შინაგან საქმეთა მინისტრმა პატრულ-ინსპექტორი ილია სულაკაძე მედლით - „მამაცობისთვის“ დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა პატრულ-ინსპექტორი ილია სულაკაძე მედლით - „მამაცობისთვის“ დააჯილდოვა

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატრულ-ინსპექტორი ილია სულაკაძე სამინისტროში მიიღო და მოქალაქის გადარჩენისას გამოჩენილი გმირობისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა ილია სულაკაძე მედლით - „მამაცობისთვის“ დააჯილდოვა და კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე მიანიჭა. მინისტრმა პატრულის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაასაჩუქრა.

გუშინ პატრულ-ინსპექტორმა ილია სულაკაძემ 1985 წელს დაბადებული გოდერძი იობიძე სიკვდილს გადაარჩინა. გოდერძი იობიძე ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, რესტორან ”რივერ საიდთან” მდებარე ხიდიდან მდინარე რიონში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. ამ ფაქტს პატრულ-ინსპექტორი ილია სულაკაძე შეესწრო. ის დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე და მდინარე რიონიდან მოქალაქე ამოიყვანა.