რატომ დუმს უკრაინის მოსახლეობა?!

რატომ დუმს უკრაინის მოსახლეობა?!

„ვინ მისცა რუსული კომედიების მსახიობ ზელენსკის უფლება, სახელმწიფო გაცვალოს დორბლიან სააკაშვილში?“

„უკრაინის დროშებით კეკლუცობს ქართველი ხალხი, მასხარა ზელენსკის კი არაფრად მივაჩნივართ“

„ბელარუსის ელჩი დღესაც უზის კიევში და ვერაფერს აკადრებს“

„უმადური ერის უმადური კლოუნი“, - ასეთი შეფასებები გაჩნდა ზელენსკის მხრიდან პერმანენტულად გამოვლენილი დაუნახაობის შემდეგ ქართველ ხალხში.

ყოველ ჯერზე, როცა ზელენსკი და მისი გარემოცვა უმადურობას ავლენდა საქართველოს მიმართ, ქართველ ერში ჩნდებოდა მოლოდინი, რომ უკრაინელები მაინც აღიმაღლებდნენ ხმას და რამეს შეასმენდნენ ზელენსკის.

უკრაინიდან ჩვენი ელჩის გამოძევება იყო ბოლო წვეთი, როცა საქართველოში ელოდნენ უკრაინელთა პროტესტს საკუთარი პრეზიდენტის პოლიტიკის მიმართ, მაგრამ ასე არ მოხდა - არც უკრაინაში და არც საქართველოში თავშეფარებული უკრაინელები არ შეუწუხებია უსამართლობის და უმადურობის განცდას. მათ არც ის გახსენებიათ, რომ როცა კიევს საათში ერთხელ ბომბავდნენ და ამერიკის თუ ევროკავშირის ელჩები საევაკუაციოდ გარბოდნენ, საქართველოს ელჩს და საელჩოს თანამშრომლებს კიევი წუთითაც არ დაუტოვებიათ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დრო გავა, ომი დასრულდება და უკრაინელი ხალხი შეაფასებს და იტყვის, რომ საქართველო და ქართველები ამ ომში უკრაინელი ხალხის გულწრფელი მხარდამჭერები იყვნენ.

რატომ დუმს უკრაინის მოსახლეობა და არ უთანაგრძნობს ქართველ ხალხს, რომელმაც თავად ომგადატანილმა ყველაზე მეტი გაიღო უკრაინელებისთვის?

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ქართველისთვის სენსიტიური, მტკივნეული თემაა, როცა ხედავს, როგორ ექცევა უკრაინის ხელისუფლება იმ ერს, რომელმაც შეიფარა უკრაინელები, ჭერი მისცა, უკრაინულ ენაზე სკოლები გაუხსნა. როდესაც ჩვეულებრივი უკრაინელი ასეთ უმადურობას ხედავს საკუთარი პრეზიდენტისგან და არ რეაგირებს, ეს თავად უკრაინელ ხალხზეც არ მეტყველებს კარგად. თუმცა თუ გავითვალისწინებთ ზელენსკის პოლიტიკას, რომელსაც უკრაინაში არ გააჩნია ოპოზიცია, ყველა მოსრა, გაასწორა მიწასთან, არ ჰყავს არც ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება, პლატფორმა, ტელევიზია ან გაზეთი, მაშინ კითხვა ისმის, უკრაინელებს ძალიანაც რომ უნდოდეთ პროტესტის გამოხატვა საკუთარი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, სად უნდა გამოხატონ ეს პროტესტი?!

„აქ ორი მხარეა, ერთია, რომ უკრაინელებს რაიმე ფორმა, ალბათ, მაინც უნდა მოენახათ, რადგან უმადურობა ყველაზე მდაბიო გამოვლინებაა ადამიანის უარყოფითი თვისების, მაგრამ დღევანდელ მოცემულობასაც გათვალისწინება უნდა. წარმოიდგინეთ, რომ არ იყოს არანაირი საშუალება, ჩვენც რომ მაგ დღეში ვიყოთ, მაშინ ძალიანაც რომ მინდოდეს, მადლობა ვუთხრა სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, როგორ უნდა ვუთხრა მადლობა, თუკი ამის საშუალება არ მაქვს? შეიძლება სამზარეულოში ჩემთვის ვთქვა სიმართლე, მაგრამ თუ ეთერში ამის საშუალება არ მომეცა, ვერ გამოვხატავ სათქმელს. შესაძლოა, ზოგიერთმა იფიქროს, საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს მაინც ხომ შეეძლოთ პროტესტის გამოხატვა ზელენსკის უმადურობის მიმართ, მაგრამ ისინი სამუდამოდ არ არიან ჩამოსულები ჩვენს ქვეყანაში, მათ ხომ უკან დაბრუნება ელით, ის რეჟიმი, რაც დაამყარა ზელენსკიმ უკრაინაში, ტოტალიტარიზმი და დიქტატურა, არ აძლევს ადამიანს იმის საშუალებას, გმირულად მოიქცეს. მასობრივად ვერც მოსთხოვ ადამიანს, იყოს გმირი. გმირები საუკუნეში ერთხელ იბადებიან“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი იმასაც იხსენებს, უკრაინაში სასულიერო პირებს როგორ მოექცნენ, ეკლესიებში რა გააკეთეს, ხატებზე ფეხებით შედგნენ, ჯვრები ამტვრიეს. აქედან გამომდინარე, ნანა კაკაბაძე ასკვნის რომ, ფაქტობრივად, 17-20-იანი წლების ბოლშევიკების ქმედებებს ჩადის ზელენსკი.

Aburjga Tasmanieli უკრაინელებს ვინც თანაუგრძნობს ის უბრალოდ შტერია!
1 წლის უკან
ლაზი უკრაინაში რომ ალტერნატიული აზრი აღარ არსებობს ეს ფაქტია. ომია და ამ სიტუაციას იყენებს ხელისუფლება. ქვეყნის გარეთ არაერთი ოპოზიციონერი ყავს უკრაინის ხელისუფლებას, მაგრამ არც ერთხელ არ დაცდენიათ საქართველოს მიმართ მადლიერების სიტყვა, არც ერთ მათგანს. მათაც რომ თავი დავანებოთ, აგერ, შავი ჯიპებით, რესტორნიდან რესტორანში რომ დაგრიალებენ და ჩვენი ხელისუფლება ცივ ნიავს არ კარებს, მათგან გაგიგონიათ ერთი სამადლობელი სიტყვა? დანარჩენი დასკენები თქვენ თითონ გააკეთეთ.
1 წლის უკან