30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ძმათა მკვლელი ომი დაიწყო. სამწუხაროდ, აფხაზეთის საკითხი პოლიტიკურ დონეზეა გაჩერებული, მაგრამ, რაც მთავარია, ხალთა შორის ურთიერთობა არ შეწყვეტილა, დღემდე გრძელდება ერთმანეთთან მიმოსვლა.
ჩვენ საერთო ტრაგედია გვაერთიანებს, ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ მას არ უნდა მიეცეს მუდმივი სახე. მშვიდობის დასამყარებლად ერთი გზა დაგვრჩენია - დავივიწყოთ წარსული და წინ გავიხედოთ. მარტო სიყვარულს და მეგობრობას შეუძლია შემოვირიგოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები და ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო.
მე მაქვს აფხაზებთან ურთიერთობა. ძმათამკვლელი ომისა და მისი მძიმე შედეგების მიუხედავად, აფხაზეთში მცხოვრები უფროსი თაობის უმეტესობა დადებითად არის განწყობილი ქართველების მიმართ და რაც მთავარია, ქართველებს მოიხსენიებენ როგორც ძმებს, ხოლო ქართველეთან თანაცხოვრებას ყოველთვის იხსენებენ დიდი პატივისცემით და სითბოთი, ისე, როგორც ეს შეეფერება კავკასიელ ხალხს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი გავყოთ ორ ნაწილად. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებმა ხმამაღლა და გასაგებად უნდა ილაპარაკონ იმის შესახებ, რომ აფხაზი ერი ჩვენი მოძმე ერია, საუკუნეებია ერთმანეთთან გვაკავშირებს ძმობა და თანადგომა, რომ მათი პრობლემა, ჩვენი პრობლემაც არის. მეორე ნაწილი ეს არის სახალხო დიპლომატია და ის ჰუმანიტარული საკითხები, რაზედაც დგას ზოგადად პოლიტიკა. ჩვენ, როგორც რიცხობრივად დიდმა ერმა, უნდა დავიწყოთ დიალოგი და გავაგებინოთ აფხაზებს, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით.
სამწუხაროდ, დაუსრულებელი პოლიტიკური კინკლაობა ყოველდღიურად გვაშორებს აფხაზეთს. აუცილებელია გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური ამბიცები და ერთად ვიზრუნოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდღენისთვის, რასაც მოჰყვება აფხაზეთში დევნილთა ღირსეული დაბრუნება. კონფლიქტის დარეგულირების კუთხით, მნიშვნელოვანია ხალხთა შორის ურთიერთობა და ამავე დროს აუცილებელია, რომ ქართველმა და აფხაზმა ჟურნალისტებმა ვისაუბროთ ერთმანეთთან ისეთ საკითხებზე, როგორიც არის განათლება, ჯანდაცვა, დასაქმება, როგორია მოსახლეობის განწყობა. საჭიროა, მინიმალური პოლიტიკური ნაბიჯი, რომ აფხაზებს ჰქონდეთ არჩევანი. მათ რუსეთთან თანაცხოვრება არ მოსწონთ, ამიტომ სხვა არჩევანი უნდა შევთავაზოთ. თუ ისევ იმ არჩევანს ვთავაზობთ, რომ რუსეთი შეგვარიგებს, ამის ბევრს არ სჯერა აფახზეთში და ამიტომ აუცილებელია შეიქმნას ახალი ეპოქა, ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტი, როგორც ამას აკეთებს აზერბაიჯანი ყარაბახის კონფლიქტიდან გამომდინარე; როგორც თურქეთი, რომელიც რეგიონში ხდება ძლიერი მოთამაშე.
აფხაზები, რომლებსაც რუსეთთან ისედაც აქვთ კონტაქტი, ამბობენ, რომ თბილისის გავლით, ბრიუსელთან სჭირდებათ კონტაქტები, თუმცა არა ყველას. ახალგაზრდები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხვდებიან რომ მათი განვითარების გზა ევროპაზე გადის. ისინი ფიქრობენ აფხაზეთის ტერიტორაზე ღირსეულ ცხოვრებაზე, ხედავენ თავიანთ თავს აფხაზეთში და არა სხვაგან. ეს ადამიანები ხედავენ, რომ მომაკვდავ რუსეთზე ჩამოკიდება არაა საუკეთესო ვარიანტი და საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ლოკომოტივი.
ახლა, როდესაც რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარეობს ომი, აუცილებელია აფხაზებს არ შეეშინდეთ, რომ ქართველებთან რჩებიან მარტო, ამიტომ მნიშვნელოვანია ევროკავშირმა უფრო მეტად გააძლიეროს მანდატი და ვუთხრათ აფხაზებს - ნუ გეშინიათ, რუსეთი მიდის, მაგრამ ჩვენს შორის ევროკავშირია. ევროპულ ინსტიტუტებზე უნდა იყოს დაფუძნებული ჩვენი მომავალი ურთიერთობები.
