ინგრედიენტები
3 კგ. წითელი ბულგარული წიწაკა
3 კგ. მწვანე ბულგარული წიწაკა
100 გრამი მწვანე წიწაკა (მწარე)
5 თავი ნიორი (დაჭრილი)
2 ჩ/ჭ ზეთი
2 ჩ/ჭ შაქარი
2 ჩ/ჭ ძმარი
5 ცალი დაფნის ფოთოლი
800 გრამი ტომატ-პასტა
800 გრამი წყალი
მომზადება
ავადუღოთ ზეთი, ძმარი, შაქარი, წყალი და ტომატ-პასტა ერთად. როდესაც ადუღდება, შიგნით ჩავყაროთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი (ყველაფერი დაჭრილი) და კიდევ ვადუღოთ ნახევარი საათი.
ბოლოს ვუქნათ მარილი და გადავიტანოთ "რეზბიან" ქილებში.
ამ მასით კეთდება სოუსი, რომელიც იდეალურია მაკარონთან, კარტოფილთან, ხორცთან და ა. შ.