რუსეთთან წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ, უკრაინა საქართველოსთან პოლიტიკური ომის ახალ ფაზას იწყებს. სამიზნე უშალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრია. უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი „ქართული ოცნების“ მთავრობაა.
არახამიას თქმით, ღარიბაშვილმა მორიგ ჯერზე იცრუა, რაც მიზნად უკრაინელებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდებას ისახავს. არახმიას მესიჯბოქსი გაიმეორა რადას წევრმა ოლექსი გონჩარეკომ: „დაყავი და იბატონე არის რუსული სტილი, ამას აკეთებს რუსეთი და ღარიბაშვილი მათი აგენტია“.
გონჩარენკო-არახამიას შემდეგ ასპარეზზე გამოვიდა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ მსოფლიოში ყველამ იცის, რომ საქართველოს საკითხის ხსენებაც კი არ იქნებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა.
„ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მე საქართველოში უკრაინის ხელისუფლებამ „მეორე ფრონტის“ გასახსნელად გამომგზავნა. საქართველოში ომის დაწყებამდე 5 თვით ადრე ჩამოვედი - ე.ი. ის ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დაგეგმა და თავად დაიწყო ომი, ეს „მძინარე ცხინვალის“ რიტორიკის დანაშაულებრივი გაგრძელებაა.
უკრაინის ხელისუფლების გამოგზავნა მე არ მჭირდებოდა. სრულიად საჯაროდ მქონდა დიდი ხნის განმავლობაში დეკლარირებული პოზიცია, რომ ჩამოვიდოდი შარლ მიშელის რეფერენდუმისა და ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და დაპირება შევასრულე. პრემიერმა ისიც არ იცის, ან არ უნდა იცოდეს, რომ მათ ჩემს პასპორტში შტამპი ვერ აღმოაჩინეს იმიტომ, რომ ქვეყნიდან გასვლისას უკრაინულ პასპორტში შტამპი, როგორც წესი, არ ირტყმევა.
ის, რომ საქმე გვაქვს რუსულ ხელისუფლებასთან, უტყუარად მტკიცდება მათი გართულებით გენერალ ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით. გია არის უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსი და ძალიან ბევრ ოპერაციას ხელმძღვანელობს რუსების წინააღმდეგ და რამდენადაც ვიცი, უკრაინის გმირის წოდებაც მიანიჭეს, რა თქმა უნდა, ის რუსებს და „ქოცრუსებს“ ნერვებს უშლის“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
როგორც ჩანს, უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის მძიმე მოსასმენი გახდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, როდესაც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ღიად განაცხადა, რომ უკრაინა იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციისთვის სხვა ქვეყნებია საფიცარი, სხვა დროშების წინაშე დგებიან ფეხზე, სხვა ჰიმნს მღერიან, რაც მისი შეფასებით არის „მეხუთე კოლონის“ ერთად შეკვრა. როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, ოპოზიციას ფუნდამენტური პრობლემა აქვს, შემდგარი არიან ქვეყნის ღალატის გზაზე და რაც შეიძლება ვიხილოთ, ეს არის პოლიტიკური ძალის პროფანაცია.
„ოპოზიცია დაკავებულია ქვეყნის ღალატით და ვიდრე ეს ღალატი იქნება ოპოზიციის ფუნდამენტური განმსაზღვრელი, მათ ქვეყნის და ხალხის მხარდაჭერა არ ექნებათ. ქართველი ხალხი არასდროს არ დაუჭერს მხარს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქართველ ხალხს და თავად სახელმწიფოს ებრძვის. რასაც ვაკვირდებით, ოპოზიციაში, დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ შექმნილია გარკვეული ჯგუფი პოლიტიკოსების თუ სხვა აქტიური ადამიანებისა, რომელთაც დაკარგული აქვთ ქვეყნის შეგრძნება, პატრიოტიზმი აღარ არსებობს.
მათ საუბარში, არგუმენტაციაში მოისმენთ, რომ მათთვის უკვე სხვა ქვეყნებია საფიცარი, სხვა დროშების წინაშე დგებიან ფეხზე, სხვა ჰიმნს მღერიან და სხვა ქვეყნის ლიდერები არიან მათთვის ლიდერები. ეს გულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად დაკარგული აქვთ პატრიოტიზმი და, როდესაც ადამიანს საკუთარი სამშობლო არ უყვარს, იმას ვინმე ხმას როგორ მისცემს?! ჩვენ რაც შეიძლება, ვნახოთ, ეს არის პროფანაცია პოლიტიკური ძალისა, ესაა ერთად შეკვრა „მეხუთე კოლონისა“, რომელიც ლოიალურია არა საკუთარი სახელმწიფოს, არამედ სხვა სახელმწიფოების მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, როდესაც აკეთებს განცხადებებს ფსევდოქართველი პატრიოტი ვინმე არახამია, კეთილი ინებოს და ქართულ ენაზე მიმართოს ქართველ საზოგადოებას.
