შსს–ს წარმომადგენლები სოფელ დიცში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ

შსს–ს წარმომადგენლები სოფელ დიცში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები გორისრაიონის სოფელ დიცში შექმნილ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ.

17 სექტემბერს რუსული საოკუპაციო ძალის მხრიდან მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის პროცესი გაგრძელდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. შს სამინისტრო მკაცრად გმობს მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის გაგრძელებას საოკუაციო ხაზის მიმდებარე სოფელში და ყველა მხარეს აღნიშნული არალეგალური პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

დღევანდელ არაფორმალურ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ ანალოგიური ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმებზე იმსჯელეს. ამჟამად ადგილზე, სოფელდიცში ვითარება მშვიდია.