"არის მცდელობა, რომ 2024-ში ისევ ბიძინა და "ოცნება“დარჩეს, რაშიც მათ ვანოს ფრთა უწყობს ხელს" - დიდი გაუგებრობა ორად გაყოფილ "ნაცმოძრაობაში": ვინ ვის "კლანშია" და რა პროცესებს უნდა ველოდოთ პარტიაში?

ორად გა­ყო­ფილ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და მე­ლი­ას ფრთას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა დღი­თი დღე მწვავ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თე­ბი პარ­ტი­ას დაშ­ლა­საც უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ. არ­სე­ბობს კი­თხვა, და­იშ­ლე­ბა თუ არა ენმ და რო­გორ და­ლაგ­დე­ბი­ან შიდა კონ­ფლიქ­ტის ფონ­ზე, თუმ­ცა მსხვილ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ცხად­ყოფს იმას, რომ ენმ-ს ორ ფრთას შო­რის კონ­სენ­სუ­სი თით­ქმის მი­უღ­წე­ვა­დია.

ცოტა ხნის წინ, ენმ-ს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა "ვი­ვა­მე­დი­დან“ მისი პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვის შე­სა­ხებ ამ­ცნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და პარ­ტი­ას ერ­თი­ა­ნო­ბის­კენ მო­უ­წო­და. რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ამის აღ­სრუ­ლე­ბა, მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს, მა­ნამ­დე კი აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვად რჩე­ბა, რა გზას და­ად­გე­ბა ძვე­ლი თავ­მჯდო­მა­რე - ნიკა მე­ლია, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, უფუნ­ქცი­ოდ დარ­ჩა პარ­ტი­ა­ში. რო­გორც თა­ვად მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, ის პარ­ტი­ის და­ტო­ვე­ბას არ აპი­რებს.

“ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის” და­ტო­ვე­ბა ჩემ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­თა­ნაც მაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. არი­ან თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი. ერ­თმა ჩემ­მა სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლო ადა­მი­ან­მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ თქვა, რომ ბევ­რი თა­ნა­მო­აზ­რე მყავს, მაგ­რამ თა­ნა­მებ­რძო­ლი ბევ­რი არაო. მაგ­რამ მე ვხე­დავ, რომ სი­მარ­თლეს ჰყავს ბევ­რი თა­ნა­მებ­რძო­ლი და თა­ნა­მო­აზ­რე“ – თქვა ნიკა მე­ლი­ამ "ტვ პირ­ველ­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სან­დო წყა­რო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" გვე­უბ­ნე­ბა, რომ 2024 წლის სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში მე­ლი­ას არ ჩას­ვა­მენ, მან რა­ღაც ახა­ლი უნდა შექ­მნას, ან ენმ-ს შიგ­ნი­დან და­ან­გრევს და სა­თა­ვე­ში მოვა.

"მო­გეხ­სე­ნაბთ, დიდი ხა­ნია, რაც ამ ორ დაჯ­გუ­ფე­ბას შო­რის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ­სე­ბობს. აშ­კა­რაა, რომ მი­შას სიმ­პა­ტი­ე­ბი ვა­ნოს მხა­რეს არ იყო. გახ­სოვთ მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი ვა­ნოს­თან და­კავ­ში­რე­ბით , ცი­ხი­დან როცა გა­მო­ვი­და, დას­ვე­ნე­ბა ურ­ჩია, ანუ პო­ლი­ტი­კი­დან ჩა­მო­შო­რე­ბა, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი ისე წა­ვი­და და ისე­თი რე­ა­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა, რომ ვა­ნომ შეძ­ლო ხა­ბე­იშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით სა­და­ვე­ე­ბის ხელ­ში აღე­ბა. რო­დე­საც გვა­რა­მია გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან, რად­გან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ვერ "ქა­ჩავს", იყო მო­საზ­რე­ბა, რომ მას ხაბე კი არ ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნა, მაგ­რამ ენმ-ს პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი ის გამ­ხდა­რი­ყო, ამი­ტომ სას­წრა­ფოდ მო­აგ­ვა­რეს და საქ­მე­ში ჩარ­თეს გი­ორ­გი ვა­შა­ძე - გვა­რა­მია ვა­შა­ძით ჩა­ა­ნაც­ვლეს, ნიკა რომ არ მი­სუ­ლი­ყო. ვა­შა­ძე ენმ-ში არა­ფერს შეც­ვლის, უბ­რა­ლოდ, არის მცდე­ლო­ბა, რომ 2024-ში ისევ ბი­ძი­ნა და „ოც­ნე­ბა“დარ­ჩეს, რა­შიც მათ ვა­ნოს ფრთა უწყობს ხელს. ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თა­მა­შის ნა­წი­ლი. ზოგს აუ­ჩე­მე­ბია, ვანო ცი­ხე­ში 7 წელი ხომ იჯ­დაო. ენმ-ში არის მო­საზ­რე­ბა, რომ ვანო კი იჯდა, მაგ­რამ ალ­ბათ ცი­ხი­დან გა­მოს­ვლი­სას და­უ­ყე­ნეს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, ჩვენ­ზე თუ არ იმუ­შა­ვებ, 7 წელს კი­დევ და­გი­მა­ტებ­თო.