„ეს ადამიანი, პრაქტიკულად, ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და მინდა, მას შევახსენო: იმისთვის, რომ ის საქართველოში იყოს პოლიტიკურად აქტიური და თუ მას აქვს ამ ქვეყანაში პოლიტიკური გეგმები, მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა და, პირველ რიგში, ამისთვის მან უნდა ისწავლოს ქართული ენა და პატივი სცეს ქართველ საზოგადოებას. და, იქნებ, ერთხელ მაინც, როდესაც აკეთებს განცხადებებს ფსევდოქართველი პატრიოტი ვინმე არახამია, კეთილი ინებოს და ქართულ ენაზე მიმართოს ქართველ საზოგადოებას. ასევე, მას ვურჩევდი, რომ, პირველ რიგში, იზრუნოს იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლის მოქალაქეც არის ამჟამად თვითონ და რომლებიც იმყოფებიან უსამართლო ომში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ევროინტეგრაციის სისტემაში საქართველოს დაახლოება რუსეთისთვის ხელსაყრელი არ არის, ეს არის მისი ბოროტი, თუმცა პრაგმატული გადაწყვეტილება.
„რასაკვირველია, ზუსტად ვიცით, რომ არანაირი სტატუსი, არანაირი დაახლოება ევროინტეგრაციის სისტემაში საქართველოსი რუსეთისთვის ხელსაყრელი არ არის. ეს არის მისი ბოროტი, თუმცა პრაგმატული გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ვინც ხელს უწყობს, ეს არის არახამია და ძმანი მაგათნი, რომლის დიდი ნაწილი სამწუხაროდ, გაერთიანებულია ევროპარლამენტში.
ესენი არიან ადამიანები, ვინც ყოველდღიურად მუშაობენ, თუ როგორ დაასხან წყალი წისქვილზე, რომელსაც რუსეთი ატრიალებს თავის ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიზანი და შეხედულებები აქვთ, თუმცა არც იმას გამორიცხავ, რომ ეს მიზნებიც ერთმანეთს ემთხვეოდეს, როგორც რუსეთის და „ნაცმოძრაობის“ მიზნები ემთხვევა, რის არაერთი მაგალითი გვაქვს, განსაკუთრებით 2008 წლის ომის წინა პერიოდში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
რა თქმა უნდა, არახამია-გონჩარენკოს გზავნილებს იზიარებენ ოპოზიციაში და მიაჩნიათ, რომ არახამიას განსაკუთრებული სიმართლე არ უთქვამს, რადგან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი და მათი შეფასებით, ქვეყანაში არსებული რუსული ინტერესები აფერხებს.
„არ მგონია, რომ მე უნდა ვაფასებდე არახამიას განცხადებას ახლა. მე სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი ვარ და ჩემი ქვეყნის პოლიტიკით ვარ დაკავებული. უკრაინას რაც შეეხება, ცხადია, არც არახამია არ არის საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი და, ზოგადად, იმ ნათქვამშიც, რომ „რუსეთს არ უნდა ჩვენი ინტეგრაცია, თორემ უკრაინა რა შუაშია“, ვინც არ უნდა თქვას, მე დავეთანხმები“, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
„ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრავას შეფასებით კი, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო დარდობენ საქართველოს ევროპულ მომავალზე, ვიდრე ქვეყნის შიგნით მყოფი მთავრობა.
„დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი აფერხებს და რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ჩვენი პარტნიორები დასავლეთში, ამერიკასა და უკრაინაში უფრო მეტად დარდობენ საქართველოს ევროპულ მომავალზე, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს. გამოსავალი არის ძალიან მარტივი, შეიცვალოს ეს ხელისუფლება ისეთი კოალიციური უმრავლესობით, რომელიც მოემსახურება საქართველოს საზოგადოებას და „ლელოს“ მიზანიც სწორედ ეს არის“, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, სასოწარკვეთილი რევანშისტები საკადრო შიმშილს რომ განიცდიან, არაა ახალი ამბავი. ნაცრეჟიმის ყოფილი გენპროკურორის მოადგილის, ნიკა გვარამიას ფავორიტია DJ David Brown - არახამია, რომელიც მოქოქეს საქართველოზე შეტევებისთვის.
„თურმე უკრაინის მოქალაქის, დეპუტატ არახამიას გადასაწყვეტი ყოფილა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. აი, სწორედ ესაა ლუზერი მანქურთი „ნაცების“ მოუშორებელი დამღა - უსამშობლოთა მეშვეობით ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოპოვების ტრაგიკომიკური, არაფრისმომცემი მცდელობა.
