გვარამიას დაანონსებული აჯანყება და ხელუსუფლების პასუხი

გვარამიას დაანონსებული აჯანყება და ხელუსუფლების პასუხი

„გამოდით თქვენი იდეებით, თქვენი სიმამაცით, თქვენი სიძლიერით, თქვენი დასავლელობით“, - პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკა გვარამია ახალგაზრდებს ევროპარლამენტიდან აჯანყებისკენ მოუწოდებს. აი, ასე „შეუწყო ხელი“ დეპოლარიზაციას სალომე ზურაბიშვილმა. როგორც გვარამია აცხადებს, ახალი თაობა არის არა მხოლოდ Gen-Z თაობა, არამედ 25, 30 და მეტი წლის ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირში კი არ დაბადებულან, არამედ თავისუფალ საქართველოში და აქიდან გამომდინარე უნდა გამოვიდნენ და იბრძოლონ ქვეყნის დასავლური მომავლისთვის.

„თქვენი პირადი მომავლისთვის, თქვენი მშობლების მომავლისთვის, თქვენი შვილების მომავლისთვის, თქვენი სამშობლოს მომავლისთვის, შენ სჭირდები შენს სამშობლოს! ყველაფერი შესაძლებელია, უკვე ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ პარტიებში არის უზარმაზარი რესურსი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი რესურსია თქვენს ხელში, სამოქალაქო საზოგადოებაში, ამ ახალ თაობაში. პოლიტიკას სჭირდები! შენს ქვეყანას სჭირდები! შენს გარეშე ყველაფერი შეუძლებელია! თქვენთან ერთად ცვლილებები ძალიან, ძალიან შესაძლებელია! შეგიძლია იყო ძალიან ეფექტური, შეგიძლია შეცვალო!“, - განაცხადა ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა გვარამიამ, რომელიც არ მალავს, რომ ოპოზიციის მიზანია ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა არა არჩევნების, არამედ აჯანყების გზით.

ქართველ ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომლის განცხადებით, ახალგაზრდების ხელშია საქართველოს მომავალი, სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ მათ დახმარება სჭირდებათ. ევროპარლამენტარი არ აკონკრეტებს რა სახის მხარდაჭერას უმზადებას იმ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებმაც სპეციალური კურსები გაიარეს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში და როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის აყირავება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამბიციური, ევროპული ტიპის თაობაა. მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, ეს თაობა მოიტანს ცვლილებას. ბოლო დემონსტრაციებმა საქართველოში გვანახა, რომ ახალგაზრდა თაობა ძალიან ევროპული და მონდომებულია. მათ არ უნდათ საბჭოთა კავშირში და რუსეთში დაბრუნება, დემოკრატიული საქართველოს მომხრეები არიან. მათ სჭირდებათ დახმარება, საქართველოს მომავალი მათ ხელშია. ვფიქრობთ, რომ მოსახლეობაზე ზეწოლისა და დაშინების მცდელობა იქნება. ვიცით ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ვიცით ყველა მათი ტრიუკი, იმისთვის რომ თავის სასარგებლოდ მოირგონ არჩევნების შედეგები“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ამბობს, რომ საქართველოში ძალიან ღრმა პოლარიზაციაა და ფიქრობს, რომ სიტუაცია უნდა შეიცვალოს.

„სიტუაცია საქართველოში უნდა შეიცვალოს, ჩვენ ვიცით, რომ ჟურნალისტებს თავს ესხმიან ფიზიკურად და ვიცით, რომ მთავრობა ქვეყნის პოლარიზაციას ახდენს, ეს ყველაფერი ჯანსაღი არაა, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას, რომ ქვეყანამ თავისი ვალდებულებები შეასრულოს, რადგან საქართველოს ხალხი თავის მომავალს ევროკავშირს უკავშირებს. იმედი გვაქვს მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გამოუშვებენ, მის ჯანმრთელობას მოევლება და ის დაძლევს იმ სენს, რომელიც პატიმრობაში დაემართა“, - განაცხადა მირიამ ლექსმანმა.