მიშა ობი­ექ­ტურ რე­ა­ლო­ბას ხე­დავს, მას, რა თქმა უნდა, თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი ჰქონ­და. თუ გახ­სოვთ, ენმ-ში რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი რომ და­ნიშ­ნეს, მან მა­ში­ნაც შე­მოთ­ვა­ლა ცი­ხი­დან - „რა დროს ეგ არის“-ო (არ­ჩევ­ნე­ბიო), მაგ­რამ ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბა ასე­თია, რომ ჯერ-ჯე­რო­ბით ვა­ნოს ფრთამ აიღო ხელ­ში სა­და­ვე­ე­ბი. მიშა ვი­ნა­ი­დან ცი­ხე­შია, იძუ­ლე­ბუ­ლია ბა­ლან­სი არ და­არ­ღვი­ოს, მან ნა­ცი­ო­ნა­ლებს ერ­თი­ა­ნო­ბის­კენ მო­უ­წო­და. ვანო და კე­ზე­რა ერ­თია, მაგ­რამ მი­შას­თვის მთა­ვა­რია მათ უკან მდგო­მი ნა­ცაქ­ტი­ვი, რო­მე­ლიც ბევ­რია რო­გორც ხა­ბეს, ისე მე­ლი­ას მხა­რეს. მიშა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ამომ­რჩევ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე. ახლა ისაა სა­ინ­ტე­რე­სო, რა ნა­ბიჯს გა­დად­გამს მე­ლია. 2016 წლის პო­ლი­ტი­კუ­რი სქიზ­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, როცა ენმ-ს ბო­კე­რია და ჯგუ­ფი გა­მო­ე­ყო, ისი­ნი გა­და­ვიდ­ნენ ან­ტი­მი­შას ველ­ზე და კი ხე­დავთ მათ რე­ი­ტინგს. მე­ლია ამას არა­სო­დეს იზამს, პი­რი­ქით, ის მთლი­ა­ნად მი­შას ველ­ზე რჩე­ბა. ფაქ­ტია, რომ მე­ლი­ას 2024 წელს სი­ა­ში არ ჩა­წე­რენ, მან ახა­ლი რა­ღა­ცის შექ­მნა უნდა შეძ­ლოს, ან შიგ­ნი­დან და­ან­გრევს ენმ-ს. კონ­კრე­ტუ­ლად რას იზამს, არ ვიცი...

