ინგრედიენტები
1/2 ჭიქა წყალი
1 ჭიქა შაქარი
3 1/2 ჭიქა საზამთროს ბურთულები
3 1/2 ჭიქა ნესვის ბურთულები
1/2 ჭიქა პიტნის ფოთლები
1/4 ჭიქა ლიმონის წვენი
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
მომზადება
დაიწყეთ სიროფის მომზადებით: საშუალო ტემპერატურაზე ქვაბში გააცხელეთ შაქარი და წყალი. ადუღეთ დაბალ ტემპერაურაზე და ურიეთ შაქრის გადნობამდე, დაახლოებით 2 წუთით. სითხე ცოტათი შესქელდება და გამჭვირვალე გახდება. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
ბურთულების საჭრელი მრგვალი კოვზით 3 1/2 ჭიქა საზამთროსა და 3 1/2 ჭიქა ნესვის ბურთულები ამოჭერით. მოათავსეთ დიდ თასში და გადადგით. თუ ბურთულების საჭრელი არ გაქვთ, ხილი შეგიძლიათ, კუბიკებად დაჭრათ.
როცა სიროფი გაგრილდება, ¼ ჭიქა სიროფი, პიტნა, ლიმონის წვენი და ვანილი ბლენდერში პიტნის წვრილად დაქუცმაცებამდე თქვიფეთ.
მიღებული საკმაზი მოასხით ხილის ბურთულებს და კარგად აურიეთ.
მიირთვით მომზადებისთანავე, ან დააფარეთ და მირთმევამდე მაცივარში შედეგით.