სამწუხაროდ, ჩემი მშობლების თაობამ, ორივე მხრიდან, ბევრი ატკინა ერთმანეთს. მაგრამ, ჩვენ თუ გვინდა ერთობა, ჩვენ და ამ შემთხვევაში ქართულმა მხარემ, მეტი უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე, მეტი გავაკეთოთ. ახალგაზრდა თაობას ერთამენთთან პირდაპირი ბრაზი არ აქვს, ერთმანეთისთვის არ გვისვრია, არც ერთმანეთისთვის არ გვიტკენია, ამიტომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის ჩართულობა კონფლიქტის დარეგულირების ნაწილში.
მოვიდა დრო, რომ უკვე ახალგაზრდები გამოვიდნენ სცენაზე, მათ შორის აფხაზი ახალგაზრები, რომლებიც განთლებულები არიან, ბევრმა მოასწრო უცხოეთში სწავლა და ნახეს როგორ აგვარებს უცხოეთი კონფლიქტებს. მნიშვნელოვანია ჩვენს თანატოლებს თუ ვეტყვით: მოდით ჩავიდეთ ბრიუსელში, ვნახოთ რა არის თქვენთვის მიუღებელი და ჩვენთვის მისაღები ნატო, ასევე ევროკაშვირი, რომელიც სულაც არაა რაღაცა საფრთხობელა. საჭიროა აფხაზებს გავაცნოთ ნამდვილი რეალური ევროპა და ეს უნდა გააკეთოს ახალმა თაობამ და იმ პროექტებმა, რომელიც ამაზე არის ორიენტირებული.
აღსანიშნავია, რომ გაამრთლა და საკმაოდ წარმატებით ვითარდება ჯანდაცვის პროგრამა. მეტიც, აფხზები თავისი პასპორტებით მოძრაობენ საქართველოს ტერიტორიაზე, ღებულობენ ჯანდაცვის პროგრამებს, ეს მისაღებია. ჯანდაცვის პროგრმა მასობრივად შეეხო აფხაზებს, ასევე ამან გაამართლა ბიზნესთან მიმართებაში. დაახლოებით 50-მდე ბიზნესმენი ჩართულია პროექტში, როდესაც აფახზური პასპორტებით ახორციელებენ გარკვეულ პროეტებს ქართულ მხარესთან ერთად. ჯანდაცვის პროგრამამ შექმნა იმის საშუალება, რომ შეიძლება აფხაზური დოკუმენტებით საქართველოში რაღაცა პროექტის გაკეთება.
უკრაინის ომის გამო ევროკავშირმა გააუქმა შენგენის ვიზების გაცემა სეცესირებულ ტერიტორიაზე გაცემული პასპორტების მქონე პირებისთვის, ამან გამოიწვია სერიზული ჰუმანიტარული კატასტოროფა. თუ ადამიანები არ იღებენდნენ ქართულ პასპორტებს იმიტომ, რომ არ უნდოდათ, რადგან რუსული პასპორტებით მოგაზურობდნენ, ახლა უკვე ჰუმანიტარული ორმოა შექმნილი, ვერსად მიდიან და ამ დროს შეიძლება მათ შევთავაზოთ ქართული პასპორტები და ჯანდაცვის პროგრამა ამის საუკეთსო მაგალითია.
აშკარად, რუსეთი ზღუდავს ინტერნეტს. რატომ არ შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ და გალიდან მივაწოდოთ აფხაზებს ინტერნეტთან წვდომა. თუ რუსეთიდან იქნება აკრძალვა, წვდომა ექნებათ საქართველოდან. თუ ენგურჰესით ვაძლევთ ელექტროენერგიას, მივცეთ ინტერნეტიც. ასევე, მნიშვნელოვანია გალში შეიქმნას პატარა საბანკო დაწესებულება, რომლითაც მოქალაქეები ისარგებლებენ. ამით ბევრი აფხაზი ისარგებლებს და არა მარტო გალელები. გალის რაიონისგან შევქმნათ ჰაბი, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტი, მეტი ჯანდაცვა, საბანკო სექტორი.
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია აფხაზების შეზღუდვა და არ უნდა გვიხაროდეს, რომ იზოლაციაში ვარდებიან. დავაჯეროთ მსოფლიო, რომ ამ სანქციებით ზიანდება აფხაზური საზოგადოება და მოდით, შევიმუშაოთ ადგილობრივი გამყოფი ხაზის გასწვრივ სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა, რომ მიეწოდებოდეს მინიმალური რაოდენობა პროდუქტებისა, რომელიც აფხაზეთში გაიყიდება და რომელიც იქნება აფხაზებისთვის მიწოდებული სიკეთეები.