როგორც მიხეილ სააკაშვილის პირად წარმომადგენელს, ნიკა გვარამიას და ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“ რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები პოპულარულები არიან საქართველოში, რაშიც ძალიან ცდებიან იქიდან გამომდინარე, რომ ცელკეულმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა არაერთხელ, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ქართველ ამომრჩეველს, როდესაც ისინი ამუნათებენ და ამუნათებდნენ ქართველი ელექტორატის მიერ არჩეულ ხელისუფლებას“, - აცხადებს აბაშიძე.
მისი თქმით, ახლა გააქტიურება ეს იქნება არახამია, თუ რუსეთუმე იანუკოვიჩის ყოფილი ლაქია გონჩანერკო თუ სხვები, იმ მიზანს ემსახურება, რომ თითქოს ისინი არიან ქართველი ხალხის მხარეს და „ქართული ოცნება“ არის აუტსაიდერი და რუსეთუმე, რაც აბაშიძის განცხადებით, არის აბსოლუტური ტყუილი.
„ეს ისეთივე ფუჭი პიარმცდელობაა, როგორც თავის დროზე დაიწყეს და მერე შერცხვნენ ამ სამარცხვინო ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებას რომ ატირაჟირებენ დღემდე. აქ ყურში მომხვდა ძალიან გვარამიას განცხადება, რომ მას სურს არახამიას ქართულ პოლიტიკაში ჩართვა, მაგრამ უკაცრავად, არახამია არ არის საქართველოს მოქალაქე, არახამიამ არ იცის მშობლიური ენა - საქართველოს სახელმწიფოს ქართული ენა. როგორ უნდა ჩაერთოს ის ქართულ პოლიტიკაში, თუ არა კომენტატორად, რომელიც გამოიყენებს ნაც-მესიჯბოქს, რასაც დღემდე აკეთებს.
ამიტომ, ეს ყველაფერი არის საპნის ბუშტის მქონე, დროებითი პიარხრიკები, რომ როგორმე დაამუნათონ „ქართული ოცნების“ გუნდი და შესაბამისად, ქართული ელექტორატი, ვინც „ოცნების“ უკან დგას. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი მცდელობა არის სასაცილო და ნაცსექტისთვის არაფრის მიმცემი.
უკრაინის არაერთი პარტიის ბალასტს, დეპუტატ ოლექსი გონჩარენკოს ჰგონია, რომ რამეს წარმოადგენს თუ ნაცტელევიზიებში ხშირად ჩნდება. ნუ ავიწყდება რუსეთუმე იანუკოვიჩის ფუტლიარ გონჩარენკოს, რომ ქართულ პოლიტიკურ ზოოპარკში მასზე უფრო სასაცილო ნაცექსპონატები არიან. თუ მათ ეჯიბრება, განწირულია წაგებისთვის. სხვა დანიშნულება კლოუნობაშიც ამ უნიჭოს არაფერი აქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი, ვინც ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის „წინსვლას“ ნატრულობს - სააკაშვილის ოჯახთან დაახლოვებული გარემოცვაა, რომელთა გარეშე ხდება იმ მილიარდების „ხერხვაში“ მონაწილეობა, რაზეც აშენდნენ ზელენსკის ბანდის წევრები.
„აშენდნენ ქვეყნის გაყიდვაზე, ასობით ათასობით მსხვერპლზე, ოც მილიონამდე ლტოლვილსა და იძულებით გადაადგილებულ პირზე. დღეს მშვიდობიანი ძეგვი და დედოფლისწყარო ურჩევნია ნორმალურ ქართველს, ევროინტეგრაციის გზაზე მყოფ ბახმუტსა და მარიუპოლს. სულ რომ „ვიეტნამის ოცნება“ დაუძახოს მშვიდობის შემნარჩუნებელ ხელისუფლებას უკრაინელების სისხლისმსმელმა არახამიამ, ქართველების ბედზე ნატრულობენ დღეს ევროინტეგრირებული უკრაინის ჯერ კიდევ ცოცხალი მოქალაქეები.
დღეს ადგილობრივი „არახამისტები“, მამაკაცების ერთმანეთში დაფეხმძიმების ექსპერიმენტებს რომ აწვებიან, საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას უწუნებენ, მათ შორის იმ ქვეყნიდან, რომელშიც დევნილობიდან, სულ მინიმუმ, 5 მილიონი აღარასდროს დაბრუნდება სამშობლოში, ხოლო ნახევარ მილიონამდე რეპროდუქციული ასაკის მამაკაცი ვეღარასდროს აღდგება მკვდრეთით. და აწი, გინდ „შრილანკეთუმე“ დაგვიძახონ და გინდ „სახალინოფილები“. არახამიას ელოდება „რიბენტროპისეული“ დასასრული - გინდ ევროინტეგრაციის გზაზე და გინდ სადმე „პადზაბორამ“. ამის დროის უკუსვლის მრიცხველი უკვე ჩართულია“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.