„აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში და არც მის ლობისტებს დახმარებია“, - ასეთია აშშ-ის საელჩოს განცხადება. კელი დეგნანის უწყებაში უარყოფენ, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან. თუმცა საელჩო არ აკონკრეტებს როგორ აღმოჩნდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენის ოფიციალურ ვებ-გვერზე ინფორმაცია, სადაც საკონტაქტო პირად მითითებულია საელჩოს პოლიტიკური მდივანი.
იმას, რასაც საელჩო დეზინფორმაციას უწოდებს და ქართულ მედიას ადანაშულებს, ადასტურებს ისევ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ შესაბამისად გამოქვეყნებული მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობის ანგარიში. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე განთავსებული დოკუმენტების მიხედვით საქართველოში აშშ-ის საელჩოს ყოფილი პოლიტიკური მდივანი, ევან ელიოტი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი საკონტაქტო პირი და სწორედ მისი დახმარებით ცდილობდნენ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას.
დოკუმენტში მითითებულია 6 და 8 მარტს კონტაქტი, დოკუმენტების მიხედვით, ელოტთთან გადიოდა კონტაქტზე კონკრეტული ლობისტი და ის ელაპარაკებოდა სხვადასხვა თემებზე: მაგნიტსკის სიაზე, სააკაშვილის შეწყალებაზე, რომელთან დაკავშირებითაც უნდა დაეკავშირებინა საელჩოს თანამშრომელს სალომე ზურაბიშვილთან. ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ასეთი მცდელობა იყო, მაგრამ არ მიუთითა, მცდელობა საელჩოს თანამშრომლიდან მოდიოდა თუ პირდაპირი კონტაქტი იყო ლობისტების მხრიდან.
მაშ ასე, ვინ არის აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ევან ელიოტი, რომელიც ექსპეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე, აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობდა. ელიოტი აშშ-ის საელჩოში სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, იყო შიდაპოლიტიკური ერთეულის ხელმძღვანელი, ბოლოს კი საგარეო სამსახურის ოფიცრის თანამდებობა ეკავა. ევან ელიოტს 2010 წლიდან დღემდე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო სამსახურის ოფიცერია. ეს ის პოზიციაა, რომელზეც როგორც წესი, ამერიკის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ევან ელიოტი საელჩოს თანამშრომელი ნამდვილად იყო და FARA-ს შესაბამისად, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტს დაჭირდა ეხსენებინა. მისი თქმით, თუ ეს ტყუილია და ასეთი ზარები არ შემდგარა, ღიად უნდა ვთქვათ, რომ ამერიკული ე.წ. „რუსული“ კანონის თანახმად, განთავსებულ დოკუმენტში სააკაშვილის ლობისტებმა ჩაწერეს ტყუილი. მდინარაძის განცხადებით, ვიღაცამ უნდა თქვას, რა მოხდა სინამდვილეში, რატომ არის ნახსენები ევან ელიოტის სახელი და გვარი ორგზის სატელეფონო კავშირში, რატომ გახდა საჭირო, რომ მიეთითებინათ. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, თუ დავუშვებთ ვერსიას, რომ ტყუილად ჩაწერეს, მაშინ რასთან გვაქვს საქმე, ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭების მცდელობაა და ამერიკის საელჩოს კონკრეტული თანამშრომელი სპეციალურად ახსენეს სააკაშვილის ლობისტებმა, რომ რაღაც დიდი უთანხმოება და სკანდალი ყოფილიყო?
„რატომ დაჭირდათ, დააბრალეს? რაღა მაინც და მაინც ამ ადამიანს დააბრალეს? რატომ დააბრალეს, წავყვეთ ამ ვერსიას მაშინ. ან თვითონ ამ ადამიანმა, ან საელჩომ, ან სააკაშვილმა და მისმა ლობისტებმა, ან „ნაცმოძრაობამ“, რომელიც ამ პროცესებს თავის დავალებების მიმცემებთან სათავეში უდგას, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას, რა მოხდა სინამდვილეში? რატომ არის ნახსენები ამ ადამიანის სახელი და გვარი ორგზის სატელეფონო კავშირში, რატომ გახდა საჭირო, რომ ეს მიეთითებინათ, კიდევ რას უნდა ველოდოთ, სად იყო ვიღაც ჩარეული თუ არ იყო ვიღაც ჩარეული? ხომ უნდა მოგვიყვნენ, რა მოხდა სინამდვილეში?
იქ საკმაოდ მკაცრია ტყუილთან დაკავშირებული სანქციები, იმ ამერიკულ ე.წ. „რუსულ კანონში“, ამერიკაში რომელიც მოქმედებს და თუ ეს ტყუილი დადასტურდა, არ არის მარტივი გადასატანი იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ეს დოკუმენტი შეავსო ხომ? ანუ, რა მიზნით მოიტყუა? მაშინ ეს უნდა გაირკვეს და გაარკვიონ, გვითხრან. მაგრამ, როდესაც ჩვენ ამას ვკითხულობთ, პირველივე დასკვნა და ემოცია არის, რომ ეს ადამიანი ჩართული იყო ამაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თვლის, რომ „რუსული პარტია“ ავრცელებს ტყუილებს.
„პუტინისტი კობახიძე პუტინის კარის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მუდმივად ასეთ რუსულ პროპაგანდას ავრცელებს და შემდეგ უნდა, რომ ეს ტყუილები დააჯეროს ხალხს. უმნიშვნელოვანესია აშშ-ს საელჩოს განცხადება, რამაც ნათელი მოჰფინა აბსოლუტურად ყველაფერს და მათ შორის იმას, რომ რუსული პარტია კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ავრცელებს ტყუილებს და საზოგადოება კიდევ ერთხელ კარგად გაიგებს რამხელა რუსულ პროპაგანდისტულ მანქანასთან გვაქვს საქმე, რუსული პარტიის სახით“, - დასძინა ლევან ხაბეიშვილმა.
აშშ-ის საელჩო უარყოფს, რომ საელჩო სააკაშვილის ლობისტურ ჯგუფთან თანამშრომლობს, თუმცა თუ გადავხედავთ საელჩოს და უშუალოდ ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებს და განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ცხადი ხდება, რომ ელჩი ღია ოპოზიციაშია ხელისუფლებასთან და ღიად უჭერს მხარს ქვეყანაში ხელისუფლების გადატრიალების მცდლოებობებს და ზოგ შემთხვევაში, ელჩი როგორც მხარე, ჩართულია ამ პროცესებში, რაც დადასტურდა 7-8 მარტის მოვლენების დროს.
„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია FARA-ს კანონის მიხედვით, ავალდებულებს ამერიკაში მოქმედ ყველა ლობისტურ ორგანიზაციას უცხო ქვეყნების ფულის შესახებ მოახდინოს მოსახლეობის და სახელმწიფოს ინფორმირება, რაც ოფიციალურად ქვეყნებდა. მისი თქმით, აი, ეს არის FARA-ს კანონი, რისი მიღება გვინდოდა საქართველოში „ხალხის ძალას“.