აფხაზები მკაფიოდ და სერიოზულად უმკლავდებიან ისეთ გამოწვევებს, როგორიც არის მიწის პრივატიზაცია, უძრავი ქონების რუსებზე გაყიდვის ნებართვის მიცემა, კოდორის ხეობაზე გზის გაყვანა, ბიჭვინთვის გასხვისება და ა.შ. კარგად ჩანს, რომ აფხაზები უმკლავდებიან ამ გამოწვევებს. აფხაზეთის ტერიტორიაზე არ არის ცალსახად სიმპათიები რუსების მიმართ. ყველა ხედავს, რომ რუსეთს უნდა აფხაზეთის საბოლოო ანექსია, რასაც ისინი ეწინააღმდეგიან. საქართველომ ამ პროცესს ხელი უნდა შეუწყოს და საჭიროა სიტუაცია ჩვენსკენ შემოვატრიალოთ.
აფხაზი სტუდენტები, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ, უფრო არიან ევროპულად განათლებულები, ევროპულად მოაზროვნეები და ევროპული ღირებულელების მატარებელი, ვიდრე ისინი, რომლებიც სწავლობენ რუსეთში. ამიტომ, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ ისწავლონ უცხოეთში და ამ მხრივ საჭიროა სოხუმში შეიქმნას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, ან წარმომადგენლობა, რომელიც დაეხმარება აფხაზ აბიტურიენტებს მიიღონ განათელება არა რუსეთში, არამედ ევროპაში. ანუ ბოლონიის სისტემაში ჩაერთონ აფხაზი ახალგაზდები, რისი სურვილი არის აფხაზეთში. საჭიროა მეტი საერთაშორისო სტრუქტურების ჩართვა.
განათლების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვთავაზობთ განათლებას ქართულად, ან აფხაზურად, მაშინ, როდესაც აფხაზეთში წამყვანი არის რუსული ენა. რუსულად განათლების მიღება კი არის ფასიანი. თუ ვმკურნალობთ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რატომ არ შეიძლება ქართული პასპორტის მქონე აფხაზს მივცეთ შეღევათი, რომ რუსულად ისწავლონ საქართველოს უნივერსიტეტში, იცხოვრონ საქართველოში და ამით მოხდება მათი ინტეგაცია საქართველოსთან. თუკი მივცემთ საქართველოში სწვალის უფლებას, ისინი არ წავლენ რუსეთში და ასეთი საკმაოდ ბევრია, რომელსაც უნდა განათლება საქართველოში მიიღოს.
30 წლის წინ ქართველი და აფხაზი ერთმანეთს ტყვიას ესროდა, დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. ამ მხრივ სასიამოვნოა აფხაზი და ქართველი დედების დაახლოების ისტორია. უკვე წლებია აფხაზი შავოსანი დედები იმ ქართველების სასაფლაოს პატრონობენ, რომლებიც ომმა შეიწირა.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური ქსელი. მაგალითად, აფხაზები ადიან სასაფლაოზე, იღებენ ფოტოებს და უგზავნიან მათი ოჯახის წევრებს. 2023 წლის 23 მაისს აღინიშნება სიმონ კანანელის ხსენების დღეს, რომლის საფლავი არის ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსში, საქართველოში აღესრულა წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ვასილისკოსი, რომლის საფლავი არის სოხუმის რაიონში სოფელ კომანში, სადაც ასევე არის მისი სახელობის წყარო.
საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა საფუძველი ქართველების, აფხაზების და ოსების შერიგების, ურთიერპატიების და შემწყნარებლობის სიმბოლოს - სიმონ კანანელის სახელობის ტაძრის მშენებლობას. ამ დღისთვის სპეციალურად აფხაზეთიდან ჩამოვიდა რამდენიმე აფხაზი შვილმკვდარი დედა, რომლებსაც შვილები ქართველებმა დაუხოცეს ომის დროს, შაოსანმა დედებმა აფხაზეთიდან სიმბოლურად ჩამოიტანეს 12 ქვა და სთხოვეს ქართველებს, რომ ტაძრის საფუძველში ჩაიდოს აფხაზეთიდან ჩამოტანილი 12 ქვა, რაც საზეიმოდ ჩაიდო. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტაძარი იქნება აგებული მათ შორის აფხაზი შვილმკვდარი დედების მიერ აფხაზეთიდან გადმოტანილი ქვებით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ურთიერთშერიგებისა და ურთიერთპატიების გარეშე ჩვენი თანაცხოვრება წარმოუდგენელია..
საუცხოო ხედვებით და პათოსით გაჯერებული სტატიაა, უღრმესი მადლობა!