თეატრის მხატვარი შოთა გლურჯიძე თვლის, რომ აუცილებელია დაბრუნდეს მაჟორიტარული არჩევნები, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესი, რომ არჩევითი ორგანო ანგარიშვალებული იყოს ამომრჩევლის წინაშე. როგორც გლურჯიძე აცხადებს, პოლიტიკური სპექტრი რომელიც არის წარმოდგენილი - ეს არის გარე ქვეყნებიდან დასამული ბურჟუაზია, რომელიც ატარებს იმ ქვეყნების პოლიტიკას საქართველოში, თუმცა მისი თქმით, ეს არც რუსეთია და არც ამერიკა.
for.ge შოთა გლურჯიძეს ესაუბრა.
„სიყვარულს ვერ დაამარცხებთ“ - ასეთი იყო ლგბტქ + სლოგანი, მაგრამ ეს „სიყვარული“ ქართველმა ხალხმა დაამარცხა, ვერ ჩატარადა ე.წ. ფესტივალი. სოციალურ ქსელში ვრცელდება ორი ახალგაზრდა მამაკაცის ადიქციური ქცევა, რომლის პროპაგანდირება ხდება აქტიურად. იმ ქვეყანაში, სადაც უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემაა, არის თუ არა დროული, რომ მიღებულ იქნას კანონი ლგბტქ + პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით? ჩვენი ინფორმაციით საშემოდგომო სესიაზე მმართველი გუნდი გეგმავს ამ კანონის დარეგისტირებას და ამით იწყებს საარჩევნო კამპანიას...
შოთა გლურჯიძე: მინდა ერთი კორექტივი შევიტანო. ვუყურებ რა ხდება ამ თემის ირგვლივ, მაგრამ პარლამენტში, როდესაც გამოდიოდა პრემიერ-მინისტრი, მას თანმიმდევრულ პოლიტიკაზე მიუთითა „გირჩის“ რომელიღაც წარმომადგენელმა და ჰკითხა - რატომ არ კრძალავთ ამ პროპაგანდასო, რაზეც პრემიერმა უპასუხა - ეს საკითხი რომ დააყენოს, შეიძლება ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით გაჩნდეს პრობლემები, ანუ შეწყდეს უვიზო მიმოსვლაო, რაც, რა თქმა უნდა გამოიწვევს უკმაყოფილებას მოსახლეობაში.
დღევანდელი ხელისუფლება გამოირჩევა იმით, რომ ის მყარად ვერ დგას ფეხზე. ანუ, მისი მხარდაჭერა არის ძალიან მყიფე. ანუ, ეს არის საკმაოდ მდიდარი ხალხისგან შექმნილი პარტია და მისი შემადგენლობა პარლამენტშიც მილიონრებისგან შედგება, მაგრამ მათ მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვთ, ნებისმიერ პატარა რყევაზე პრობლემა აქვთ. აქედან გამომდინარე ნებისმერი პატარა რყევაზე შეიძლება გადაყირავდეს. ეს იქნება ნებისმერი თემა, თქვენს მიერ დასახელებული, თუ სხვა თემა, ესენი ვერ ბედავენ კარდინალურად საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმას.
როგორ ფიქრობთ, რატომ რისი შიში აქვთ?
- შიში აქვთ ჩამოგდების...
რომ დასავლეთი ჩამოაგდებს? ცხადია, რომ ამ ნაწილში საზოგადოება და ხელისუფლება არის ერთიანი, რომ არ იქნას დაშვებული ლგბტქ + პროპაგანდა...
- ორი მოცემულობის ქვეშ არიან. ერთი, რომ ისინი, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენენ ქართველ ხალხს, რაც საკმაოდ ნათლად ჩანს. დაპირისპირება ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის არის ძალიან ნათელი. ამას ხელს უწყობენ მათი კურატორები. ძალიან მშიშარაა ხელისუფლება, მას ეშინია, რომ დაკარგავს იმ პრეფერენციებს, რითიც მდიდრდებიან და აქედან გამოდინარე, ნებისმიერ პატარა ბრწკენაზე რეაგირებენ.