სხვა­თა შო­რის, ინ­ტერ­ნეტ­ში უკვე და­ი­დო ენმ-ს ლი­დე­რებ­ზე მა­სა­ლე­ბი, მაგ. ბოტ­კო­ველ­ზე, რომ ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნის დროს დიდ დი­ღომ­ში რომ შე­უ­ძე­ნია ვილა, დი­ღომ­ში - სახ­ლი, ზღვის­პი­რეთ­ში - აგა­რა­კი და ა.შ. მას პირ­და­პირ სა­ჯა­რო რე­ესტრი­დან ამო­ნა­წე­რი ამო­უ­ღეს და და­უ­დეს. შე­იძ­ლე­ბა ეს კამ­პა­ნია გაგ­რძელ­დეს და სხვა ლი­დე­რებ­ზეც ანა­ლო­გი­უ­რი ვი­ხი­ლოთ. თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბი მე­ლი­ას კი­თხვას უტ­რი­ა­ლე­ბენ, ადრე რა­ტომ იყა­ვი ჩუ­მა­დო და ამა­ში არის ლო­გი­კაც, მაგ­რამ მას პა­სუ­ხი აქვს, ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ვცდი­ლობ­დი, მაგ­რამ ცუ­დად მო­იქ­ცნენ და ახლა ნა­ხოს ხალ­ხმა, ვინ ვი­ნა­აო. ვფიქ­რობ, ეს პრო­ცე­სი ყვე­ლა­ზე მე­ტად ბი­ძი­ნას აწყობს. ქარ­თველ­თა 80% არ არის რუ­სე­თის მომ­ხრე, ეს იცის ბი­ძი­ნამ და ამი­ტო­მაც ცდი­ლობს მო­ა­სუფ­თა­ოს ოპო­ზი­ცი­უ­რი ველი და თა­ვი­სი სა­ტე­ლი­ტე­ბით შე­ავ­სოს, თო­რემ 2024 -ში და­ინ­გრე­ვა „ოც­ნე­ბა“. ის მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, ეს პრო­ცე­სი იყოს გა­წე­ლი­ლი და რთუ­ლი. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ყვე­ლა ხე­დავს, რომ პარ­ტი­ა­ში კონ­სენ­სუ­სი შე­უძ­ლე­ბე­ლია (არა და, კარ­გი იქ­ნე­ბო­და) და თუ ეს პრო­ცე­სი გაღ­რმავ­და, მო­ი­ტანს იმას, რაც 90-იან წლებ­ში ედპ-ს და­ე­მარ­თა - ის სუ­პერ­პარ­ტია იყო, მაგ­რამ ჯერ შუ­ა­ზე გა­ი­ყო და მერე და­ი­შა­ლა. ენმ-ს ასე­თი და­სას­რუ­ლი ქო­ცე­ბის და ბი­ძი­ნას ინ­ტე­რეს­შია. ნა­ცე­ბი რომ არ ჰყავ­დეს, ქო­ცებს სა­პირ­წო­ნე არ ჰყავთ.

ვერც "ლელო" და ვერც გა­ხა­რია ჯერ-ჯე­რო­ბით ვერ იქ­ნე­ბა მათი მთლი­ა­ნი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, "ოც­ნე­ბის“ ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა მი­შის­ტი ამომ­რჩე­ვე­ლი. ის ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი, ვი­საც თავ­ში ჭკუა აქვს, აღი­ა­რე­ბენ, რომ იყო გა­დაც­დო­მე­ბი, შეც­დო­მე­ბი, მაგ­რამ იყო არ­ნა­ხუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბაც, რაც ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს სჭირ­დე­ბა. ეს ფაქ­ტია და მე­ლი­ას ფლანგს ეს აქვს დღეს და­ჭე­რი­ლი _ ჩვენ არ­ჩევ­ნე­ბი 2012-ში იმი­ტომ წა­ვა­გეთ, რომ იყო ვანო, კე­ზე­რა და ახ­ლა­ი­ე­ბი, და არა იმი­ტომ, რომ იყო გან­ვი­თა­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნდა შევ­ძლოთ, ესე­ნი მო­ვი­შო­როთ, დავ­ტო­ვოთ მხო­ლოდ გან­ვი­თა­რე­ბა და ამით და­ვე­ლა­პა­რა­კოთ ხალ­ხსო. და­ახ­ლო­ე­ბით ეს პრო­ცე­სია ენმ-ში. ფაქ­ტია ერთი, რომ პარ­ტია თუ გა­ი­ყო­ფა, მე­ლია მი­შის­ტე­ბის ფლანგზე დარ­ჩე­ნას შე­ეც­დე­ბა, ან ეც­დე­ბა შიგ­ნი­დან ამო­ა­ყი­რა­ოს სი­ტუ­ა­ცია და მო­ვი­დეს სა­თა­ვე­ში. რო­გორ მო­ა­ხერ­ხებს ამას, მალე ვნა­ხავთ“ - ამ­ბობს წყა­რო ამ­ბე­ბი.გე-სთან.