 კბილი დაკეპილი ნიორი, კარგად შეურიეთ და თუშეთ 1 წუთით.

შეურიეთ ½ ჭიქა თეთრი ღვინო და თუშეთ 2–3 წუთით. დაუმატეთ ბრინჯი, 4 ჭიქა ბულიონი, 2 ს/კ კარაქი, 1 ჩ/კ მარილი და მწიკვი შავი პილპილი.

აადუღეთ, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა, დააფარეთ და ხარშეთ ბრინჯის მოხარშვამდე და სითხის შეწოვამდე, დაახლოებით 15–18 წუთით. ამოურიეთ და მოაყარეთ დაჭრილი კამა. გემრიელად მიირთვით.