ეს რეფლექსი არის გამომუშავებული და ერთი მხრივ შეთანხმებულნი არიან. საარჩევნოდ უწევთ ტრადიციული კამპანიის ჩატარება, კელაპტრებით დგაგან ხოლმე ეკლესიაში, მაგრამ როგორც კი მიიღებენ იმას, რაც უნდათ, ისევ ცვლიან რიტორიკას, ხელიდან აგდებენ ამ კელაპტარს, რომელიც მათთვის სიმბოლურია. ხომ ეტყობა კაცს, რომ ცხოვრებაში ეკლესიაში წირვაზე არ მდგარა. ეს ხელისუფლებაც ხომ იცით როგორ არის - ჩვენც რაღაცა სტაბილურობა გვინდა, მაგრამ პოლიტიკური სპექტრი, რომელიც არის წარმოდგენილი, არის გარე ქვეყნებიდან დასამული ბურჟუაზია, რომელიც ატარებს იმ ქვეყნების პოლიტიკას საქართველოში.
რომელი ქვეყნებია ეს - რუსეთი, თუ ამერიკა?
- ეს არაა რუსეთი ან ამერიკა, ბიპოლარული არ არის. აქ არის ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ხალხი. შესაბამისად, ისინი ეხმარებიან ბიზნესის წარმოებაში და თვითონაც სერიზულ ფულს აკეთებენ. მაგალითად, სოფლის მეურნეობა საქართველოში განადგურდა და ამ დროს გარედან შემოდის ყველაფერი, ეს ხომ უზარმაზარი თანხებია. ამბობენ, რომ სოფლის მეურნეობას ძალიან კარგი ადამიანი ხელმძღვანელობს, მაგრამ მას არ აქვს არანაირი უფლება. ამ უუფლებობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. აქედან გამომდინარე რამდენად ვართ სუვერენული სახელმწიფო?! მარტო ის ხომ არაა, რომ გაცხადებული გაქვს, ეს რაღაცა ქმედებაში ხომ უნდა გამოიხატებოდეს. ჩვენ არ ვართ სუვერენული ქვეყანა.
ანუ, უუფლებო ხელისუფლება გვყავს?
- იცით რა, უფლებები აქვთ განსაზღვრული. ხანდახან გადასცდებიან ამ უფლებებს და უმალ მიიღებენ ალიყურს. აქეთა მხარესაც ეშინიათ, რომ ხალხი არ აუჯანყდეს და არ გამოყარონ პანღურებით თავისი სასახლეებიდან. აქედან გამომდინარე, მათი მდგომარეობა არის ძალიან საცოდაობა. წინა ხელისუფლება უფრო თავხედი და სისხლიანი იყო. ამ ხელისუფლებას კი მორცხვ ნაცებს ვეძახი, იგივე პოლიტიკას აწარმოებენ, რასაც ნაციონალები, მაგრამ უფრო ფრთხილად. ხომ ნახეს იმათ რა დაემართათ, თუმცა არაფერი არ დამართნიათ, ისევ მშვენივრად ცხოვრობენ, ბიზნესშიც ერთად არიან. აქედან გამომდინარე, ამათი ერთადერთი ამოცანაა შეინარჩუნონ ხელისუფლება. მეტი მათ დიდი იდეები არ აქვთ. საერთოდ არ აქვთ იდეოლოგია.
ამ ლოგიკით მოლოდინი იმისა, რომ ეს ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ კანონით აკრძალოს ლგბტქ+ პროპაგანდა, ფუჭია?
- ამ საკითხს არ დავაყენებდი მთავარ საკითხად. რეალური პრობლემები რაც არის ეკონომიკაში, კულტურაში ამის გადაფარვა ხდება ასეთი მარტივი სქემით. ის ჯგუფები, რომლებიც ამ პროვოკაციებს აწყობენ, ძალიან ხშირად დაკავშირებული არიან ისევ ხელისუფლებასთან, ან მათ პატრონებთან. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს ჩვენი საზოგადოების წინ ჩამოკიდებული სტაფილოა. გლობალურად კი მთავარია სხვა რამე - ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა? ვის წარმოადგენს ქართული ხელისუფლება?
არ ვართ სუვერენული სახელმწიფო - ამბობთ თქვენ, შეგიბრუნებთ კითხვას, მაშინ ვის წარმოადგენს ქართული ხელისუფლება?
