სოკოს წვნიანი

სოკოს წვნიანი

ინგრედიენტები

2   ს/კ კარაქი

225   გრამი ქამა სოკო

225   გრამი კალმახა სოკო

1   თავი ხახვი

3   ს/კ ფქვილი

5   ჭიქა ბულიონი

1 1/2  ს/კ დაკეპილი სალბი

1   ცალი დაფნის ფოთოლი

მარილი

შავი პილპილი

1/2  ჭიქა სქელი ნაღები

მომზადება

საშუალო ტეპერატურაზე გააცხელეთ ქვაბი.

დაჭერით ხახვი და სოკო.

ქვაბში გაადნეთ კარაქი და მოთუშეთ დაჭრილი ხახვი.

დაუმატეთ სოკო და თუშეთ დაახლოებით 10 წუთით, დროდადრო მოურიეთ.

სოკოსა და ხახვს მოაყარეთ ფქვილი და კარგად ამოურიეთ.

ჩაასხით ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი, მოურიეთ და აადუღეთ. როცა სუპი დუღილს დაიწყებს დაუწიეთ ტემპერატურას.

დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და სალბი. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. მოურიეთ და ადუღეთ დაუფარებლად დაახლოებით ერთი საათით. დროდადრო მოურიეთ.

ამოიღეთ დაფნის ფოთოლი.

შეურიეთ ნაღები და ადუღეთ ორიოდე წუთით. გემრიელად მიირთვით.