შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობა დაადგინეს. პირი, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედი“-ს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ოპერატორს მიაწოდა ინფორმაცია – ასპინძაში მცხოვრები არასრულწლოვანი, 2004 წელს დაბადებული მილერ ბ. აღმოჩნდა.
არასრულწლოვანმა 112-ში ზარი 10 წუთის ინტერვალით ორჯერ განახორციელა.
შეტყობინებისთანავე შსს-ს შესაბამისი სამსახურები ორივე ტელეკომპანიის შენობებთან გამოცხადდნენ. გამნაღმველების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ შეტყობინება ცრუ იყო, ასაფეთქებელი მოწყობილობა არცერთ შენობაში არ აღმოჩნდა.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 331-ე მუხლის 1–ლი ნაწილით).