- ტრანსნაციონალურ კომპანიებს, მაგალითად ფარმაცევტულ კომპანიებს, იგივე სოფლის მეურნეობის კუთხით ყველაფერი შემოდის, ესეც ტრანსნაციონალური კომპანიებია. რეალურად ეს წარმოადგენს გარე ინტერესს. ხელისუფლება არ ეყრდნობა ადგილობრივ მოსახლეობას და ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენ რომ გვყავდეს ქართული, ანუ მოსახლეობის ინტერესების გამომხატველი ხელისუფლება, კი, შეიძლება პრობლემა ყველა ხელისუფლებას ჰქონდეს და იდეალური ხელისუფლება არ არსებობს, მაგრამ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს: ეკონომიკური, ჯანდაცვის, კულტურული, მიგრაციის და ა.შ. მეტ-ნაკლებად იქნება დაძლეული, მაგრამ ამათ სხვა ამოცანები აქვთ, ჩემი აზრი ასეთია.
რა არის ეს სხვა ამოცანები?
- ნუ ვიტყვით, რომ მათ უნდათ ცუდი რამ. ბოროტი ხალხი კი არ არიან, მათ უნდათ თივითონ იცხოვრონ კარგად. ის კი არ უნდათ, რომ ქართველები გაწყვიტონ, არა, ეს თავისით ხდება. როცა შენ არ უვლი იმ სივრცეს, სადაც ხარ, ის თავისით ნაგვიანდება. შენ დაკავებული ხარ მარტო შენი სასახლით და „ბასეინით“, რომელშიც ჯერ წყალი არ არის ჩასხმული. ანუ, ჩვენ გვაქვს ხელისუფლების პრობლემა, ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება. ეს ჩვენი ხელისუფლება არ არის. ვისი ხელისუფლებაც არის, ვისი დანიშნულიც და მოყვანილიც, იმათ ფუნქციებს მეტ-ნაკლებად კარგად ასრულებენ.
საინტერესოა, თქვენი პოზიცია, როგორ მოვიყვანოთ მაშინ ჩვენი, ხალხის ხელისუფლება და როგორი უნდა იყოს ის?
- როგორც უნდა მოხდეს ხელისუფლების არჩევა, ეს მექანიზმები მოშლილია და ესენი სულ მეტად და მეტად შლიან. ეს მექანიზმები რომ ამუშავდეს, ესენი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ. კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილება და უკვე მაჟორიტარული არჩევნები აღარ იქნება. ჩვეულებრივ ადამიანს არ ექნება არანაირი საშუალება იმისა, რომ პარტიის გარეშე გახდეს პარლამენტის წევრი და მიიღოს ხელისუფლებაში მონაწილეობა. ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვიდრე ის, რასაც ამათი მედიები თავს ახვევენ საზოგადოებას. ამ საკითხზე არც ერთი მედია ხმას არ იღებს. შემდეგი მოწვევის პარლამენტში არ იქნებიან მაჟორიტარები და დანიშნავენ პრეზიდენტს. ანუ, არჩევითობა პრაქტიკულად ქრება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ პირდაპირი არჩევნები დავაბრუნოთ, მათ შორის პრეზიდენტის. პარლამენტში აუცილებად უნდა იყოს მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატი, ვისაც ირჩევ, სახეზე უნდა იცნობდე იმ ადამიანს, უნდა იცოდე მისი ბიოგრაფია და იცოდე ვის ირჩევ.
ათასი თაღლითი არ უნდა იყოს პარლამენტში. ეს არის ყველაზე სწორი, რადგან ნაკლები ზემოქმედება იქნება იმ გარე ძალების მხრიდან, თუმცა მცდელობა ექნებათ, მაგრამ გაურთულდებათ, რომ მოახდინონ ზემოქმედება. ახლა რა ხდება - ერთი კაცი ჰყავთ მოსყიდული და დანარჩენი მას ჰყავს მოსყიდული, დანარჩენ პარტიებსაც ერთი კაცი მართავს. ხვდებით რა ხდება? აი, ეს ვითარება გვაქვს დღეს.
ნელ-ნელა, მაგრამ მაინც!
უკეთესი შემოგვთავაზეთ ბატონო შოთა...