ქათმისა და ჩორიზოს პაელია

ქათმისა და ჩორიზოს პაელია

ინგრედიენტები

2   კბილი ნიორი

1   თავი ხახვი

1   ცალი სტაფილო

15   გრამი ახალი ოხრახუში

70   გრამი ძეხვი ჩორიზო

2   ცალი ქათმის ბარკალი

ზეითუნის ზეთი

1   ჩ/კ შებოლილი პაპრიკა

1   ცალი წითელი წიწაკა

1   ს/კ პამიდვრის პიურე

1   ცალი ქათმის ბულიონის კუბიკი

300   გრამი ბრინჯი

100   გრამი გაყინული მუხუდო

200   გრამი მოხარშული კრევეტები

1   ცალი ლიმონი

მომზადებ

გაფცქვენით და წვრილად დაჭერით ნიორი, ხახვი, ასე დაჭერით სტაფილოც. წვრილად დაჭერით ოხრახუშის ღეროები. დაჭერით ჩორიზო და კანგაცლილი და უძვლო, უმაღლესი ხარისხის ქათმის ბარკლები.

დაასხით ზეთი დიდ, ფართო და ღრმა ტაფაზე და დადგით დაბალ ტემპერატურაზე. დაუმატეთ ნიორი, ხახვი, სტაფილო, ოხრახუშის ღეროები, ჩორიზო, ქათამი, პაპრიკა და თუშეთ 5 წუთით, ურიეთ მუდმივად.

გააცალეთ თესლი წიწაკას, დაჭერით და დაამატეთ ტაფაზე. თუშეთ კიდევ 5 წუთით.

შეურიეთ პამიდვრის პიურე და მოაფშვენით ბულიონის კუბიკი, შემდეგ შეურიეთ ბრინჯი და ურიეთ ორიოდე წუთით, ამრიგად ის დაიწყებს სასიამოვნო გემოთი გაჯერებას.

ჩაასხით 750 მლ. მდუღარე წყალი და დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და პილპილი. დააფარეთ და აადუღეთ, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთით. გამუდმებით ურიეთ. საჭიროებისამებრ დაუმატეთ წყალი.

შეურიეთ მუხუდო და კრევეტები, ისევ დააფარეთ და ადუღეთ კიდევ 5 წუთით. შეაზავეთ თქვენი გემოვნებით, შემდეგ დაჭერით ფართოფოთლებიანი ოხრახუში და მოაყარეთ ზემოდან პაელიას. გემრიელად მიირთვით ლიმონის ნაჭრებთან ერთად!