ინგრედიენტები
600 გრამი ფქვილი
16 გრამი გამაფხვიერებელი
1 ცალი კვერცხი
1 ცალი კვერცხის გული
150 გრამი თეთრი შაქარი
90 გრამი ზეითუნის ზეთი
100 მლ/ლ რძე
600 გრამი გარგარის რბილობი
100 გრამი გახეხილი შოკოლადი
3 ს/კ ყავისფერი შაქარი
1 ს/კ შაქრის პუდრა
მომზადება
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე. გარგარი გათალეთ და კურკა მოაშრეთ. რბილობი მაცივარში მოათავსეთ.
1 ცალი კვერცხი, კვერცხის გული და თეთრი შაქარი ერთად ათქვიფეთ. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, რძე და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ფქვილი და გამაფხვიერებელი დიდ თასში მოათავსეთ. შუაგულში გააკეთეთ ჩაღრმავება და კვერცხის ნაზავი ჩაასხით. ცომი ხელით ელასტიკური მასის მიღებამდე ზილეთ.
ცომი საცხობ ქაღალდზე 0.3 მმ სისქეზე მართკუთხედის ფორმაზე (დაახლ. 30X40 სმ) გააბრტყელეთ.
გარგარის რბილობი პატარა ნაწილებად დაჭერით და ცომზე გადაანაწილეთ. დაუმატეთ ყავისფერი შაქარი და გახეხილი შოკოლადი.
ქაღალდის დახმარებით ნამცხვარი გადაახვიეთ და 7 ნაწილად დაჭერით. ერთი ნაჭერი დანარჩენებზე პატარა უნდა იყოს.
საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი და მოათავსეთ ნამცხვრის ნაჭრები, პატარა ნაჭერი შუაგულში.
ღუმელში დაახლოებით 1 საათით აცხვეთ. 30 წუთის შემდეგ ნამცხვარს ალუმინის ფოლგა გადააფარეთ და შედგით ღუმელში.
გააგრილეთ და შაქრის პუდრა მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით.