"ფეტიში ჰქონდა, რომ ქალიშვილ გოგოებთან ჰქონოდა ურთიერთობა" - პრიგოჟინს სასტუმროში "ჰარამხანა" ჰქონდა მოწყობილი: რას ჰყვება გოგონა, რომელმაც "ვაგნერის" შეფს "ქალწულობა მიჰყიდა"

პე­ტერ­ბურ­გის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და ხელ­მძღვა­ნელ­მა, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა და­ტო­ვა თა­ვი­სი მდიდ­რუ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბი, ბიზ­ნეს-ცენ­ტრე­ბი და მე­დია იმ­პე­რი­ე­ბი. პრი­გო­ჟი­ნის საქ­მე­ე­ბი მე­დი­ის­თვის კვლავ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მაა და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის სა­ბა­ბი.

რო­გორც გა­მო­ცე­მა The Insider-მაგა­არ­კვია, "პუ­ტი­ნის მზა­რე­ულს" ლტოლ­ვა ჰქონ­და "თით­ქმის სრულ­წლო­ვა­ნი" გო­გო­ნე­ბის მი­მართ. გა­მო­ცე­მა წერს, რომ პრი­გო­ჟინს ერ­თგვა­რი "ჰა­რამ­ხა­ნა" ჰქონ­და მო­წყო­ბი­ლი სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც "პრი­გო­ჟი­ნის­თვის გან­კუთ­ვნილ გო­გო­ნებს ამ­ყო­ფებ­დნენ".

The Insider-მა შეძ­ლო ერთ-ერთ გო­გოს­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა, რო­მელ­მაც, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, "ქალ­წუ­ლო­ბა პრი­გო­ჟინს მიჰ­ყი­და და ამას ძა­ლი­ან ნა­ნობს".

"ის ერ­თდრო­უ­ლად ბევრ გო­გო­ნას "უკ­ვე­თავ­და“, თან ისე­თებს, რომ­ლე­ბიც ცოტა ხნის წინ გახ­დნენ 18 წლის. სექ­სით პრე­ზერ­ვა­ტი­ვის გა­რე­შე კავ­დე­ბო­და: თვლი­და, რომ ასე ენერ­გი­ას ცვლიდ­ნენ და რომ ეს მხნე­ო­ბას ჰმა­ტებ­და", - ამ­ბობს სექსმუ­შაკ­თა "პროფ­კავ­ში­რე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

პრი­გო­ჟი­ნის გო­გო­ნე­ბის­თვის ნო­მერს სას­ტუმ­რო Solo Sokos Hotel-ში ჯავ­შნიდ­ნენ. ზო­გი­ერ­თი იქ დიდ­ხანს ცხოვ­რობ­და, ზო­გი­ერ­თი კი (მათ შო­რის ქალ­წუ­ლე­ბი) მოჰ­ყავ­დათ და მიჰ­ყავ­დათ.

ერთ-ერთი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა პრი­გო­ჟინს მიჰ­ყი­და, "ინ­სა­ი­დერს“ უყ­ვე­ბა, რო­გორ იყო მო­წყო­ბი­ლი სას­ტუმ­რო.

"2019 წლის შე­მოდ­გო­მა იყო. 18 წლის ვი­ყა­ვი და პე­ტერ­ბურ­გში ვცხოვ­რობ­დი. ღრმა დეპ­რე­სი­ა­ში ვი­ყა­ვი და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნდა და­ვეწ­ვი­ნეთ. მა­შინ ჩემი ასა­კის გო­გო­ნა გა­ვი­ცა­ნი - ის სახ­ლი­დან გა­აგ­დეს და ფული სჭირ­დე­ბო­და. მან მი­თხრა, ხომ არ მინ­დო­და ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა 40 000 რუბ­ლად გა­მე­ყი­და, ის კი სა­კო­მი­სი­ოს მი­ი­ღებ­და. მე ვუ­პა­სუ­ხე: კი, მოდი, თუმ­ცა მე ფული დი­დად არ მჭირ­დე­ბო­და.

არც კი მი­ეჭ­ვია, ვის­თან მო­მი­წევ­და ამის კე­თე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად მის სუ­ტი­ნი­ორს კა­ფე­ში შევ­ხვდი. საყ­ვარ­ლად ვი­სა­უბ­რეთ. 30 წლის გო­გო­ნა იქ­ნე­ბო­და, გრძე­ლი, შავი თმით. მან მი­თხრა, რომ კლი­ნი­კა­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა­ზე შე­ვე­მოწ­მე­ბი­ნე. გა­მაგ­ზავ­ნეს "სო­გა­ზის“ კლი­ნი­კა­ში. მიმ­ღებ­ში კო­დუ­რი სი­ტყვე­ბი "ქა­ლუ­რი სპორ­ტი“ უნდა მეთ­ქვა.

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ სას­ტუმ­რო Solo Sokos Hotel Vasilevsky-ში გამ­გზავ­ნეს. მგო­ნია, რომ ოთა­ხე­ბის რა­ღაც რა­ო­დე­ნო­ბა მისი გო­გო­ე­ბის­თვის მუდ­მი­ვად იყო და­ჯავ­შნუ­ლი. იქ იყ­ვნენ გო­გო­ე­ბიც, არა­ქა­ლიშ­ვი­ლე­ბიც, რომ­ლებ­საც ის სექსში 5 000 რუბლს უხ­დი­და. მათ მი­თხრეს, რომ კაცი, რო­მელ­თა­ნაც სექ­სი მექ­ნე­ბო­და, პრი­გო­ჟი­ნია. ისი­ნი მას რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ელოდ­ნენ.

კარ­გად ვი­ცო­დი, ვინც იყო პრი­გო­ჟი­ნი, - ვეც­ნო­ბო­დი და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ას და "პუ­ტი­ნის მზა­რე­ულ­ზე“ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ინ­ფორ­მა­ცი­ას. შოკ­ში ვი­ყა­ვი, მის ოთახ­ში წა­ვე­დი და ვე­ლო­დე­ბო­დი. სხვა კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნა, იფიქ­რა, არ მიხ­სნის კარ­სო და გა­ნა­წყენ­და. მერე მიხ­ვდა, რომ თვი­თონ შე­ე­შა­ლა.

ყვე­ლა­ფე­რი მალე მორ­ჩა, რა­ღაც ბურ­თუ­ლე­ბი აქვს კან­ში. ჩემი გიჟი ხა­სი­ა­თის მი­უ­ხე­და­ვა­დაც კი, პრი­გო­ჟი­ნის­თვის ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის დათ­მო­ბა ზედ­მე­ტი იყო, ფუ­ლიც არ მჭირ­დე­ბო­და. თავს ძა­ლი­ან დათ­რგუ­ნუ­ლად ვგრძნობ­დი.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ სას­ტუმ­რო­ში ყო­ველ­თვის იყ­ვნენ მის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი გო­გო­ე­ბი. ის ეძებ­და ქა­ლიშ­ვი­ლებს. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ი­ამ­ბეს, მას ფე­ტი­ში ჰქონ­და, რომ ქა­ლიშ­ვილ გო­გო­ებ­თან სექ­სი ჰქო­ნო­და. ფული სკამ­ზე და­მი­ტო­ვა, 100 000.

40 000 ჩემ­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, 60 000 სუ­ტი­ნი­ო­რის­თვის უნდა მი­მე­ცა“, - იხ­სე­ნებს გო­გო­ნა.