„არა მარტო ამერიკის საელჩომ, არამედ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმაც თქვა, რომ ამერიკის საელჩოს თანამშრომლები არ იღებდნენ მონაწილეობას სააკაშვილის ლობიზმში, მაშინ ჩვენ გვაქვს კითხვა - რა ხდება? ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, იცით რა არის მნიშვნელოვანი? ერთია, რაში გადაიხადა გიული ალასანიამ თანხა ამერიკულ ლობისტურ კომპანიებში, რომლებმაც კონკრეტული მომსახურება შესთავაზეს, რაშიც იყო დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება, რადგან იქ ეწერა, რომ საქართველოს დასანქიცირებაში უნდა დაეთანხმებინათ ენტონი ბლინკენი, დიდი ბრიტანეთი, აშშ-ს სენატორები, კონგრესმენები, ევროპარლამენტარები და ა.შ. ეს რაც ოფიციალური დოკუმენტებით ვნახეთ და ვიცით ამერიკელებისგან, რაში არის თანხა გადახდილი. ჩვენ, „ხალხის ძალას“ სწორედ ეს გვსურდა, რომ ხალხს გაეგო სიმართლე - ფარულად რომ შემოდის საქართველოში ეს ასობით მილიონი დოლარი და „ენჯოების“ მიერ ფარულად, მალულად, არამიზნობრივად იხარჯება, მიზნობრიობა სულ სხვა უწერიათ და რეალურად სხვა რამისთვის იხარჯება ეს თანხები. გვსურდა თანხების მიზნობრიობა გაგვეგო, რისთვის იხარჯება“, - აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ საკუთარ დაგებულ ნაღმზე აფეთქდნენ - მივიდეს აშშ-ის საელჩო საქართველოში და ამერიკის FARA-ს კანონს უმტკიცოს, რაც უნდა. თუ რამე არ აწყობთ იმ ანგარიშში, თავის სანიმუშო ამერიკულ სასამართლო სისტემაში ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდს, ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ უჩივლონ, რადგან, მათი თქმით, დეზინფორმაცია და ცრუ ინფორმაცია ყოფილა გამოქვეყნებული.
„ყველაფერს, რასაც აქამდე ვაკეთებდით, იყო მაქსიმალური გამჭვირვალობა ჩვენი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები გზებს მაქსიმალურად გვიკეტავენ. ჩვენ ჩვენ გზას გავუყვებით და ისინი აფეთქდებიან თუ გაქრებიან, თუ გამოსწორდებიან, ამას დრო დაგვანახებს. საქართველომ კოშმარს, ჯოჯოხეთს და ბახმუტიზაციას დააღწია თავი. დღეს ისინი ჩვენზე შურს იძიებენ - როგორ თუ ყველაზე ჭკვიანები თქვენ აღმოჩნდითო. დიახ, აღმოვჩნდით ჭკვიანები იმიტომ, რომ გვინდა მშვიდობა და სტაბიალურობა. რისთვისაც ჩავიდა პეკინში ჩვენი პრემიერ-მინისტრი“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ანუ მაგათი საელჩოს თანამშრომელი მართლა ,,ბოზია,, ფაქტზე დაჭირეს და იმიტომ ამტკიცებენ არაფერ შუაშიაო---კუდი ეწვებათ, კუდი..... ბოზობაზე იავნად დაიჭირეს, ზედ წააადგნენ და ეხლა აღარ იციან რა ქნან
შუაში კი არა თავშია ეგ ჩაათლახი, თავში!!!!
მით უმეტეს რო ამერიკის საელჩო ამერიკელი ,,ბოზებითაა,, გადავსებული?? ანუ საელჩოს ყველა ამერიკელი ჩვენი მტერია!!!
მოკლედ პირდაპირ აღრფთოვანებული ვარ ჩემი სროლის სიზუსტით, პირდაპირ აღრფთოვანებული --- თურმე ერთი ხაიაც კი არ გამიკეთებია....
მალადეც მე აი, მალადეც
მაგრამ ეგ კიდე ჯერ არაფერი .;..... აი 2025 წლიდან მხედრიონი რო დაეწყებათ, მერე იკითხოს კოლუმბმა
მიმიქარია ვანგა.....ნახეთ თუ ესე არ იქნება....
,,.....მელას რაც ელანდებოდაო,, ..............დამიჯერეთ აქ ეგ არაფერ შუაშია .....
არადა ...... აუუუ ........................ რამდენი ღამეები მაქვს აქ ნათენები კოლუმბის ლოცვა--კურთხევაში..................... .
ჰოოდა ის ლოცვა --კურთხევა ამიხდა......................უკვე ოპტომ აგინებს მთელი საქართველო ..................მე კიდე უსაქმურად დამტოვეს
ნამეტნავად ხაინდრავა მიწევს ,,კონკურენციას,, მაგრამ ჯანდაბას, მაჯობოს --- კაია!!
მაგრამ არაუშავრა ..... მოვიდეს..... მაგასაც გავცემთ პასუხს