თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ჯარისკაცის დაღუპვის გამო

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ჯარისკაცის დაღუპვის გამო

თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. რიგითი არკადი ზაზას ძე იმერლიშვილი დათხოვნაში იმყოფებოდა. თუმცა, დღეს მოწყობაზე უნდა გამოცხადებულიყო. ბატალიონის თანამშრომლებმა მას სახლში მიაკითხეს და გარდაცვლილი ნახეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოკვლევა. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

წინასწარი ინფორმაციით სამხედრო მოსამსახურემ თავი მოიკლა. არკადი იმერლიშვილი შეიარაღებულ ძალებში 2012 წლიდან საკონტრაქტო სამსახურში მსახურობს. ის მე-20 კადრირებული ბრიგადის 203-ე ბატალიონის მეკავშირე იყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.