ბისტროგანოვი

ბისტროგანოვი

ინგრედიენტები

700   გრამი საქონლის სტეიკი

230   გრამი ახალი სოკო

2   ცალი საშუალო ხახვი

1   კბილი ნიორი

1/4  ჭიქა კარაქი

1 1/2  ჭიქა საქონლის ბულიონი

1/2  ჩ/კ მარილი

1   ჩ/კ ვორჩესტერის სოუსი

1/4  ჭიქა ფქვილი

1 1/2 ჭიქა არაჟანი

3   ჭიქა მოხარშული ატრია

მომზადებ

საქონლის ხორცი 4 სმ სიგრძის და 1 სმ სისქის ზოლებად დაჭერით.

ტაფაზე კარაქში საშუალო ტემპერატურაზე თუშეთ დაჭრილი სოკო, თხლად დაჭრილი ხახვი და წვრილად დაჭრილი ნიორი. ურიეთ დროდადრო, ხახვის დარბილებამდე. გადმოიღეთ ტაფიდან.

საქონლის ხორცი ამავე ტაფაზე დაბრაწვამდე წვით. შეურიეთ 1 ჭიქა ბულიონი, მარილი და ვორჩესტერის სოუსი. აადუღეთ და შეამცირეთ ტემერატურა. დააფარეთ და ადუღეთ 15 წუთით.

დარჩენილი ½ ჭიქა ბულიონი ფქვილში ჩაასხით და შეურიეთ საქონლის ხორცს. დაუმატეთ ხახვისა და სოკოს ნაზავი. აადუღეთ და მუდმივად ურიეთ. ადუღეთ 1 წუთით. შეურიეთ არაჟანი და სანამ ადუღდება გამორთეთ.

მირთმევის წესი: თეფშზე მოალაგეთ მოხარშული ატრია და ზემოდან დაადეთ ხორცის ნაზავი. გემრიელად მიირთვით!