ნიკა გავარამიას შეწყალება რომ პოლარიზაციის მთავარი გამომწვევი ფაქტორია, ეს უკვე ცხადია. ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული გვარამია უკვე შეხვდა საქართველოს ხელისუფლების აყირავების სქემაში ჩართულ კიდევ ერთ ფიგურას, უკრაინის მმართველი პარტიის, ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამიას, რომლის მიწვევით გვარამია უკრაინაში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ არახამიას ორგანიზებით მოხდა საქართველოდან ახალგაზრების გაყვანა კიევში, სადაც მათ ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი, თუ როგორ უნდა იმოქმედონ რევოლუციის პირობებში. მაშ ასე, ოპოზიცია ცხელი პოლიტიკური შემოდგომისთვის ემზადება, თუმცა, ასევე ემზადება ხელისუფლებაც, რომ ქვეყანას აარიდოს პოლიტიკური რყევები, რომელშიც ჩართული არიან ევროპარლამენტარები.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აშკარად იგრძნობა ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მიკერძოებული, ტენდენციური პოლიტიკური მხარდაჭერის მცდელობა, რაც მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს.

„ალბათ, ერთგვარად ეს იმ ხაზის გაგრძელებაა, რაც გულისხმობდა იმ შეკრებაზე დასწრებას, რომელიც, როგორც ჩანს, „მოლოტოვის კოქტეილების“ პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. რასაკვირველია, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. აშკარად იგრძნობა ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მიკერძოებული, ტენდენციური პოლიტიკური მხარდაჭერის მცდელობა. ბუნებრივია, ეს კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს. ასეთ რამეს არ უნდა კადრულობდნენ ადამიანები, რომლებსაც, წესით, უნდა ჰქონდეთ გარკვეული ნეიტრალური მიდგომა, სახელმწიფოს მხარდაჭერაზე და ქვეყნის მხარდაჭერაზე თუ აქვთ პრეტენზია“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დეპუტატი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი მიმართავს ფონ კრამონს და ითხოვს ერთი მაგალითი დაასახელოს, სადაც შეიძლება, რომ ევროპარლამენტარებმა მოუწოდონ საზოგადოებას რომელი ხელისუფლება აირჩიონ და რომელი არა.

„ფაქტი, რომ გვარამია ჩადის იმ ევროპარლამენტარებთან, რომლებიც საქართველოს ხან პირდაპირ მოუწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ და ახლაც აფიქსირებენ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ეს პოლარიზებას შეუწყობს ხელს თუ დეპოლარიზაციას? ეს არა მხოლოდ არაევროპულია, ეს არის ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი. ერთი მაგალითი დაასახელონ, სადაც შეიძლება, რომ ევროპარლამენტარებმა მოუწოდონ საზოგადოებას ხელისუფლება რომელი აირჩიონ და რომელი არა“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, როდესაც კოლეგებთან ერთად წერს საშემოდგომო ციებ-ცხელებაზე, ან უხალოეს პერიოდში კიევში კიდევ მორიგ არამეგბრულ ღონისძიებაზე საქართველოსთან დაკავშიებით, ამას მოსხელეობის პანიკაში შეყვანის მიზნით არ წერენ, არამედ უბრალოდ, მიმდინარეობს ფაქტების კონსტანტაცია, თუ რას აპირებენ, როდის აპირებენ და რისთვის აპირებენ. მიზანი ნათელია - ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ.

„ამ მიზნების განხორციელებას ჩვენ ვხედავთ ბოლო 9 წლის განმავლობაში, მაგრამ უკვე აღარ მინდა გავიმეორე რამდენი მრავალსახეობა გაიარა ამ გეგმების ხორცხშესხმამ, მაგრამ ყოველ ჯერზე წარუმატებლად. მე არ ვიცი რა საბაბს ელოდებიან, რომელიც ამ ქვეყანაში გადატრიალებას არა მათი რიგებიდან წამოსული მუხტი, არამედ ჩვენ მოსახლეობის უმრავლესობიდან წამოსული მუხტი შეიძლება შეემატოს. ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი, ჩვენ ვიცით პატიმრობის ფასი, ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში საომარი მოქმედებების გარეშე ვცხოვრობთ და შევეგუეთ ამ მდგომარეობას.

ჩვენ ვხედავთ რას გავს უკარაინის ქალაქები, რომლებიც დედამიწის ზურგიდან არიან მოშლილები. ჩვენ, რაღაცის რაღაცასთან შედარის უნარი, მადლობა უფალს, გაგვაჩნია. ამიტომ ჩვენი წიაღიად ეს უკმაყოფილების სარევოლუციო მუხტი ვერ წამოვა - რა უნდა წამოვიდეს ბარიკადების იქეთ მხარეს დარჩენილ ისეთ კარიკატიული პერსონაჟების წიაღში, რომელსაც წარმოადგნენ ე.წ. ოპოზიციურ ძალები. კი, ბატონო შეეცადონ, მაგრამ მოვემზადებით და როგორც ყოველ ჯერზე, აუცილებლად დავამარცხებთ“, - აცხადებს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ამ დესტუქციაში განსაკუთრებულად გამოყოფს საქართველოს პრეზიდენტის როლს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ირგებდა დეპოლარიზაციის მთავარი შემოქმედი პირის მანტიას, რომელიც ქართველიშვილის განცხადებით, საპეზიდენტო სასახლეში სხვადასხვა ჯგუფებს, არასამათავროებს თუ თავის მეგობრებს იბარებდა იმისთვის, რომ ზღაპარი მოეყოლა იმაზე, თუ როგორ ცდილობს მოქმედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ეს არსებული პოლარიზაცია შეარბილოს.

„მან, დეპოლარიზაციის გაღრმავების თვალსაზრისით, ჩაიდინა ერის წინაშე დანაშაული, როდესაც გარეთ გამოუშვა კრიმინალი გვარამია, რომელიც დღეს პირდაპირ მოუწოდებს ახალგზარდებს რევოლუციისაკენ, ბუნტისაკენ და გადატრიალებისაკენ. აი, ამ პროცესების წამქეზებელი, ლიდერი და ერთ-ერთი თანაორგანიზატორი არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ის ამ ბრალდებას, რომელიც წამოსულია საზოგადოების მხრიდან, ვერაფრით ვერ გაამართლებს, ეს არის გამორიცხული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას რომელიც იმართება გარე პატრონებისგან, სურს საქართველოს ომში ჩართვა და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის რამენაირად საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს ე.წ. აჯანყებისა და გადატრიალების გზით.

„მეტი გზა მაგათ არ აქვთ და წარმოადგინეს კანდიდატები. ჯერ იყო ნინო ლომჯარია, მერე უნდოდათ სალომე ზურაბიშვილი, მერე ხაბეიშვილი, მერე ჭიჭე ვაშაძე. ამ არადეკვატურ ძალებს მხარს უჭერს ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები - საელჩოები, რომლებსაც არავინ არ ეკითხება საქართველოს საქმეებში ჩარევას, მაგრამ ერევიან და აკეთებენ შეფასებას. აი, ამ ადამიანებმა შეარჩიეს სახელმწიფო დამნაშავე გვარამია.

გვარამიას მოწოდება იყო აჯანყებისკენ მოწოდება. გვარამია ციხიდან გამოშვებულია არა დეპოლარიზაციისათვის, არამედ პოლარიზაციისათვის. ეს გააკეეთა საქართველოს პრეზიდენტმა. ეს რომ უნისონში იყო გაკეთებული, ეს დაამტკიცა მისმა მეგობარმა ფოტიგამ. ჩვენ ეს წინასწარ ვიცოდითო. ამას მივამატოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, საქართველოში აჯანყების მოხდენის მსგავსი არაერთი მაგალითი იყო. პირველი - ეს იყო 20 ივნისი, მეორე - არჩევნების შემდეგ ცესკოში მისვლა და იქ დებოშის მოწყობა. მესამე - 7-8 მარტის მოვლენები - ეს არის ფაქტი.

გვარამია იმდენად უბადრუკია, რომ პრიგოჟინის მოსვლას ესალმებოდა. ამიტომ, მე მგონია, რომ ეს არის წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო. თუმცა იმ ევროპელი პოლიტიკოსებისგან რა გასაკვირია, ევროპა თავზე ემხობათ, ევროპის ყველაზე დიდ ტერიტორაზე ბომბები სცვივა, უკრაინას ტერიტორიების 20% დაკარგული აქვს და ამ დროს ეს ევროპელი პოლიტიკოსები გატაცებული არიან ვიღაცების საჯდომების დაცვით. ამიტომ, ამ ადამიანებისგან გვარამიას წამოყენება კი არა, შეიძლება პრემიერად ჭიჭე ვაშაძე თუ არა, პატიკო მანჯგალაძე წამოაყენონ. მე მათგან არაფერი არ მიკვირს, ესენი არიან პოლიტიკური მომსახურეობის ზონიდან გასული ხალხი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

ლაზი უკრაინაში თუ საქმე კარგად ვერ წავიდა, არახამიებს და მისთანებს ახალი პლაცდარმი დასჭირდებათ. ასეთად კი საქართველო მოიაზრება. უკრაინის პროცესების დასრულებამდე უნდა მოასწრონ აქ გადატრიალება, თორემ იციან, მათი ძალები მყისიერად განულდება და არჩევნებზე ვერაფერს მიაღწევენ. კრამონები და კუბილიუსები გარედან მხარდაჭერას უზრუნველყოფენ. აქეთ ჭყონიას ფინანსები მობილიზებულია. მყვირალა თავები ინსტრუქტაჟებს იღებენ და მიმხრობილ ახალგაზრდებსაც ატრენინგებბენ. მოლოტოვის კოქტეილების გამოცდილება მიღებული აქვთ. კარვები და საველე ეკიპირებაც მიღებული ექნებათ (გუშინ საველე ფერის უცხო ჯიპების ქარავანი მიემართებოდა თბილისისკენ). მოკლედ არეულობისათვის ყველაფერი მზად არის.
1 წლის უკან
მიშა პირტიტველა ახალგაზრდების მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალება არ ხდება. ისედაც, გვარამიას გადატრიალებული არ გაიშვას.
ნაცების შემორჩენილი მხარდამჭერები რომ ჰყავთ ძალოვანებში, იმათ მიხედოს ხელისუფლებამ. ფილტვების დახეთქვამდე ,,მიშამაგარია"-ს რომ მღეროდნენ 2012 წლამდე.
და უკრაინაში მყოფ მებრძოლ კონტინგენტს კიდევ (უკრაინელებიც თუ არ დაუმატეს).
თორემ, გვარამიას რაც შეუძლია, ეს პირის ამყრალება და უზრდელობაა. ესაა სულ.
1 წლის უკან
ნანდრია გამოდით,გამოდით და მერე ჩვენ რამდენი გამოვალთ და რას გიზამთ, კარგად დაინახავთ...უკრები და მათი დაგეგმილი რევოლუცია არსად დაკარგოთ,ჯღანი შეაბით...ოცნებასაც მოვისვრით სანაგვეზე და თქვენც ზედ მიგაყოლებთ,ბოროტო მანქურთებო
1 წლის უკან
David Beria ნებისმიერი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა განვითარებულ სამყაროს ეკუთვნის თუ ჩანჩურა-მაჩანჩალებს, ახალი პოლიტიკური სახეები ყოველთვის სასარგებლოა. ამომრჩეველთა აზრსა და განწყობაზე საბედნიეროდ მონოპოლია არავის აქვს, და იგი დროში დინამიურად არის განთავსებული. ეს ყველა ჯგუფსა და პოლიტიკანს ეხება. ცვლილების ეშინა მხოლოდ მას, ვისაც საკუთარი არაკონკურენტუნარიანობა ღამის კოშმარსა და შინაგან არასრულფასოვნების კომპლესში აქვს უიმედოდ გადაზრდილი. ვაცალოთ ახალგაზრდებსაც. ძველგაზრდები აგერ უკვე 30-წელზე მეტია ერთი და იგივე ადგილს ტკეპნიან უშედეგოდ.
1 წლის უკან
trampi დავით ბერია


. ცვლილების ეშინა მხოლოდ მას, ვისაც საკუთარი არაკონკურენტუნარიანობა ღამის კოშმარსა და შინაგან არასრულფასოვნების კომპლესში აქვს უიმედოდ გადაზრდილი. ვაცალოთ ახალგაზრდებსაც. ძველგაზრდები აგერ უკვე 30-წელზე მეტია ერთი და იგივე ადგილს ტკეპნიან უშედეგოდ.



ვაი და მიშას ახალგაზრდები ანუ ისევ ,,კოლექტიური მიშა,, მოვიდა???
მერე???

ზურგი ძლივს მოვირჩინე...................
..პლიუს ყველა ფეჩს სადაც ბოლი ამოდის ყველას ოპტომ ჩააქრობს...
ნოტარიუსებს ,,ღამის სმენებში,, მუშაობა მოენატრათ ....და არამარტო მათ
ან კიდევ მე შენ გეტყვი და დღევანდელი ახალგაზრდობა მიშას გამოზრდილები არ არიან...???
მერე ამ ფონზე ვისგან ელი ნორმალურ ცვლილებებს ?
ნორმალური გარემო რომ იყოს ახალგაზრდაც და ზველგაზრდაც ნორმალურ შედეგს მოიტანდა .... მაგრამ დღეს სათავესთან ნორმალურს არავინ არ მიუშვებს....ისევ მორიგი პავლიკ მოროზოვი მოვა
მღვრიეა წყალი მღვრიე, ისევ არამზადები ისარგებლებენ
ჰოოოდა..................... მოდი და იმ ყველაფრის გახსენებაზე ნუ შეგეშინდება
ან იქნება და მართლა მიშააა საქართველოს სახლმწიფოს დამაარსებელი???
გარემო... გარემო... გარემოა , ძალიან არამყარი და ჯერჯერობით არც დიდი ცვლილებები იქნება სიკეთის მომტანი
ჯერ ნაღდი ქართველები არიან ხელისუფლებაში მოსაყვანები და მერე ცოტა რო დამშვიდდება ქვეყანა---- აი მერე ახალგაზრდები წინ წამოსაწევი
1 წლის უკან
ლევკოთეა სრულიად მართალი ბრძანდებით
1 წლის უკან
David Beria არ ხართ მართალი არანაირი სპექტრში.

ახალ თაობისთვის წინააღმდეგობა ვერავის გასვლია, ვერც ერთ ქვეყანაში. მათ შეიძლება გაცალონ ცოტა ხანი. მაგრამ საბოლოოდ ან საერთოდ ჩამოაცილებს წინა თაობას აქტიურ პოლიტიკურ გარემოს, ანდა შეატოვებს წინა თაობის მიერ დაჩაჩანაკებულ ქვეყანას მოხუცებს.

არჩევანი 2-ია:
- ან მათი პოლიტკაში მოსვლა და ძირეული და ფუნდამენტური რეფორმები რაც მათ მსოფლმხედველობას და სოციო-ეკონომიურ არჩევანს ერწყმის, ან
- უუნარო მოხუცებს შეტოვებული ქვეყანა, სადაც ამ "ეგოისტურ თავმოყვარე" მოხუცებს საკმაოდ სწრაფად ჩაანაცვლებს სულ სხვა ჯურის და ინტერესების მქონე პოლიტიკური პლასტი. მსურველების სია უსასრულოა.

თქვენი ფრაზა "ნორმალური გარემო რომ იყოს", სწორედ ამის ნიშანია. ეგ "ნორმალური გარემო" თავისით არ მოვა, და არც დრომოჭმული მეთოდებით გახდეება რეალური. ახლანდელ პოლიტიკურად აქტიურ თაობა (40-70 წლის ასაკი) კი ყოვლად გამოფიტული, რეალობას მოწყვეტილი, რეგრესული და უიმედოდ უუნაროა.
1 წლის უკან